13/09/2016 კატეგორია: სტატიები,

ბერი ეფრემ არიზონელის „დიდი საქმე“

საუბარი ალექსანდრა ლაგოსთან, ბერი ეფრემის სულიერ შვილთან

%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93
გადმოწერა:

 ერი ეფრემ არიზონელის „დიდი საქმე“

საუბარი ალექსანდრა ლაგოსთან, ბერი ეფრემის სულიერ შვილთან

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი დიდი ბერის, იოსებ ისიხასტის სულიერი შვილია, რომელმაც თავის სულიერ მამაზე არაჩვეულებრივი წიგნი – „ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან“ დაწერა. ბერ ეფრემს – ფილოთეველს ეძახიან 1973 წლიდან, როდესაც ის ფილოთეოსის მონასტრის იღუმენად აირჩიეს ათონზე, სადაც მან მოკლე დროში აღადგინა ასკეტური სამონასტრო ცხოვრება. რის შემდეგაც ათონის წმინდა მთის კინოტმა მამა ეფრემი აკურთხა , რომ გაეფართოვებინა და აევსო მონოზვნური ცხოვრების მსურველი ადამიანებით კიდევ სამი ათონის მონასტერი: ქსიროპოტამი, კოსტამონიტა და კარაკალი. ეს მონასტრები ახლაც რჩება არქიმანდრიტი ეფრემის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ, როგორც სხვა მრავალი მამათა და დედათა მონასტერი საბერძნეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

12798904_1751216171831704_546409892455523292_n

ბერი იოსებ ისიხასტი საძმოსთან ერთად

1960 წელს, ბერძენმა მართლმადიდებელმა მღვდელმა და ღვთისმეტყველმა დეკანოზმა იოანე რომანიდისმა დაწერეს ასეთი რამ: „წმინდა მთის ბინადრებმა დაუყოვნებლივ უნდა გააგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები აშშ-ში და დააარსონ იქ მონასტრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის კონტინენტზე მართლმადიდებლობას გარდაუვალი სიკვდილი ელოდება“. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ წინასწარმეტყველური სიტყვების განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი ადამიანის ძალისხმევით. ბერი ეფრემის მონასტრები გაჩნდა აშშ-ს და კანადის ბევრ რეგიონში: ნიუ-იორკში, ტექსასში, ფლორიდაში, ვაშინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, ილინოისში, კალიფორნიაში, მიჩიგანში, მონრეალში და ტორონტოში. მთავარი მათ შორის არის წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერი, არიზონაში (ამის შემდეგ, ბერ ეფრემს ხშირად ეძახიან ასევე არიზონელს). „Православия.ру“-მ მკითხველებისთვის მოამზადა საუბარი მის სულიერ შვილთან, ძალიან საინტერესო პიროვნებასთან, ალექსანდრა ლაგოსთან. ის სულიერად აღიზრდებოდა ასევე ნეტარ დედა მაკრინესთან, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსის მახლობლად მდებარე, პანაგია ოდიგიტრიას მონასტრის იღუმენიასთან, რომელიც დაარსდა დიდი ბერი იოსებ ისიხასტის ლოცვა-კურთხევით. სულიერი დების თქმით, დედა მაკრინეს ძალიან უყვარდა ალექსანდრა და ხალხთან საუბრის დროს ხშირად ახსენებდა მის სახელს. ალექსანდრა იცნობს თანამედროვე საბერძნეთის ბევრ სულიერ მოღვაწეს, მას ასევე შესაძლებლობა მიეცა, რომ ესაუბრა პაისი მთაწმინდელთან. ღირსმა მამამ უთხრა მას სულიერი მოძღვრის, ეფრემის შესახებ: „შენ ისეთი დიდებული ბერი გყავს“.

ალექსანდრა – ისტორიის და არქეოლოგიის პროფესორია, მრავალი წლის განმავლობაში ის მუშაობდა ქალაქ იოანინას (ჩრდილოეთ საბერძნეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტში. სულიერი მამის კურთხევით, თავის სამსახურში ის ყოველთვის ცდილობდა დაყრდნობოდა პატრისტიკას და გადმოეცა მასალა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის საფუძველზე. ალექსანდრას და მისი მეუღლის, გიორგი ლაგოსის, იგივე სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორის სახლში ხშირად ჩერდებოდნენ მონოზვნები, მღვდლები, იღუმენიები ბერი ეფრემის მონასტრიდან და მისი სულიერი შვილები ერიდან.

