You are currently viewing ,,განათლება არის ღვთისაგან ბოძებული ნათელი…წიგნებს უნდა კითხულობდეთ და წიგნი გაგიკვალავთ გზას ჭეშმარიტებისკენ.”

,,განათლება არის ღვთისაგან ბოძებული ნათელი…წიგნებს უნდა კითხულობდეთ და წიგნი გაგიკვალავთ გზას ჭეშმარიტებისკენ.”

Download article eBook

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ახალ საეკლესიო წელიწადთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილ ახალგაზრდებს, მრევლს და სასულიერო სემინარია-აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

,, გილოცავთ ახალ წელს, დღეს არის წლის დასაწყისი ეკლესიური ინდიქტიონის მიხედვით.
დღეს არის დასაწყისი ახალი სასწავლო წლის.
,,მაუწყე მე უფალო, გზა რომელსაცა ვიდოდე” (ფს.142)
შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაგიხსნათ გზა, მოსწავლეთ, პროფესორ-მასწავლებლებს და მთელ საქართველოს.
სასწავლებელი ეს არის ის დაწესებულება, სადაც ადამიანმა შეიძება ბევრი რამ შეიძინოს, ბევრი რამ ისწავლოს და შეიძლება არაფერი არ გამოიტანოს სასწავლებლიდან. ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, თქვენზე.
პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნებს უნდა კითხულობდეთ და წიგნი გაგიკვალავთ გზას ჭეშმარიტებისკენ.

მე მახსენდება ჩემი სასწავლო წლები. ერთი პროფესორი გვეუბნებოდა, რომ შეიძლება სასულიერო სემნიარია და აკადემია დაამთავროს ადამიანმა და არაფერი არ ისწავლოს. სასწავლებელი ადამიანს აძლევს გასაღებს და ამ გასაღებით უნდა გააღო დარბაზი სადაც შენ მიიღებ განათლებას.

განათლება არის ღვთისაგან ბოძებული ნათელი, ადამიანი ღირსი უნდა იყოს და მზად უნდა იყოს, რომ ნათელი ქრისტესი გარდამოვიდეს მის გონებაში, მის გულში.

ყველას გილოცვათ სასწავლო წლის დაწყებას.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
ღმერთმა ინებოს, რომ სწავლა, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს ღვთის სადიდებელი, სათნო იყოს ღვთისა და სასარგებლო თქვენი და სრულიად საქართველოსი. ამინ. ”
ვიდეო