You are currently viewing ქართულ ფილმს სან სებასტიანის 63 საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური ჯილდო გადაეცა

ქართულ ფილმს სან სებასტიანის 63 საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური ჯილდო გადაეცა

ლევან თუთბერიძის «მოირა» მესამე ქართული ფილმია  თენგიზ აბულაძის «მონანიების» და გიორგი ოვაშვილის «სიმინდის კუნძულის» შემდეგ, რომელსაც ეკუმენური ჟიურის პრიზი მიენიჭა. SIGNIS AWARD – გადასცემენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე «მაღალი ხარისხის ძლიერ ნამუშევარს, რომელსაც უნარი აქვს ჩასწვდეს ადამიანური არსების სიღრმეს; აჩვენოს მისი მოლოდინები, ტკივილები და იმედგაცრუებები».

სხვადასხვა დროს, ამ პრიზის მფლობელთა შორის არიან: რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ადრეი ტარკოვსკი, ალეჰანდრო გონსალეს ინარიტუ, პედრო ალმადოვარი და სხვა…

ფილმი ასევე წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე – «ოსკარზე».

,, «მოირა» ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება…“

ფილმის ტრეილერი