ალექსანდრას ბედნიერება ხვდა წილად არა მხოლოდ ახლოს გაეცნო და დამეგობრებოდა ბერი ეფრემის სულიერ შვილებს, არამედ მრავალჯერ და დიდი ხნით ეცხოვრა მის მონასტრებში, როგორც საბერძნეთში, ასევე ამერიკაში. მისი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა (და ახლაც ეხმარება), შეძლებისდაგვარად, ბერს და გვერდში ედგა ყველა საქმეში. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მონასტრების მშენებლობა მისი თანდასწრებით ხდებოდა. ახლა ალექსანდრა ცხოვრობს არიზონაში, წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტრის მახლობლად და ბერის ლოცვა-კურთხევით შრომობს კატეხიზმოზე, კვირაობით ატარებს ლექციებს მონასტრის მომლოცველთათვის და ასევე ასწავლის მსურველებს ძველბერძნულ და ახალბერძნულ ენებს.

Монастырь святого Антония Великого в аризонской пустыне

წმინად ანტონი დიდის მონასტერი. არიზონა

– ალექსანდრა, თუ შეიძლება მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი სულიერი აღზრდა ბერ ეფრემთან?

– მე და ჩემი მეუღლე უკვე 30 წელი მამა ეფრემის სულიერი შვილები ვართ . ბერი გავიცანით 1896 წელს და უფლის წყალობით ის გახდა მთელი ჩვენი ოჯახის სულიერი მოძღვარი. გაცნობის პირველივე დღეს, მან დიდი ენთუზიაზმით გაგვიზიარა თავისი გეგმები, რომლებიც ეხებოდა „მის დიდ საქმეს“, კერძოდ მონასტრების მშენებლობას.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბერმა ეფრემმა ააშენა 18 მონასტერი ჩრდილოეთ ამერიკაში. მაგრამ ახალი მონასტრების მშენებლობის პარალელურად, ის ასევე აღადგენდა ძველ ბერძნულ მონასტრებსაც, დანგრეული და მიტოვებული, თურქული ბატონობის დროიდან. საბერძნეთში, ისევე როგორც რუსეთში, უამრავი არაჩვეულებრივი მონასტერი იყო და ახლაც არის გაუდაბურებული, რადგან არ გვყოფნის სახსრები და მოსახლეობა მათ აღსადგენად. ასე რომ, ბერის „დიდი საქმის“ პირველი ნაწილი განხორციელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო მეორე – საბერძნეთში.

 მოუყოლია თქვენს მოძღვარს თავისი სულიერი მამის – იოსებ ისიხასტის შესახებ? იყო მისთვის ცნობილი, რომ მომავალში ბერი ეფრემი ააშენებდა მონასტრებს?

– ბერი ეფრემის სულიერი შვილები ხშირად ეძახიან ბერ იოსებს ბაბუას, რადგან ის მათი სულიერი მამის სულიერი მამაა. როდესაც ბაბუა იოსები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან მამა ეფრემს უთხრა, რომ ღმერთისგან ეუწყა, იმის შესახებ, რომ მომავალში მას დიდი სამუშაო ელოდებოდა. ბაბუა იოსები ყურადღებას აქცევდა მისი სულიერი შვილის კვებას და ეუბნებოდა: „ჭამე, ჭამე, პატარა, წინ დიდი გმირობა გელოდება, დიდ საქმეს გააკეთებ“.

თავის წიგნში მამა ეფრემი იხსენებს, რომ ერთხელ ბერმა იოსებმა უთხრა მას: „დადგება დრო და შენ ილაპარაკებ ეკლესიაში“. მამა ეფრემმა მაშინ გაიფიქრა: „ჩვენი პატარა ტაძარი (სკიტის ტაძარი) ძლივძლივობით იტევს სამ ადამიანს. რა დიდი საქმე ეგ არის, თუ როდესღაც მომიწევს იქ ლაპარაკი!“.

მამა ეფრემმა მიიღო ძალიან მკაცრი სულიერი აღზრდა თავისი მოძღვრისგან. არცერთ სხვა თავის მორჩილს არ ექცეოდა ის ასე მკაცრად, როგორც მამა ეფრემს – ზუსტად იმიტომ, რომ იცოდა როგორი შრომა ელოდებოდა მას მომავალში.

Матушка Макрина, старец Ефрем и отец Иосиф

დედა მაკრინე, ბერი ეფრემი და მამა იოსები

მამა იოსებმა, სანამ უფალს სულს მიაბარებდა, დაყო თავისი მოწაფეები და უთხრა ვინ ვისთან უნდა დარჩენილიყო, მისი გარდაცვალების შემდეგ. მამა ეფრემს მორჩილად დაუტოვა მამა იოსები, რომელიც შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა პორტარიაში. ასევე ბერმა იოსებმა დაავალა მამა ეფრემს, რომ მიეღო სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ დედათა პატარა მონასტერი ქალაქ ვოლოსიდან. ამ დებს შორის ცხოვრობდა ასევე მამა ეფრემის დედა და დედა მაკრინე (იმ დროს მარია). მოგვიანებით დედათა ამ პატარა გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა ცნობილ დედათა მონასტერს პორტერიაში.

