09/01/2016 კატეგორია: აპოლოგეტიკა,

„ასტროლოგია – მისტიფიკაციიდან რეალობამდე“

ვიტალი პიტანოვი

astrologia-mistifikaciidan-realobamde-3
გადმოწერა:

 

„ასტროლოგია – მისტიფიკაციიდან რეალობამდე“

 წინასწარი შენიშვნები

ასტროლოგია მტკიცედ არის გამყარებული ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ უმრავლეს ადამიანთა ცოდნა, ასტროლოგიაში და მათი „მიგნებები” ზედაპირულია. ჩვენ შევეცდებით მის გაფართოვებას. თავდაპირველად უმჯობესი იქნება, დავაზუსტოთ, თუ რა მეცნიერული მცნებაა „ასტროლოგია” და დავადგინოთ მოცემული „მეცნიერების” სფერო. „ასტროლოგია” ბერძნული სიტყვაა, სადაც Αστρο ნიშნავს ვარსკვლავს და λογία სწავლებას. ეს სწავლება აკავშირებს მნათობების ადგილმდებარეობის, ისტორიული მოვლენებისა და ერებისა თუ ადამიანების ბედს” [1]. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასტროლოგები ჰოროსკოპის (ბერძნ: ωροσκόπος – დროის მეთვალყურე) საშუალებით ცდილობენ იწინასწარმეტყველონ მომავალი და დაწვრილებით გამოიკვლიონ წარსული როგორც კონკრეტულ ადამიანზე, ასევე მთლიანად კაცობრიობაზე. ამასთან ერთად წინასწარმეტყველების ეს დარგი ფაქტიურად მთლიანად მოიცავს კაცობრიობის ყოფის ყველა სფეროს: მედიცინას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, ბიზნესს, მეცნიერებასს, რელიგიას. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ ამომწყრავი პასუხი გასცენ ყველა საკითხს, გამომდინარე ამა თუ იმ დარგიდან. ასტროლოგები ასწავლიან, რომ ყველა კოსმოსური სხეული (ვარკვლავი, პლანეტა და კომეტაც კი) სივრცეში გამოასხივებს რაღაც გარკვეულ ველებს, ენერგო თუ როგორც ასწავლის „აგნი-იოგა” „ქიმიური ზემოქმედების” ქვეშ აქცევენ ყოველივე გარემომცველს. ადამიანი პირველივე ჩასუნთქვაზე გონებაში „იწერს” შესაბამისს ენერგიებს, რომელიც უკვე არსებობდა მისი დაბადების მომენტში. ეს „ჩანაწერი” არის ბედი. „ასტროქიმია” საუკეთესო ზემოქმედებას ახდენს გარკვეულ ორგანიზმებზე. ანუ ასტროლოგია – არც მეტი, არც ნაკლები ასტროქიმიის ფორმულაა”.[2]

რა კანონებს ეფუძნება ასტროლოგია როგორც „მეცნიერება”? ფიზიკის კანონებს? არა! ასტროლოგიიან გამომინარე მდგომარეობა, რომელსაც გვასწავლის ცოცხალი ეთიკა, დევს ოკულტიზმის სფეროში: „მთელი ასტროლოგიური დასტურები აგებულია კოსმოსური მაგნეტიზმის კანონებზე. სიცოცხლეც და მისი აღსასრულიც გამოითვლება იგივე კოსმოსური მაგნეტიზმით. რამდენადაც შეფარდების კომბინაციას უჭირავს მაგნიტიზმის მიზიდულობას, იმდენად გაედინება სიცოცხლე“.[3].

ასტროლოგიის წარმომავლობა და ერთადერთი „მეცნიერული” საფუძველი ოკულტიზმია. ასტროლოგია ძირფესვიანად წარმართულ რელიგიებიდან მოდის. თანამედროვე ასტროლოგია გამოდის როგორც ოკულტიზმის ერთ-ერთი განშტოება. საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება დაკავდე ასტროლოგიით, და ამავე დროს არ იყო მისტიკოსი. იმიტომ, რომ ასტროლოგების ცოდნა ეფუძნება აგნი-იოგას მოძღვრებას, რომელიც გამომავალია „კოსმოსური მაგნიტისგან”. (საერთო ცნობიერებაში „იერარქია”) და მისი მიღება მხოლოდ „იერარქიის” მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ასტროლოგი უნდა გახდეს აგნი-იოგა. „ჩვენი შემოქმედება აღემატება ადამიანის ცოდნას. ყოველი შემოქმედებითი შესაძლებლობა იტვირთება უმღლესი ძალებით, და ამიტომაც ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ასე აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს კოსმოსური მაგნიტი”.[4] ასევე არ შეიძლება დავკავდეთ ასტროლოგიით და ჩვენში არ განვითარდეს პარანორმალური თვისებები, უპირველეს ყოვლისა ნათელმხილველობა. „შეიძლება იკამათონ – როგორ შეათავსონ ასტროლოგია მოულოდნელი ციური მოქმედებებით? და მართლაც, თუ ასტროლოგია ეფუძნება მნათობების მიმავალ პროცესებს, მაშინ ყველა ციური სხეული ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე. ასეც არის. გამოცდილმა ასტროლოგმა უნდა დაუშვას განსაკუთრებული ზეგავლენა, რომელიც ვლინდება ციური სხეულების სხვადასხვა განლაგებით. ამგვარად ასტროლოგია თავის-თავში აერთიანებს ტელესკოპიას და ნათელმხილველობას. ასევე უნდა მოვიქცეთ ყველა სხვა დარგებთან მიმართებაშიც”.[5]

