You are currently viewing ბულგარეთის პატრიარქი, სოფიაში დაგეგმილ გეი პარადს, საგანგებო წერილით ეხმაურება

ბულგარეთის პატრიარქი, სოფიაში დაგეგმილ გეი პარადს, საგანგებო წერილით ეხმაურება

Download article eBook


ქ. სოფიაში, 2016 წლის 18 ივნისს დაგეგმილ გეი აღლუმთან დაკავშირებით, ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს საგანგებო წერილი  გავრცელდა: 

 ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფასო შვილნო! 

18 ივნისისთვის, სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღეს – სულის შაბათს, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს და აღავლენენ ლოცვებს მათი სულების საცხოვნებლად, უკვე მეცხრე წელია სოფიის ცენტრში ტარდება „სოფია პარადი“. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩვენ ისევ გავხდებით ღია, თავსმოხვეული პროპაგანდისა და ჰომოსექსულიზმის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის სახალხო დემონსტრაციის მოწმე.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ზნეობრივი ღირებულებები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე სანდო ორიენტირად ემსახურებოდნენ ადამიანებს, მორალურ საყრდებად და საზოგადოების შემადუღებელად გვევლინებოდნენ, დაუფიქრებლად  და მიზანმიმართულად ექვემდებარება შეცვლასა და უარყოფას, ნათქვამია: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს – ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს – ბნელად…!“ (ესაია .5:20).

ღმერთმა, რომელმაც მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ადამიანი (დაბ. 1.27[1], მანვე მოგვმადლა ზნეობრივი კანონი, რომელიც ჩვენშია ჩადებული. მამაკაცი და დედაკაცი უნდა შეერთდნენ წმინდა და ღვთივკურთხეული ქორწინების კავშირში, ამ ურთიერთობაში, ერთობასა და სიყვარულში უნდა იზრდებოდნენ სრულყოფილებისკენ.

ადამიანთა ურთიერთობის ეს მოდელი არის ფუნდამენტალური და მის უგულვებელყოფას მივყავართ სულიერი სიკვდილისკენ, როგორც ცალკეული ადამიანისა,  ასევე ოჯახისა და საზოგადეობისა.

ცოდვის აღიარება ნორმად და დამღუპველის აღიარება სიკეთედ, არ არის ახალი კაცობრიობისთვის. ისტორიაში ხდება ტრაგიკული გამეორებები. მორალური კრიზისის და დაცემის დროს, ერები შეპყრობილები არიან სიხარბით და ცოდვიანი ვნებებით, რომლებიც გამოდევნიან ტრადიციულ, ზნეობრივი ღირებულებებსა და იდეალებს, დაძრწიან, როგორც მეტასტაზები და ვნებენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რისი ნაყოფიც უეჭველად დაცემაა.

თანამედროვე საზოგადოება, მოწყვეტილი თავის ქრისტიანულ ფესვებს, თავის სწრაფვაში იყოს ტოლერანტული და ჰუმანური, ცვლის ისეთი ღირებულებების მნიშვნელობას, როგორიც არის სიყვარული და თავისუფლება. ჰომოსექსულაიზმს მოიხსენიებს ისეთი ზნეობრივ-ნეიტრალური გამოთქმებით, როგორიცაა „სექსუალური უმცირესობა“, ან „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“, მაგრამ გიყვარდეს ადამიანი და პატივს სცემდე მას, არ ნიშნავს იყო გულგრილი იმის მიმართ, თუ რაგზით მიდის ის: ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს გზა, ცხონებისკენ მიდის თუ დაღუპვისკენ, სიცოცხლისკენ თუ სიკვდილისკენ.

ეკლესიის დამოკიდებულება ჰომოსექსუალური მიდრეკილებების ადამიანის მიმართ სამღვდელო მზრუნველობით, პასუხისმგებლობითა და ქრისტესმიერი სიყვარულითაა გაჟღენთილი. ისევე როგორც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილისა და მთელი ბულგარელი ხალხისადმი. მაგრამ, ჩვენ დაბეჯითებით ვეწინააღმდეგებით ცოდვითი მიდრეკილებების თავს მოხვევასა და მის ნორმად გამოცხადებას. საზოგადოების წინაშე მის აფიშირებას,  როგორც საამაყოსა და სამაგალითოდ დასახვას.

აღვავლეთ მხურვალე ლოცვას ყოვლადსახიერი ღმერთისადმი, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, არამედ დამღუპველი გზიდან მისი მოქცევა და  სიცოცხლე ნებავს  (იეზ. 33:11[2]), რომ ყველას გაუნათოს გონება, სინანული მიჰმადლოს, შეუნდოს მათ ცოდვები და გადაარჩინოს თავისი დიდი მოწყალებით და კაცთმოყვარებით, ამინ!

სიყვარულითა და წუხილით,

† ნეოფიტე,
ბულგარეთის პატრიარქი

თარგმნა მადონა ცეკვავამ
წყარო: pravoslavie.ru