– გთხოვთ მოგვიყევით, ბერი ეფრემის წყალობით როგორ გახდა ეს მონასტერი „დედობრივ მონასტრად“ მრავალი სხვა ქალთა სავანესთვის?

– ბერი ეფრემის სულიერ შვილებში, პორტარიეს მონასტერი დამკვიდრდა „მიტროპოლიის“ სახელწოდებით. სიტყვა „მიტროპოლია“ (ბერძ. Μητρόπολις) ითარგმნება, როგორც „დედობრივი ქალაქი“, სიტყვიდან μητέρα – „დედა“ და πολις – „ქალაქი“. ბერძნულ ქალაქებს შორის, ეს – ქალაქის ყველაზე ძველი ნაწილია, საიდანაც წარმოიშობა, მხატვრულად რომ ვთქვათ – „იბადება“, ქალაქის დანარჩენი ნაწილი. პორტარიეს მონასტერი „დედობრივ მონასტრად“ ითვლება ბერის სხვა დედათა მონასტრებისათვის. აი ასე მოხდა ყველაფერი.

ასეთი დიდი მოღვაწეების ხელმძღვანელობით, როგორებიც არიან ბერი ეფრემი და დედა მაკრინე, პორტარიეს მონასტრის დედები სწრაფად ვითარდებოდნენ სულიერად და ივსებოდნენ სათნოებებით. როდესაც ბერმა დაიწყო მონასტრების თანმიმდევრობით გახსნა, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ ამერიკაში, მას სჭირდებოდა სულიერად გამოცდილი დედები, რომლებმაც კარგად იცოდნენ ტრადიციები, რომლებიც მამა ეფრემმა და დედა მაკრინემ აითვისეს ბაბუა იოსებისგან. ზუსტად ასეთი დედები უნდოდა, რომ პირველად დაესახლებინა თავის მონასტრებში მამა ეფრემს, იმ მიზნით, რომ მათ გადაეცათ ბერი იოსებ ისიხასტის სულიერი ტრადიციები მომდევნო თაობის მონოზვნებისთვის.

– რომელი მონასტრები გაიხსნა?

– თავდაპირველად, თანხმობა მიიღო იღუმენია მაკრინესგან, რომ გაეშვა რამდენიმე და პირველ ორ მონასტერში, რომელიც გაიხსნა საბერძნეთში, – წინასწარმეტყველისა და წინამორბედის იოანეს სახელობის მონასტერი, სეროსში, და მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის მონასტერი, კუნძულ ტასოსზე.

1980-იან წლებში, ბერმა ეფრემმა გადმოიყვანა დედამისი, მონოზონი თეოფანო († 1986), და დები ხელახლა გახსნილ ფილოთეოსის მონასტრის მეტოქში, კუნძულ ტასოსზე. გერონდისა ეფრემია, რომელიც დღემდე არის კუნძულ ტასოს მონასტრის წინამძღვარი, იმ დროს იყო ახალგაზრდა გოგო ქალაქ ვოლოსიდან. ის ხშირად სტუმრობდა პორტარიეს მინასტერს, იცნობდა ბერ ეფრემს, დედა მაკრინეს, დედა თეოფანოს – შეიძლება ითქვას, რომ მათ ხელში გაიზარდა.

Старец Ефрем со своей мамой монахиней Феофано

მამა ეფრემი და მისი დედა, მონაზონი თეოფანო

შემდეგ, ბერმა ეფრემმა პორტარიეს მონასტრიდან წამოიყვანა ოთხი და: თებრონია, მარკელა, თეკლა და ვრიანი – და გახსნა მონასტერი სეროსში, სადაც იღუმენიად დაადგინა მონოზონი თებრონია. ამის შემდეგ, იღუმენია მაკრინამ თქვა, რომ აღარ გაუშვებდა დებს მონასტრიდან. როდესაც ბერი ეფრემი სთხოვდა ამის შესახებ, ის პასუხობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ვერ მოგცემ სხვებს“. ის იყო ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, უყვარდა თავისი სულიერი დები და როდესაც ხედავდა რა სირთულეებს განიცდიდნენ მონასტრიდან გასვლით, როგორც კეთილი დედა ძალიან ღელავდა და ეცოდებოდა ისინი.  ამავე წლებში ბერი ეფრემი იწყებს მონასტრების მშენებლობას ამერიკაში… – კი, ამავე წლებში ის ხშირად მიდიოდა ჩრდილოეთ ამერიკაში – კანადაში და აშშ-ში. თავდაპირველად, ის მიდიოდა იქ წელიწადში ერთი-ორი თვით. ბერმა დაინახა, რომ ბერძენი ემიგრანტების უამრავ ოჯახს სჭირდებოდა სულიერი დახმარება – აღსარება, ღვთისმსახურება, ღვთისმეტყველება. ერთხელ ერთმა ადამიანმა, ბერის სულიერმა შვილმა, დაპატიჟა ის ჰავაიზე, რომ მიეღო აღსარება ადგილობრივი მოსახლეობისგან. იქ ბერ ეფრემს ჰქონდა ხილვა. მან ნახა ბაბუა იოსები, რომელმაც მუხლებზე დაუყარა უამრავი ფორთოხალი, სიტყვებით: „დავრგათ ფორთოხლები, პატარავ! ნახავ რამდენი ნაყოფი იქნება!“, – საიდანაც ის მიხვდა, რომ მან უნდა იშრომოს ამერიკაშიც.