 „ასტროლოგია და მეცნიერება“

ასტროლოგიის შესწავლა ბადებს მთელ რიგ შეკითხვებს. რა მექანიზმებით ზემოქმედებენ ციური სხეულები ახალშობილზე? ცნობილია არც თუ ისე ცოტა მაგალითი, როდესაც ერთდროულად დაბადებულ ტყუპებს, განსხვავებული ბედი ჰქონიათ. თუ მათი ბედის „ჩაწერა” თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ როგორ ხდება ეს? რომელი ფიზიკური პარამეტრებით განისაზღვრება ჰიპოტეთიკური ველები, რომლებიც ზემოქმედებენ და აპროგრამებენ ადამიანის ბედს? რომელი ხელსაწყოებით აფიქსირებენ ასტროლოგები ამ ველებს? ავტორისთვის რამდენადაც ცნობილია, ამ და სხვა უამრავ კითხვაზე სერიოზული, მეცნიერულ – არგუმინტირებული პასუხის გაცემა ასტროლოგებმა დღემდე ვერ შეძლეს.

ასტროლოგია და მეცნიერება: რა შეიძლება ითქვას ამ შედარებით? პირველ რიგში ასტროლოგია ერევა რელიგიაში და მეტაფიზიკაში. ბუნებრივი მეცნიერებები არ შეისწავლიან იმ საკითხებს, რომლებსაც წინ ისახავენ ასტროლოგები. და მეორე, არ არსებობს არავითარი სხვა ობიექტური მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებდნენ ფაქტს ენერგო ველების აღნიშნულ რაოდენობაზე, და მათი გავლენის ეფექტს კაცობრიობაზე.

მეცნიერების დასტურის კრიტერიუმი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს მათ ექსპერიმენტალურ მტკიცებულებას. დაუმტკიცებელი ექსპერიმენტები შეიძლება ჩაითვალოს როგორც ცრუ მეცნიერება. რაზე ეყრდნობა ასტროლოგიური მტკიცებულება და რა არის მისი საფუძველი? მაგალითად მოვიყვანოთ მეცნიერებათა გამოკვლევის რეზულტატები. „ფრანგმა ასტროლოგმა პოლ კოუდერკმა გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება უფასო ჰოროსკოპის შესახებ ყველა მსურველისთვის. მათთვის ვინც მას გამოეხმაურა, ის წერდა ერთ და იმავე ყალბ ჰოროსკოპს, და როგორც ეს მიღებულია ასტროლოგიაში რთავდა წარმოთქმებს, როგორიცაა: „თქვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემებია”, „თქვენ შინაგანი კონფლიქტები გაქვთ”, „თქვენ ხანდახან აწყენინებთ გარშემომყოფთ” და სხვა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მიიღეს რა მისი პასუხი თავისი აღწერით, ჩათვალა ჰოროსკოპი სწორად”[6];

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ბერნი სილვერმანმა, შეისწავლა 2978 დაოჯახებული წყვილის დაბადების თარიღები და 478 გაცილებული წყვილი. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოთი „შეუთავსებელი” წყვილები არც თუ ისე ხშირად ქორწინდებოდნენ და ცილდებოდნენ ერთმანეთს ვიდრე „შეთავსებულები”, ანუ არანაირი კავშირი არ ჰქონია ასტროლოგების „წინასწარმეტყველებასთან”[7];

„ასტროლოგები თვლიან, რომ პოლიტიკოსები და მეცნიერები იბადებიან გარკვეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ “. ფიზიკოსმა ჯონ მაკგერვეიმ გამოიკვლია 16634 მეცნიერის დაბადების თარიღი კრებულიდან „ამერიკელი მეცნიერები” და 6475 პერსონა წიგნიდან „ვინ ვინ არის ამერიკულ პოლიტიკაში” და ვერანაირი საერთო ვერ მოიძია პროფესიასა და ზოდიაქოს ნიშნებს შორის: ორივე ჯგუფის დაბადების დრო განაწილებულია სრულიად შემთხვევით”[8];

გერმანელმა რეიჰარდ ვიჩოზეკმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ვარსკვლავების მმართველობას, დროს ტყუილად კარგავენ. გაზეთ „Westfalendblatt” – ის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ადამიანის ბედს და ზოდიაქოს ნიშანს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, და რომ ეს სუფთა წყლის მონაგონია. იგივემ წარმატებით შეიძლება ადამიანის ბედი განსაზღვროს ღრუბლების ფორმის მიხედვით.
რეიჰარდის განცხადებას ადასტურებს სოციოლოგი ედგარ ვანდერი. მან აღმოაჩინა რომ 96%, 803 ასტროლოგიური წინასწარმეტყველების პროგნოზი, გაკეთებული 1990-დან 1999 წლებში, არ ახდა[9].

