You are currently viewing ბაბუა დობრი – ღარიბი ქველმოქმედი

ბაბუა დობრი – ღარიბი ქველმოქმედი

Download article eBook

სოფიაშიალექსანდრე ნეველის ტაძართან ხშირად დგას 101 წლისღარიბიზამთარზაფხულ დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი ბაბუა დობრიის ბულგარეთის სოფელ ბაილოვოში ცხოვრობსყოველ დილით ადრე დგება და 10 კილომეტრს გადის სოფელიდა დედაქალაქამდე.

მას ასკეტსგანდეგილსანგელოზსპილიგრიმს (მწირიწარსულიდან და ღარიბს უწოდებენ ბევრია ისეთი ადამიანები, ვისაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მისი ღვაწლის ჭეშმარიტ სიწმინდეზე.

dobri dobrev-ის სურათის შედეგი

2015 წელის 20 ივლისს მას 101 წელი შეუსრულდა და ის კვლავ აგრძლებს მთელი გულით ადამიანთათვის თავისი უდიდესი განძის – სიკეთისა და ადამიანობის გაცემასმიუხედავად მისი ასაკისა, ხშირად შეხვდებით დედაქალაქის ქუჩებში მოხეტიალეს გულუხვი ხალხის ძიებაშირათა აღსრულდეს უფლის კეთილი ნებაათეულობით წლების განმავლობაში ბაბუა დობრი აგროვებს ფულს ბულგარეთის ტაძრების აღდგენისათვისსიცივე და ცუდი ამინდი მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენსარც შიმშილი აშინებსის არ უბრაზდება აპათიურ ადამიანებს. გამოირჩევა სიკეთითა და სიმშვიდით.

dobri dobrev-ის სურათის შედეგი

ღიმილით აკოცებს ბავშვის ხელს, რომელიც მას ფულს გადასცემს, ადამიანებს მადლობას უხდის დახმარებისთვის, გამვლელებს უფალზე ესაუბრება. ბაბუა დობრი არ არის ღარიბი. თავად მას სურს უცნობთა სულების გადარჩენა. წარმოუდგენელია, ღარიბი უწოდო მსგავს ადამიანს, რომელმაც დაუტევა ყოველი მიწიერი სურვილი, აგროვებს თანხას დიადი საქმეებისთვის და ერთგულად ემსახურება უფალს.

რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჟურნალისტმა საოცარი ფაქტი აღმოაჩინა, ყველაზე გულუხვი შესაწირი, რომელიც ტაძარს შესწირეს – 40 000 ევრო, მოხუცი, ღარიბი ბაბუა დობრის მიერ იყო გაღებული. აწ უკვე 101 წლის წმინდანი ქუჩაში მიღებული მოწყალებიდან ცენტსაც არ ხარჯავს თავისი კეთილდღეობისთვის. ის მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, რომელიც 100 ვეროს არ აღემატება, ასევე ხილით და პურით, რომელსაც შესაწირის სახით უწყალობებენ. ბაბუა დობრი სხვებსაც ეხმარება – მან გადაიხადა ბავშვთა სახლის კომუნალური გადასახადები, როდესაც დენისა და გათბობის გათიშვის ზღვარზე აღმოჩნდა. ის უსახლკაროებსაც ეხმარება. მის ყველა სათნო საქმეზე ჩვენ სრულად ვერ გავიგებთ, რადგან ის მათზე არასდროს საუბრობს.

dobri dobrev-ის სურათის შედეგი

მას 4 შვილი ჰყავსქალიშვილებიდან ერთერთი მასზე ზრუნავსისიც სოფიაში მარტო ცხოვრობსბაბუა დობრიმომის დროსჭურვის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად სმენა დაკარგარამ უბიძგა დობრის უფლის მწირი გამხდარიყოამ კითხვაზეც ის დუმილს არ არღვევსშესაძლებელიადიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ბაილოვოში არ ცხოვრობენ მდიდარი ადამიანებითვით ელინ პელინი წერსრომ ბაილოვო ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალზედ ღარიბიმოხუცმა მიაღწია იმასრომ მისი მშობლიური სოფელი სულიერად მდიდარი გახდასაუკუნის დასაწყისიდან ახსოვს ხალხს მონასტრებსა თუ ტაძრებში მოსიარულე ბაბუა დობრირომელიც კრებს და ეხმარებაგლეხები ყოველდღე ხედავენ მას და დარწმუნებულნი არიან, რომ თითოეულ ცენტს ის ქისაში აგროვებს და თავისთვის არაფერს იტოვებს

მიუხედავად იმისარომ მას საწოლი აქვსურჩევნია იატაკზე დაიძინოს, რადგა არ სურს თანამედროვეცივილიზაციის კომფორტითა და კეთილდღეობით სარგებლობა. მის უბრალო ოთახში პურის ნაჭერსა და პომიდორს ნახავთ, რომელიც მისთვის საკმარისია მთელი დღის განმავლობაში.

შალის ტანსაცმელშიქალამნებშითეთრი თმით და წვერითბაბუა დობრი წარსულიდან მოსულ ადამიანს ჰგავსყველაზე მეტად ბულგარეთის ტაძრის წმიდა ასკეტ მამას – ივანე რილსკის ჰგავს და არა უზნეო და კორუმპირებულ თანამედროვეებსთითქოს ის წარსულიდან დაბრუნდაროდესაც გულმოწყალებასა და რწმენას ჯანსაღი საფუძველი ჰქონდა.

ტაძარში მომუშავე ხალხმა მადლიერების ნიშნად ბაბუას მისთვის აუცილებელი ავეჯი უყიდა, ბაილოვოში მყუდრო ოთახისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ამჟამად ბაბუ დომრის მიზანია შეაგროვოს 10 000 ლევი მშობლიური ბაილოვოს ტაძრის აღსადგენად.

ეს ადამიანი დაუღალავად აგროვებს საუკუნო ცხოვრების ნაყოფებს. საჩუქრებით ის თოვლის ბაბუას ჰგავს. ადამიანებს ის აძლევს მაგალითსგასცემს იმედსრომელიც მათ გარდაქმნის და სულიერად ზრდის.

ვისაც არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობისშეუძლია დაიჯეროს ბაბუა დობრისეს ნიშნავს გჯეროდეს სიკეთის.

სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა: მარიამ მებონიამ