იმ ათი წლის განმავლობაში, როცა ბერი ეფრემი დადიოდა ამერიკაში, მიხვდა რომ წელიწადში ერთი-ორი თვე საკმარისი არ იქნებოდა. აუცილებელი იყო მონასტრების მშენებლობის დაწყება ამერიკაშიც. მას ღმერთისგანაც ჰქონდა გამოცხადება, რომ უნდა დაეწყო მონასტრების მშენებლობა. იგი ამის შესახებ გვიყვებოდა საუბრების დროს. თავიდან მას არ უნდოდა, აეღო თავის თავზე ეს „დიდი საქმე“, – მონასტრების მშენებლობა. ის ლოცულობდა და ეუბნებოდა ღმერთს, რომ არ შეეძლო ამ საქმის დაწყება. და მან გაიგო უფლის ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „არა, შენ დამემორჩილები მე და აიღებ ამ საქმეს შენზე“. მაშინ ბერმა უპასუხა: „კარგი, უფალო, მაგრამ მომმადლე იმხელა სიყვარული, რომ მეყოს ყველა ადამიანისთვის, რომელიც ჩემთან მოვა“.

საიდან გაჩნდა რიცხვი 20 (მონასტრების რაოდენობა ამერიკაში)? კირიაკოს მარკიდესი თავის ნაშრომში „უდაბნოს საჩუქრები“ (2005), ახსენებს, რომ ბერის დავალება იყო, აეშენებინა ამერიკაში იმდენივე მონასტერი, რამდენიც ათონის წმინდა მთაზეა. რატომ უნდა აშენებულიყო მონასტრები აუცილებლად ამერიკაში? ბერი ამბობდა, რომ მონასტრების მშენებლობის საქმე – არის ბოლო ჟამისთვის, როდესაც მოვა „მტერი“ (ანტიქრისტე), ამერიკაში კი იმიტომ, რომ აქედან დაიწყება ყველაფერი და ხალხს სჭირდება სულიერი საზრდო და დახმარება. – რომელი დედათა მონასტრები დააარსა ბერმა ეფრემმა ამერიკაში? რომელი მონოზვნები გახდნენ ამ მონასტრების წინამძღვრები? – ბერის პირველი მონასტერი ამერიკაში, რომელიც გაიხსნა 1989 წელს, იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, პენსილვანიაში. ბერის პირველი წინამძღვარი, ამერიკაში, გახდა ნეტარხსენებული მონაზონი ტაქსიარხია († 1994).

დედა ტაქსიარხია იყო წმინდა სულის ადამიანი, ღვთის რჩეული. მას ჰქონდა ისეთივე დიდი საღვთო ნიჭები, როგორიც დედა მაკრინეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, დედა მაკრინე ასე ამბობდა: „მან არასოდეს არ დამამწუხრა მე, არცერთხელ არ შემეწინააღმდეგა. ის იყო ანგელოზი“. დედა მაკრინეს ძალიან უყვარდა და ძალიან ღელავდა მასზე. დედა ტაქსიარხია იყო ძალიან ლამაზი, კეთილი, თბილი და ყოველთვის იღიმოდა. მას არ ჰქონდა ის სიმკაცრე, რომელსაც ხშირად ვხვდებით მონოზვნებში.

Посадка деревьев, старец Ефрем работает вместе с братией

1989 წელს, აშშ-ში წასვლის შემდეგ, მონაზონი ტაქსიარხია წერილებს უგზავნიდა დედა მაკრინეს, რომლებშიც იგრძნობოდა ტკივილი: ჩანდა, თუ რამდენად უჭირდა მშობლიური მონასტრისგან შორს ცხოვრება, უცხო ქვეყანაში, ენის ცოდნის გარეშე, ერთი ნაცნობიც რომ არ ჰყავდა გვერდში, თავდაპირველად ერთი თანამლოცველიც კი არ იყო – მონასტერში მთლად მარტო ცხოვრობდა. დედა მაკრინე, ერთხელ, წავიდა აშშ-ში, რომ ენახა თავისი საყვარელი სულიერი და, და თავისი თვალით დაინახა ყველა სირთულე. ამან მტკიცე გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ აღარ გაეშვა სხვა სულიერი დები მონასტრიდან.

ამიტომ, მართალია ბერ ეფრემს ერჩივნა წაეყვანა ამერიკაში ყველა და პორტარიედან, მაგრამ რადგან დედა მაკრინემ თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, სხვებს ვერ მოგცემ“, მაშინ მან წამოიყვანა დები ტასოსის და სეროს მონასტრებიდან.