ფიზიკოსმა შონ კარლსონმა აიყვანა გარკვეული რაოდენობის მოხალისე და დაუკვეთა მათთვის ჰოროსკოპები ერთ-ერთ „სოლიდურ” ასტროლოგიურ ფირმას. შემდეგ ყველა მოხალისე გამოკვლეულ იქნა ფსიქოლოგების მიერ, რომელთაც შეადგინეს, აღწერეს მათი ხასიათი. ამის შემდეგ 28 პროფესიულმა ასტროლოგმა მიიღო ყველა ჰოროსკოპი და ყოველი მათგანის სამი ხასიათის აღწერა. უნდა გამოგეცნოთ ამ სამიდან რომელ ადამიანს მიეკუთვნება მოცემული ჰოროსკოპი. 116 ვარიანტიდან გამოცნობილი იქნა 34%. ანუ იმდენი, რამდენსაც გამოიცნობდით ბრმად, „მოსინჯვის მეთოდით”. კარლსონის მეთოდი გამოქვეყნდა 1985 წლის დეკემბერში ჟურნალ „Нейчур”-ში („ბუნება”), ყველა ასტროლოგის დასაბნევად”.[10]

ჯეფრი დინი, ავსტრალიელი მკვლევარი, ასტროლოგიური შემოწმებების წამყვანმა, „გადააბრუნა” ასტროლოგიური აღწერა 22 ადამიანის ხასიათის შესახებ, ანუ შეცვალა ყველა ფრაზა საწინააღმდეგო მნიშვნელობით. და მაინც, გამოკითხულთა 95%-მა ჩათვალა, რომ მათი ხასიათის აღწერა სწორია[11].
როგორც ზემოთ აღწერილ ექსპერიმენტებში გამოჩნდა, ასტროლოგიამ ვერ გაუძლო მეცნიერულ ტესტებს. შეიძლება პრობლემა ექპერიმენტებშია, მაგრამ დაგვეთანხმეთ, ძნელია, ეჭვი შევიტანოთ უამრავ ქვეყანაში მოღვაწე მეცნიერების ფალსიფიკაციაში, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი სიმპატიით იყო განწყობილი ასტროლოგიის მიმართ, მაგალითად როგორიც იყო ფრანგი მეცნიერი მიშელ გოკლენი[12]. თვითონ ასტროლოგები ვერაფრით ვერ ასაბუთებენ თავიანთ თეორიას მეცნიერულად. კრიტერიუმები კი მეცნიერებისა მათ წინააღმდეგვე მუშაობს, რაც არაერთხელ აღიარა გოკლენმა: „ყველა მცდელობა ასტროლოგებისა და მეცნიერებისა, ასტროლოგიური კანონების მეცნიერულად გამართლება აღმოჩნდა უშედეგო. ეხლა უფრო ნათლად ჩანს, რომ ზეციური ვარსკვლავეთის ადგილმდებარეობა ადამიანის დაბადების მომენტში არ განსაზღვრავს ჩვენს ბედს, არ მოქმედებს ჩვენს მემკვიდრეობით თვისებებზე და არავითარ როლს არ თამაშობს ჩვენს საერთო ზემოქმედებაზე. თანამედროვე და ტრადიციული ასტროლოგია ურთიერთსაწინააღმდეგოა მეცნიერებასთან და ითვლება წარმოსახვით სწავლებად”[13].

ასტროლოგიის პრეტენზიები ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებაზე, პირველივე მეცნიერული ანალიზის მცდელობაზევე იმსხვრევა. მაგალითად, იგივე მიშელ კოგლენმა ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი. მან გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება თხოვნით, რომ მისთვის გამოეგზავნათ ინფორმაცია მონაცემებით: სახელი, თარიღი, დაბადების ადგილი. მას უპასუხა 150-მა ადამიანმა. ყველა მათგანს გაეგზავნა 10 გვერდიანი ჰოროსკოპი, ასევე კონვერტი გამგზავნელის მისამართით და ანკეტა. 94%-მა უპასუხა, რომ ჰოროსკოპი მათზე სწორად იყო ასახული, ხოლო 90%-მა აღნიშნა, რომ ეს მოსაზრება გაიზიარეს მათმა მეგობრებმაც და ნათესავებმაც. სინამდვილეში ეს იყო სერიული მკვლელის, დოქტორ მარსელ პეტოიტას ჰოროსკოპი, რომელიც ომის დროს ფაშისტებიდან დამალულ და გადარჩენილ ლტოლვილებს ძარცვავდა, ხოლო მათ გვამებს კირის ნარევში ხსნიდა! ჰოროსკოპები დგება ისე აბსტრაქტულად, რომ სურვილისამებრ ნებისმიერ მათგანში შეგიძლიათ იპოვოთ ნაცნობი მახასითებლები.

იმისათვის, რომ ვიპივოთ მტკიცებულება ასტროლოგიის ტყუპისცალის „პარალელური” ცხოვრების არსებობისა, კოგელმა 50 000 – მდე ჰოროსკოპი შეისწავლა. მაგრამ ასეთი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა, პირიქით, ფრანგმა მეცნიერმა განაცხადა ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ასტროლოგიას. გოკლენი წერს: „ვერცერთმა ასტროლოგმა, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობდით, ვერ გაიარა კლასიკური ტესტი, რომელიც ცნობილია როგორც „კონტრასტული ბედის ტესტი”. მასში გამოყენებულია ორმოცამდე ადამიანის დაბადების თარიღი, სადაც ოცი მათგანი არის ცნობილი ბოროტმოქმედი, ხოლო დანარჩენი ოცი მშვიდობიანი მოსახლე, რომლებმაც გაიარეს საკმაოდ ხანგრძლივი და მშვიდობიანი ცხოვრება. ასტროლოგებს შესთავაზეს, გაეყოთ ეს ორი ჯგუფი დაბადების თარიღის მიხედვით. რამაც ჯამში სულ უფრო მეტი არეულობა გამოიწვია. ასტროლოგებმა ბოროტმოქმედები და კანონმორჩილი მოქალაქეები იგივე შემთხვევითი პროპორციით ამოირჩიეს, როგორც ამას გააკეთებდა სარევი მანქანა”[14].

ჯერ კიდევ 1975 წელს 192-მა წამყვანმა მეცნიერმა, მათ შორის 19-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა, მთლიანად განაშორეს ასტროლოგია მეცნიერებისაგან[15]. ქვემოთ მოცემული წერილი მთლიანად წარმოსახავს მეცნიერების შეხედულებას ასტროლოგიის მიმართ: „მრავალი სფეროს წარმომადგენელი მეცნიერი აღელვებული არის ასტროლოგიის ფართო გავრცელებით: ვუდუ მედიცინა, ხირომანტია, რიცხვების მაგია. გატაცებული მისტიური ფსევდო-მეცნიერებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასტროლოგია მისტიურ ინტერპრეტაციას ახდენს მზის აქტივობის გეომაგნიტურ ცვლილებებზე, რომელიც გარკვეულ ზემომქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზის ქარიშხლები და მისი აქტივობა მართლაც მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და მის თვისებებზე, მაგრამ არც ასტროლოგია და ექიმბაშობა არ ახდენს კანონიერ ზემოქმედებას, გავლენას ამ თვისებებზე… ამავე დროს „საიდუმლო ცოდნის” მიმდევრები მიმართავენ მეცნიერულ ფაქტებს, ესესხებიან რა მათ ტერმინოლოგიებს მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. არა ასტროლოგიური დახმარების გარაშე, მაგალითად, ახდენს ხალხის ზეგავლენას პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, მოურიდებლად შემოდის მათ ცხოვრებაში. ყოველივე ეს დიდ როლს თამაშობს ადამიანის სისუსტეებზე, საინფორმაციო მედიის საშუალებით. მისტიურმა ფსევდომეცნიერებამ დიდიხანია დაატყვევა ცივილური სამყაროს უმეტესი ნაწილი. ამით იყო გამოწვეული 1975 წელს 189 წამყვანი მსოფლიო მეცნიერის გამოსვლა ასტროლოგების წინააღმდეგ (მათ შორის 18 ნობელის პრემიის ლაურეატი)… დღეს ის დროა, რომ მეცნიერული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ხმამაღლა განაცხადოს ამის შესახებ… თუ ადამიანი ექცევა ამ სულელურ და სახიფათო ცრუმორწმუნეობის ძალაუფლების ქვეშ, მან თავი არ უნდა მოიტყუოს, თუნდაც ამ მეცნიერულსმსგავსი ფორმით. არანაირ მცდელობას იმისას, რომ მიენიჭოს თანამედროვე მაგიას საპატიო სამეცნიერო სტატუსი, არ ძალუძს შენიღბოს საკუთარი თავის უსუსურობა და შეუთავსებლობა მეცნიერებასთან შეფარდებაში”[16]. წერილს ხელს აწერს 32 მეცნიერი. მათ შორის 4 ვიცე-პრეზიდენტი და მეცნიერული აკადემიის წევრი: ვ. კუდრიავცოვი, ო. ნეფედოვი, რ. პეტროვი  (რუსეთის აკადემიის მეცნიერების” ვიცე პრეზიდენტები), ბ. ტოპორინი (აკადემიკოსი, ფილოსოფიის განყოფილების მდივანი, სოციოლოგი, ფსიქოლოგია და სამართალი) და მრავალი სხვა.
როგორც ვხედავთ მეცნიერები, მათ შორის ნობელის ლაურეატები, არ ითვალისწინებენ ასტროლოგების პრეტენზიებს მეცნიერებაზე.