რაღაცა გარდატეხა, რაღაცა ჩვენება იყო ზეციდან, დედა ტაქსიარხიას დაკრძალვის დღეს. მან 5 წელზე ნაკლები იცხოვრა ამერიკაში და გარდაიცვალა 1994 წლის 3 აგვისტოს, სიმსივნით. მის დაკრძალვაზე პენსილვანიაში შეიკრიბა ბერი ეფრემის თითქმის მთლიანი სულიერი ოჯახი: ჩამოვიდა დედა მაკრინე და სხვა სულიერი დები საბერძნეთიდან, მოვიდნენ ამერიკელი გერონდისები, წმინდა მთიდან ჩამოვიდა ბერი ეფრემიც.

დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, მოხდა სასწაული, მიცვალებული დედა ტაქსიარხიას შუბლზე გამოჩნდა მირონის წვეთები, თითქოს ოფლის წვეთებს ჰგავდა, მაგრამ გამოსცემდა საოცარ სურნელს. ყველა იქ მყოფმა დაინახა ეს სასწაული. დედა მაკრინეზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამან, რომ თანახმა იყო, გაეშვა დები ამერიკაში.

1994 წლის ოქტომბერში, ბერი ეფრემი შეუთანხმდა დედა მაკრინეს, იმის შესახებ, თუ რომელი დების წაყვანა შეეძლო, და 1995 წლის მაისში, პორტერიედან რამდენიმე მონოზონი გადავიდა ამერიკაში. დედა მაკრინე ტიროდა, როდესაც უშვებდა თავის სულიერ შვილებს ამერიკაში და ამბობდა: „რომელმა სხვა დედამ გადაიტანა ამდენი, რამდენიც მე? ამდენი შვილი გაზარდო, აღზარდო და ასე გამოგაცალონ ხელიდან!“ მას განა არ უნდოდა, რომ მიეცა ისინი ღმერთისთვის – მთელი თავისი ცხოვრება მან ღმერთს მიუძღვნა – მაგრამ, როგორც დედა, ის იყო ძალიან მგრძნობიარე და ძალიან უყვარდა თავისი დები. მონასტრის დატოვებით გამოწვეული განსაცდელების გამო, მას უნდოდა დაეფარა ისინი საფრთხისგან. ეს იყო მისი ჯვარი.

გერონდისა ევპრაქსია მივიდა მონასტერში 18 წლის ასაკში და წავიდა პორტერიედან ამერიკაში 50 წლის ასაკში. ასე რომ, მან ძალიან დიდი დრო გაატარა დედა მაკრინეს გვერდით. ამერიკაში, ის ჩამოვიდა დედა ტაქსიარხიას დაკრძალვაზე, რის შემდეგაც ბერმა თავისთან ერთად გავლა სთხოვა და უთხრა, რომ სურვილი ჰქონდა, დედაო გადასულიყო ამერიკაში და გამხდარიყო ახალი მონასტრის წინამძღვარი. ეს ხდებოდა 1994 წლის აგვისტოში. – რა სირთულეებს შეხვდა ბერი ეფრემი, მონასტრების მშენებლობის დროს, ამერიკაში? – ამერიკაში, მონასტრების მშენებლობა არ იყო ადვილი. იქ, მართლმადიდებლურ გარემოშიც კი არსებობდა სრულიად განსხვავებული რელიგიური ტრადიცია – გამიწიერების ტრადიცია. მაგრამ ბერმა ეფრემმა მიაღწია საოცარ შედეგებს, ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებით – ნაწილობრივ ღვთიური განათლების, ნაწილობრივ თავისი საოცარი ხასიათის დახმარებით, ის ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია და ნებისმიერ საქმეს აკეთებს სწრაფად და ლამაზად.

ბერი ხედავდა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო სწრაფად. ის გამუდმებით ამბობდა: „უნდა ვიჩქაროთ, რომ მოვასწროთ, მალე მსოფლიოში დადგება მძიმე დრო“. მიუხედავად ამისა, ის ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მთავარეპისკოპოს იაკობის (კუკუზისის) მხრიდან, რომელიც თავიდან არ იძლეოდა კურთხევას მონასტრების მშენებლობაზე. გერონდისა ტაქსიარხიას ძალიან გაუჭირდა, რადგან იყო მთლად მარტო, მაგრამ ეს იყო წმინდა სულის ადამიანი და ჰქონდა უამრავი საღვთო ნიჭი.

Ефрем (Мораитис) в бытность его игуменом монастыря Филофейბერი მიხვდა, რომ ბერძნული ეკლესიისგან ვერ მიიღებდა კურთხევას სხვა მონასტრების მშენებლობაზე, ამერიკაში. იმავე დროს, მან გაიცნო რმეს რამდენიმე იერარქი და მათ დახმარება შესთავაზეს ბერს. როდესაც მამა ეფრემმა ამის შესახებ თქვა საბერძნეთში, უამრავი განმკითხველი სიტყვა მოისმინა თავისი ნაცნობებისგან და ეკლესიის ოფიციალური პირებისგან, ის ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას ეუბნებოდნენ, რომ რმეს – არის არაკანონიკური, განხეთქილების ჩამომგდები ეკლესია. ბერს მაშინ ბევრი ეძახდა ხიბლში მყოფს.

როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, მამა ეფრემმა მიაღწია ღვთის მიერ მიტოვებულობის მდგომარეობას: „ღმერთო, ღმერთო, რატომ მიმატოვე მე“. ამავე დროს, მისი სულიერი შვილები მოწმობენ, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ბერ ეფრემს ჰქონდა იმხელა მადლი, რომ მისგან საოცარი სურნელება იფრქვეოდა. ყველაფერი რასაც ეხებოდა, სურნელებით ივსებოდა. ბავშვებისგან აღსარების მიღებისას, თავზე ოლარის დადების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, მათი თმები სურნელებას გამოსცემდა. ხელსახოცს შეეხებოდა – სურნელებას ტოვებდა. მის ტანსაცმელსაც და სკუფიასაც კეთილსურნელება ჰქონდა. რაც უფრო მძიმე იყო განსაცდელი, მით უფრო ძლიერდებოდა სურნელიც. არა მარტო ბერ ეფრემს, არამედ მის სულიერ შვილებსაც ჰქონდათ გამოცხადება, იმის შესახებ რომ, რასაც აკეთებს ბერი, ღმერთისგან არის.

ბოლოს, რამდენიმე თვის შემდეგ, ბერმა მიიღო კურთხევა მონასტრების მშენებლობაზე, მსოფლიო პატრიარქისგან. მთავარეპისკოპოსი იაკობი, რომელიც იყო მონასტრების მშენებლობის მოწინააღმდეგე, მაგ დროისთვის გარდაიცვალა. მის ადგილას დაადგინეს ბერთმოყვარე მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (პაპაგეორგიუ; 1996-1999). მაშინ ბერმა დაიწყო, ერთი მეორის მიყოლებით, მონასტრების გახსნა.

მამა ეფრემმა თავის დროზე მოასწრო ყველაფერი. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დატოვა თავისი ადგილი 1999 წელს და ბერს ისევ დაეწყო მძიმე პერიოდი. ამის შესახებ, ის ასე ამბობდა: „რაც უფრო მეტი სირთულე მაქვს, მით მეტად მიყვარს ჩემი საქმე“. და კიდევ: „დიადი გვიახლოვდება დიდი ნაბიჯებით. უნდა ვიჩქაროთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ“. და: „ვინ აღუდგება წინ ღვთის ნებას?!“ ბერის სულიერი შვილები ყვებიან, რომ თავის „დიდ საქმეზე“ ის ყოველთვის ლაპარაკობდა დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით. მისი საქმე სავსე იყო ტანჯვით, მრავალი განსაცდელით და ლოცვის წმინდა ცრემლებით. საბერძნეთში, არ არსებობს სხვა ასეთი მაგალითი, სხვა ასეთი ადამიანი, რომელსაც გაეკეთებინოს ასეთი სამუშაო თავის ცხოვრებაში. –  რამდენი მონასტერია ამჟამად ბერი ეფრემის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ?  ამჟამად, 18 მონასტრის გარდა ამერიკაში, მისი სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ არის 4 მონასტერი ათონის წმინდა მთაზე და 8 დედათა მონასტერი საბერძნეთში. გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე გაერთიანება, ძმების და დების, რომელთაც ჯერ არა აქვთ მონასტრის სტატუსი (ე.წ. ბერის „სკიტები“).

ასე რომ, ბერის საქმე უნიკალურია. ღმერთმა მოამზადა იგი და მისცა დიდი რაოდენობით მადლი და დიდი კადნიერება, რომ განეხორციელებინა ეს „დიდი საქმე“. და, რა თქმა უნდა, ლოცვა. ბერი ახსენებდა თავის საუბრებში, რომ არასოდეს არ იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სანამ არ მიიღებდა ღმერთისგან უწყებას, თუ როგორ მოქცეულიყო. რა გზით იღებს ამ ცნობებს – ჩვენთვის საიდუმლოა, ვერ ვიგებთ ამას. მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, თუ რომელი მონოზონი დაენიშნა იღუმენად ან იღუმენიად, ის იღებდა გაძლიერებული ლოცვის და ღმერთისგან მიღებული უწყების შემდეგ. მხოლოდ ადამიანური ძალებით ამხელა სამუშაოს განხორციელება შეუძლებელია. როგორ მოასწრებს ერთი ადამიანი ამდენი რამის გაკეთებას თავის ცხოვრებაში? მამათა და დედათა რამდენი გაერთიანება იყო შექმნილი ამერიკაში, საბერძნეთში, წმინდა მთაზე, რამდენ ერისკაცს და რამდენ მართლმადიდებელ ოჯახს ზრდის სულიერად ბერი ეფრემი!