შემდეგი საკითხი: თუ ასტროლოგია – მეცნიერებაა, მაშინ რატომ არის, რომ ყოველი ასტროლოგიური სკოლა თავისებურად განმარტავს ერთიდაიგივე ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგების კომბინაციას, რაც მიზეზია სხვადასხვა რეზულტატის მიღებისა. შეიძლება ისინი ერთნაირად უტყუარი იყოს? ცნობილია, რომ ასტროლოგები ხშირად თავიანთ პრაქტიკაში იყენებენ ოდითგანვე ცნობილ ხუთ პლანეტას, ასევე მზეს და მთვარეს. თუმცა მას შემდეგ რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ასტროლოგების უმეტესობა ცდილობს, წაართვან მანამადე ცნობილ პლანეტებს ფუნქციის ნაწილი და მიაწერონ მათ ახალი. აქედან გამომდინარეობს ორი შეკითხვა: ახდენდა თუ არა თავის ზეგავლენას აღმოჩენილი პლანეტები ადრე, მათ აღმოჩენამდე, და თუ ახდენდა, ჰოროსკოპის შედგენისას მათ არ გაუთვალისწინებიათ ყოველივე ეს, შეიძლება რომ ეს ჰოროსკოპები იყოს ზუსტი? მეორე შეკითხვა: თუ ახალი პლანეტების აღმოჩენამდე ძველები ითავსებდნენ წინასწარმეტყველების გარკვეულ ფუნქციებს, მაშინ რატომ გადავიდა ეს ფუნქციები ახალ პლანეტებზეც?

ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც ასტროლოგები იყენებენ თავის დასაცავად არის შემდეგი: ყველსათვის ცნობილია როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლები. ასევე ცნობილია, რომ ეს ქარიშხლები უკავშირდება მზის აქტიურობას. მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ასტროლოგია არის აკადემიური მეცნიერება მხოლოდ იმიტომ, რომ პლანეტები ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ანალოგიურად მზეც? კავშირი მართლაც არსებობს უმრავლესობა ადამიანის ზეგავლენასა და მაგნიტურ ქარიშხლებს შორის. მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი გავლებული ასტროლოგების მიერ არაკორექტულია: მაგნიტურ ქარიშხალს ადამიანზე მხოლოდ ფიზიკური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგრამ ასტროლოგია ხომ ასწავლის, რომ ციური სხეულები ადამიანის არამარტო ფიზიკურ, არამედ მის ბედ-იღბალზეც.და სულიერი ცხოვრების სფეროზეც ზეგავლენას ახდენს. თუმცა მაგნიტურ ქარიშხალს თუ შეუძლია გააუარესოს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყოს ღირებული მიზეზი სისტემის ცვლილებისა.

ხაზს ვუსვამთ, რომ თეორია არსებობისა რაღაც ჰიპოთეკური ველების ან ენერგიების, კოსმოსიდან ადამიანთა ბედის მმართველია. უსაფუძვლო ჰიპოტეზაა თოვლის კაცისა ან მფრინავი თეფშის შესახებ. იყო არაერთი მცდელობა, დაემკვიდრებინათ ასტროლოგია სახელმწიფო სამსახურში. მაგრამ რითი მთავრდებოდა ყოველივე ეს?

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეიქმნა ლაბორატორია, სადაც გამოიყენებიან ექსტრასენსები. ს.კ. შოიგუს თქმით, საგანგებო სიტუაციების მინისტრის ეფექტურობა მცირეა: 1996-1997 წ.წ. “გარტყმის” „ალბათობა” შეადგენდა 5-დან 7%-მდე”[17]; ამავე სამინისტროს ხელმძღვანელი ს.კ. შოიგუ „კომსომოლსკაია პრავდა”-ში თავის ინტერვიუში მოგვითხრობს, რომ მის დაწესებულებაში ასტროლოგების და ექსტრასენსების წინასწარმეტყველების გასასინჯად შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია: იქ გროვდება ყველა პროგნოზი და წლის ბოლოს ანალიზდება – რა ახდა და რა არ ახდა, ვის უფრო მეტი “გარტყმა” აქვს. და აი ჩემპიონის წინასწარმეტყველება გამოცნობის 4,5%-ით ახდა. შედეგი არსებითად ნულოვანია[18]

კრიტიკულად უდგებიან თუ არა მკითხველები ჰოროსკოპების შინაარს ან სჯერათ თუ არა მისი?
„ჰოროსკოპის უშინაარსობა აშკარა იყო ერთ-ერთი დიდი ყოველდღიური გაზეთის რედაქტორისათვის, რომელიც იძულებული იყო მოძველებული ჰოროსკოპები გამოექვეყნებინა, როდესაც ახლები ვერ ასწრებდნენ ნომერში მოხვედრას. ვინაიდან 100000 მკითხველიდან არცერთს ჰოროსკოპის დაუმთხვევლობით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, რედაქტორმა გადაწყვიტა თავისთვის თვითონვე გადაეხადა ჯამაგირი ახალი ჰოროსკოპების დასაწერად, თან ძველებსაც გამეორებით აქვეყნებდა. ჩანაცვლება არავის შეუმჩნევია.