ბერმა ეფრემმა ღირსეული აღზრდა მიიღო ბაბუა იოსებისგან. ის ასწავლიდა მას მორჩილებას, რადგან იცოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მამა ეფრემს მოუწევდა დამორჩილებოდა თავად უფალს, ეს კი უფრო ძნელია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ადვილი იყო ბერი ეფრემისთვის მიეტოვებინა წმინდა მთის ფილოთეოსის მონასტერი, არაჩვეულებრივი, კურთხეული, მშვენივრად მოწყობილი, და გადაეცა თავისი მორჩილის ხელში, რათა თვითონ აქა-იქ ხეტიალში, „სამშობლოსგან“ შორს, გაეტარებინა ცხოვრება?

შემდეგ მონასტრების მშენებლობის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ და რა ადგილას აშენებულიყო. უნდა გადაწყვეტილიყო არა მარტო რომელ დებს წამოიყვანდა საბერძნეთიდან ან ამერიკიდან თითოეულ მონასტერში, არამედ უნდა მოეზიდა დასახმარებლად ადგილობრივი მართლმადიდებელი ოჯახებიც, მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების შესაძენად. ბევრმა ოჯახმა ფინანსურად დიდი წვლილი შეიტანა მონასტრის ასაშენებლად.

Старец Ефрем с сестрами в Северной Америке

ყველა მონასტერს აქვს თავისი ისტორია, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ წყვეტდა ბერი, რომელი მონაკვეთი ეყიდა და რა და როგორ აეშენებინა. მონასტრების პირველი ბინადრების მოლოდინში ბერი ზრუნავდა, რომ კარგად მოემზადებინა მათი ახალი სახლი, რათა ყოფილიყო მყუდრო და მიმზიდველი. მას თავად მოჰქონდა ნორჩი ყვავილების თაიგულები, ბაღებში დგამდა ცხოველების პატარა ლამაზ ქანდაკებებს, ავსებდა მაცივარს ახალი პროდუქტით, მათი მოსვლის დროისთვის.

ბერი ბევრ საზრუნავს იღებდა თავის თავზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ მამებს და დედებს აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა ნორმალური მონოზვნური ცხოვრების დასაწყებად, ახალ ადგილას. მაგრამ ბოლოს მაინც უწევდა წასვლა და ახალმოსულები რჩებოდნენ მარტო, რათა დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ ის, რაც დაიწყო ბერმა. ის კი მიდიოდა, ახალი ტვირთით მხრებზე – ეზრუნა სხვა მონასტრის მოწყობაზე.

ასევე, მამა ეფრემი ამბობდა, რომ მას ყოველთვის ეხმარებოდა მისი ბერის – ბაბუა იოსების – ლოცვითი შეწევნა. „მე არასოდეს არ ვაკეთებდი არაფერს ბერის კურთხევის გარეშე. გამოვდივარ და შევდივარ ჩემს კელიაში და ყოველთვის გულში ვიღებ კურთხევას მისგან“ – ეუბნებოდა ის თავის სულიერ შვილებს. ბაბუა იოსები კი – დიდი მლოცველია და შემწე არა მხოლოდ მამა ეფრემის, არამედ ჩვენ ყველასი. – მადლობას გიხდით ასეთი არაჩვეულებრივი საუბრისთვის!

 არიზონის წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტრის იეროდიაკონმა, მამა სერაფიმემ (მოლიბოგმა) ცოტაოდენი დაამატა ჩვენს საუბარს, რითაც განმარტა გარკვეული მომენტები, ალექსანდრა ლაგოსის მონათხრობიდან: – პირველი მონასტერი, რომელიც ბერმა გახსნა 1989 წელს, ამერიკაში – იყო ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი, ქალაქ პიტსბურგის მახლობლად, პენსილვანიის შტატში. სამწუხაროდ, ბერძნული ეკლესიის გამიწიერების გამო, ჩრდილოეთ ამერიკაში წინააღმდეგობა გაუწიეს ბერს და არ მისცეს უფლება, რომ გაეხსნა სხვა მონასტრები. მის გაძევებასაც კი ცდილობდნენ ქვეყნიდან. ის მაშინ, დარწმუნებული ვარ – ღვთაებრივი გამოცხადებით, გადავიდა რუსეთის ემიგრაციელი ეკლესიის იურისდიქციაში (ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი დარჩა საბერძნეთის არქიეპისკოპიაში). რუსეთის ემიგრაციელი ეკლესიის სინოდმა დიდი სიყვარულით მიიღო ბერი ეფრემი და უთხრა: „მამაო, გახსენით მონასტრები, ჩამოიყვანეთ საბერძნეთიდან მონოზვნები, რათა დავასახლოთ იქ“.