 „ქრისტიანობა და ასტროლოგია“

ტერტულიანი თავის ნაშრომებში „კერპებზე” წერდა: „ადამიანთა სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვა ხელოვნებისა თუ პროფესიის მიღმა არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს კერპთაყვანისმცემლობის კეთილგანწყობა. ასტროლოგიაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა სცადა, თავი გაემართლებინა ამ პროფესიით მოღვაწეობის გამო. ამიტომაც ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას ამის შესახებ: რომ ცაზე ცრუ ღმერთების სახელების განთავსებით და მათთვის ყოვლისშემძლეობის მიწერებით ადამიანებს აცდენენ, შესწირონ ლოცვა ღმერთს და შთააგონებენ მათ რწმენას, თითქოსდა მათი ბედი გარდაუვალად განპირობებულია ვარსკვლავებით, ეს იგივეა რაც ცრუ ღმერთების თაყვანისცემა. მაგრამ მე ვადასტურებ, რომ ასტროლოგია ამ შემთხვევაში დაცემული ანგელოზის როლს ასრულებს, გაემიჯნა რა ღმერთს, შეცდომაში შეყავს კაცობრიობა… თუ ჯადოქრობა ისჯება, და ასტროლოგია მისი ერთ -ერთი სახეობაა, მაშინ ჯამში ორივე დასჯას ექვებდებარება. ასე სახარების გამოჩენისთანავე სხვადასხვა ჯიშის სოფისტები, ასტროლოგები, ჯადოქრები, მაგები დაუყონებლივ უნდა დაისაჯონ”[20].

ტიტან ასურელი „სიტყვები ელინების წინააღმდეგ” წერს: „დემონებმა ადამიანები აქციეს თვითგანდგომილების მსხვერპლად. მათ დაანახეს ვარსკვლავთა წყობა იმ ჭეშმარიტებით, როგორც კოჭებით მკითხავებმა შემოიტანეს ბედისწერა – რაც უცხოა სამართლისათვის, სადაც მოსამართლე და მსჯავრდებული ბედისწერის მსხვერპლია. დემონები არიან ბედის გამომგონებელები. საწყისი ამისა გახდა ცხოველების განლაგება ზეცაში. რითაც მათ ზეციური პატივი მიაგეს, და ამ დროს ცხოვრობდნენ მათთან ზეციდან განდევნის შემდეგ – რეპტილიები, მცურავები, ოთხფეხები, ჩლიქოსნები, – იმისთვის, რომ მათ ეფიქრათ – ვითომ ცხოვრობენ ზეცაში და ვარსკვლავების განთავსების მეშვეობით დაგვარწმუნონ, რომ დედამიწაზე უგონო ცხოვრება გონებრივია: ასე რომ ფიცხი თუ დამთმენი, თავშეკავებული თუ თავშეუკავებელი, ღარიბი თუ მდიდარი, ყველაფრის მიუხედავად, რჩებიან ამ გავლენის ქვეშ. ზოგადად ასე იმიტომ ხდება, რომ ის ვინც მას განალაგებს, ისინივე განაწყობენ მათ დაბადებას. ანუ ზოდიაქოს განლაგება არის ღმერთების საქმე. თუ ერთი მათგანის სინათლე უფრო ძლიერია, ის ჩრდილავს დანარჩენების დიდებას, და ის ვინც ახლაც გამარჯვებულია, მას ისევ შეუძლია გამარჯვებული იყოს მომავალში. ისინი სიამოვდებით ერთობიან შვიდი პლანეტით, როგორც კოჭების მკითხავები. მაგრამ ჩვენ ბედისწერაზე მაღლა ვდგავართ და ნაცვლად მოხეტიალე დემონებისა ვაღიარებთ მხოლოდ ერთ უცვლელ ღმერთს და არ ვემონებით ბედისწერას და მის კანონმდებლებს”[21].

ქრისტიანებს ასტროლოგების წინააღმდეგ მოყავთ პატრისტიკის პერიოდის (354-430 წ.წ.) ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული მოაზროვნეს, ნეტარი ავგუსტინეს არგუმენტები[22].
1. ისინი ვისაც სწამთ, რომ ღმერთმა მისცა ძალაუფლება ვარსკვლავებს გადაწყვიტონ ადამიანთა ბედი, მკრეხელობენ ღვთის წინაშე. გამოდის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ ესა თუ ის ადამიანი იყოს ბოროტმოქმედი.
2. ამგვარად თუ ვარსკვლავები განაგებენ გარდაუვალ აუცილებლობას, ღმრთის სამსჯავროს არა აქვს ადგილი ადამიანთა საქმეებში.
3. ადამიანს სული ეძლევა ჩასახვის მომენტში, დაბადება – მხოლოდ განვითარების ეტაპია, ჩასახვით განსაზღვრული. ასტროლოგები უსაფუძვლოდ ქმნიან ჰოროსკოპებს ადამიანის დაბადებაზე და არა ჩასახვაზე.
4. ერთ და იმავე დროში, როდესაც ვარსკვლავების განლაგება ზუსტად ერთნაირია, იბადებიან სხვადასხვა ბედის და ხასიათების ადამიანები.
5. ტყუპების ბედი სხვადასხვაა, თუმცა მათ იდენტური ჰოროსკოპი აქვთ.
6. გემის ჩაძირვისას ერთნაირად იხრჩობიან სხვადასხვა ჰოროსკოპის მქონე ადამიანები.
7. რატომ მოქმედებს ადამიანების ბედზე მხოლოდ ზოდიაქოს სარტყელის ვარსკვლავები, როცა სხვა ვარსკვლავები ცის კაბადონზე არანაკლებად ანათებენ?

წმ. იოანე დამასკელი ასტროლოგებზე წერდა: „ელინები ამბობენ, რომ ციური სხეულების გადაადგილებით და გადმოადგილებით, ამოსვლით და ჩასვლით იმართება ჩვენი საქმეები – ასტროლოგიაც ამით არის დაკავებული. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წვიმა თუ დარი, სიცივე თუ სიცხე, ტენიანობა თუ გვალვა არანაირად არ აისახება ჩვენს საქმეებზე. შემოქმედმა ჩვენ ხომ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და თავად განვკარგავთ ჩვენს ქმედებებს”[23]

ამგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანობის ავტორები გამოდიან ასტროლოგების წინააღმდეგ. დემონებთან ურთიერთობის საშუალებად, მაგიის ერთგვარ სახეობად მიიჩნევს და ასტროლოგიას ადარებენ “ადამიანთა მოდგმის მაცდუნებელ დაცემულ ანგელოზს”, რომელიც მკაცრად უკრძალავს ჩვენთან ურთიერთობას. ასევე მოგვყავს მინუცია ფელიქსის მოსაზრება რომელიც აჩვენებს, რომ ზოგიერთი პროგნოზი რეალურად ხდება ორი მიზეზის გამო: 1) შემთხვევითი დამთხვევით; 2) მკითხაობის ჯადოქრული მოქმედებით, რომლებიც რიგ შემთხვევებში დემონების დახმარებით განჭვრეტდა მომავლის მოვლენებს, რომლებმაც ნახეს ან გაიგეს ამ მოვლენების შესახებ, ან უშუალოდ თვითონ იღებდნენ მონაწილეობას ამ მოვლენების დაგეგმვაში.

„მოგვების თაყვანისცემა“

ასტროლოგების თავის დასაცავი საყვარელი არგუმენტი – სახარების ნაწყვეტის აპელაციაა, სადაც ნათქვამია მოგვების თაყვანისცემაზე ყრმა იესოზე. „მოგვები” – ამ სიტყვის ბერძნული თარგმნა magoy რომელიც თავიდან ნიშნავდა სპარსულ და შემდგომ ბაბილონის მღვდელმსახურებს, ბრძენებს და ვარსკვლავმრიცხველებს. ასევე მოგვებს უწოდებდნენ ცნობილ, დიდებულ ადამიანებს. ძველ დროს არ იყო გაყოფა რელიგიასა და მეცნიერებას შორის, სახელმწიფოსა და ტაძარს შორის. ამიტომაც არ უნდა გავაიგივოთ მოგვები ასტროლოგებთან. ისინი შეიძლება ყოფილიყნენ უბრალოდ მეცნიერები, ქურუმები, ან სულაც ცნობილი დიდებული ადამიანები. საიდან უნდა სცოდნოდათ მოგვებს მესიის შესახებ? პირველ რიგში ზოროასტრიზმში არის სწავლება საოშიანტას, როგორც ერთგვარი „მხსნელის” მოსვლაზე.
მეორე, მოგვებს შეეძლოთ სცოდნოდათ ძველებრაული წინასწარმეტყველება მესიის მოვლინების შესახებ, რაც იმით აიხსნება, რომ იმ დროისათვის ბაბილონში ძლიერი იუდეველთა დიასპორა არსებობდა. და მესამე, „… და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მოვიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.”(მათ.2:9). რა ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელიც მიუძღოდა მოგვებს და გაჩერდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც იშვა იესო ქრისტე? წმინდა მამების უმრავლესობა თვლის, რომ ეს არ იყო ვარსკვლავი თანამედროვე გაგებით როგორც ციური სხეული, არამედ ვარსკვლავის სახით მოვლენილი ანგელოზის ძალა[24] გარდა ამისა ბერძნული სიტყვა ვარსკვლავი – ასტერ, რომელიც გამოიყენება მათეს სახარებაში, ასევე გამოიყენება სხვა ადგილასაც: „ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი (asteras) უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის” (გამოცხ.2:1). წმინდა წერილის ამ ადგილას სიტყვა „ვარსკვლავი” არ უნდა გავიგოთ როგორც ციური სხეული. მოგვების მისვლა კი იმით განიმარტება, რომ ქრისტე მოვიდა არა ერთი ერის, იუდეველთა გამოსახსნელად, არამედ ყველა ერის. მოგვების გარდა ქრისტეს თაყვანისსაცემლად მივიდნენ მწყემსებიც: “იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგაზე მწოლიარეს”. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ციდან, აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება!” როდესაც ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა იქ, უფალმა რომ გვაუწყა. სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაზე მწოლიარე ყრმა. დანახვისთანავე უამბეს იმის შესახებ, რაც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე”. (ლუკ.2:8-17).