ბერი ეფრემი დიდი სიყვარულით იხსენებდა იმ დროს და ამბობდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შეხვდა ბევრ წმინდა ადამიანს, როგორც ეპისკოპოსებს, ასევე მღვდლებს. მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აღმოსავლეთ-ამერიკული ეპარქიის ვიკარიუსთან, ეპისკოპოს კონსტანტინესთან (ესენსკი) შეხვედრამ (მეუფე კონსტანტინე გარდაიცვალა 1996 წლის 31 მაისს. როდესაც მისი ნეშტი 2014 წლის დეკემბერში ტექსასიდან ნიუ-იორკის შტატში, ჯორდანვილის წმინდა სამების სახელობის მონასტერში გადასვენებისას აღმოჩნდა, რომ მისი სხეული უხრწნელია).

შეხვედრისას, ერთმანეთს ფეხებში ჩაუვარდნენ და დალოცვას სთხოვდნენ. ბერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეუფე კონსტანტინეს გარეგნობამ: მას ჰქონდა გაცვეთილი სკუფია „როგორც ბერს კარულიდან, ათონზე“. ასევე მამა ეფრემს ძალიან მოეწონა რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტების ღვთისმოსაობა.

როდესაც რუსულ ემიგრაციულ ეკლესიაში გადასვლის ამბავმა ათონამდე და მსოფლიო პატრიარქამდე მიაღწია, სამწუხაროდ, ამას მოყვა ბევრი პირის გაკვირვება და უკმაყოფილება. მსოფლიო პატრიარქმა მოითხოვა ახსნა-განმარტება მისგან. საბერძნეთის არქიეპისკოპოსიამ სთხოვა ბერს, რომ დაბრუნებულიყო და შეპირდა, რომ მისცემდა უფლებას გაეხსნა მონასტრები. ბერი მიხვდა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ყველაზე კარგი გზა იყო დაბრუნებულიყო ბერძნებთან. წასვლიდან დაახლოებით ერთ წელში იგი დაუბრუნდა ბერძნულ ეკლესიას. შემდეგ ამბობდა: „რომ არა წინააღმდეგობები, მე დავრჩებოდი რუსეთის საზღვარგარეთულ ეკლესიაში“.

არიზონაში, 1995 წლის ზაფხულში, წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტრის დაარსების დროისთვის ბერმა მოახერხა, რომ გაეხსნა კიდევ ექვსი მონასტერი. 1996 წელს ბერძნული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ამერიკაში გახდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონი. ის ძალიან დაუდგა გვერდში ბერს და მისი მსახურების პერიოდში (1996 წლის 30 ივლისი – 1999 წლის 19 აგვისტო) მამა ეფრემმა გახსნა კიდევ რვა მონასტერი. ბოლო ორი მონასტერი მან გახსნა მთავარეპისკოპოს სპირიდონის წასვლის შემდეგ.

 

240202.b ეს არის მონასტრები, რომლებიც დააარსა ბერმა ეფრემმა ჩრდილოეთ ამერიკაში:

1. ღმრთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი ქალაქ პიტსბურგის მახლობლად, პენსილვანიის შტატი;
2. წმინდა კოზმა ეტოლიელის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ. ბოლტონი (ონტარიო, კანადა);
3. პარიგორიტისა (მანუგეშებელი) ღმრთისმშობლის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ბრაუნსბურგი (ქვებეკი, კანადა);
4. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საფარველის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ვეზერლი (პენსილვანია, აშშ);
5. წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.კენოშა (უისკონსინი, აშშ);
6. ღმრთისმშობლის ხატის „ცხოველმყოფელი წყაროს“ სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.დანლოპი (კალიფორნია, აშშ);
7. წმინდა წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.გოლდენდეილი (ვაშინგტონი, აშშ);
8. წმინდა ანტონი დიდის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ფლორენსი (არიზონა, აშშ);
9. წმინდა მთავარანგელოზების სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.კენდალია (ტექსასი, აშშ);
10. ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.უილისტონი (ფლორიდა, აშშ);
11. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ოკალა (ფლორიდა, აშშ);
12. სამების ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.სმის კრიკი (მაიამი, აშშ);
13. პრუსიოტისას ღმრთისმშობლის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ტროი (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ);
14. „უნეტარესი“ ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ლავსონვილი (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ);
15. ბერძნული პრეობრაჟენსკი მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ჰარვარდი (ილინოისი, აშშ);
16. წმინდა ნექტარიოს ეგინელის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.როსკო (ნიუ-იორკი, აშშ);
17. წმინდა პარასკევას სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.ვაშინგტონი (ტექსასი, აშშ);
18. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, ქ.კოჩისი (არიზონა, აშშ).

 
ნახვა