როგორც ვხედავთ ანგელოზებმა მწყემსებს უშუალოდ მიმართეს. მოგვები უფრო განათლებულნი და სხვა კულტურით აღზრდილნი იყვნენ, და ანგელოზებმა მათთვის გასაგები ენით მოუწოდეს შემოქმედის თაყვანისცემისკენ.

დასკვნა

თუ ასტროლოგიის იდეებს ფილოსოფიური თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ ადამიანი თავისუფალი ინდივიდიდან დაუყონებლივ გარდაიქმნება მონად, რობოტად, რომელიც იმართება კოსმოსიდან. და თავისუფალი ნება? დამოუკიდებელი არჩევანი? და კითხვა ბოროტების წარმოშობის შესახებ: თუ ვარსკვლავები მართავენ ადამიანებს და ის ქმნის ბოროტებას, ვინ გამოდის დამნაშავე ამ ბოროტების შექმნაში? ასტროლოგია მძიმე დეტერნიზმს კარნახობს, ხდება ბოროტების აუცილებლობა, რომელსაც ვარსკვლავები უდგენს კაცობრიობას. სიტყვები იმაზე, რომ ვარსკვლავები რეკომენდაციას უწევენ და არ ბრძანებენ, სუფთა წყლის სოფისტიკაა. ასტროლოგებს არ გააჩნიათ არანაირი საზომი, რომელიც განსაზღვრავს ვარსკვლავებისა და პლანეტების ზემოქმედების ხარისხს ადამიანებზე, ისევე როგორც არ გააჩნიათ ლოგიკური წინაპირობა, შეზღუდონ ციური სხეულებით ზემოქმედება და მათი სწავლება. ასტროლოგია ასწავლის წინაგანსაზღვრას იმისა, რომ ვარსკვლავები მთლიანად აკონტროლებენ ადამიანის ნებას მის გარეშე და არ იზიარებს მის აზრს ამის თაობაზე.

ასე რომ თუ ჩვენ შევაჯამებთ ყველა ზემოთაღნიშნულ ნათქვამს, დავინახავთ რომ ასტროლოგიას არანაირი სერიოზული მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. ასტროლოგია აგებულია სუბიექტურ, მეცნიერულად დაუმტკიცებელ ფაქტებზე, რომელიც წარმოგვიდგენს თეორიას რაღაც ენერგეტიკული ველების ზეგავლენას ადამიანის ბედზე. ის რასაც იძახიან ამ ველებთან დაკავშირებით, არის მეცნიერული მითქმა-მოთქმის ძველი ოკულტური თეორია ჩვენამდე ანტიკური დროიდან მოღწეული.

ასტროლოგიის მთელი თეორიული ნაწილი არის წმინდა ჰიპოთეტური ხასიათის მატარებელი, მეცნიერმაგვარი მაგრამ არა მეცნიერული. ასტროლოგია ქმნის მეცნიერული ფორმების ხედვებს, მეთოდოლოგიას კი თავიდან იცილებს. ასტროლოგია „წინასწარმეტყველებს” არა მეცნიერული თვალსაზრისით, რომელიც ეყრდნობა ფიზიკურ კანონებს, არამედ საკუთარ ოკულტურ პრინციპებს, რომელიც მანვე შემოიტანა ყოველდღიურ ყოფაში.

რაში ვლინდება ასტროლოგიის მავნებლობა? ფსიქოლოგიის თვალსაზრისით უარყოფითმა ასტროლოგიურმა პროგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ზეშთამგონებულ ადამიანზე და უბიძგოს მას არაადეკვატურ საქციელზე. ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ინფანტილიზმი და გულგრილობა საკუთარი ცხოვრებისადმი. თუ ყველაფერი წინასწარ განწირულია, მაშინ იმედიც აღარ არის. ასტროლოგიის მეშვეობით ძნელი არ არის, ადამიანს ჩამოუყალიბდეს ნებისმიერი ფობია და შეძლო მისი მანიპულირება.

და რატომ არის ასტროლოგია მაინც ასეთი პოპულარული? პასუხი მარტივი და ფსიქოლოგიურად გასაგებია: ადამიანებს უყვართ გარკვეულობა, გაურკვეველი მომავალი მათ აშინებთ, ასტროლოგია ამ შიშს თავის სასარგებლოდ იყენებს, ქმნის ილუზიებს, პროგნოზირებადს ხდის მომავალს და სინამდვილეში კი ზღუდავს მას.

ვიტალი პიტანოვი

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა: კახა ყორღანაშვილმა
წყარო

 
ნახვა