You are currently viewing „ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის წინააღმდეგ: წყალგამყოფი LGBT იდეოლოგიასთან“

„ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის წინააღმდეგ: წყალგამყოფი LGBT იდეოლოგიასთან“

Download article eBook

    „ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის წინააღმდეგ: წყალგამყოფი LGBT იდეოლოგიასთან“ 


2016 წლის 15-17 მაისს საქართველომ უმასპინძლა ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რიგით მე-10 „მსოფლიო საოჯახო კონგრესს“.

16 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონგრესის მთავარი პლენარული სხდომა: „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი”.

ათი შვილის მამა, მღვდელი იოსია თრენჰემი (Father Josiah Trenham), კალიფორნიის შტატის რივერსაიდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის (ანტიოქიის ეკლესია) მღვდელმსახურია. ასევე არის გამომცემლობის Patristic Nectar Publication დამფუძნებელი და დირექტორი.
 

 სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!

მე, მამაჩემისა და ბაბუაჩემის მსგავსად, ლოს-ანჯელესში დავიბადე. ქალაქში, სადაც ლგბტ რევოლუცია წარმოიშვა. მას სოდომის ცენტრიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ლოს-ანჯელესი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და აქტივობის საერთაშორისო ცენტრია, მათი ლიტერატურის უმთავრესი შემქმნელი… ლოს-ანჯელესში, მსოფლიოს სხვა ადგილებთან შედარებით, ყველაზე მეტი ჰომოსექსუალთა ინსტიტუტი შეიქმნა. იმუნოდეფიციტური ვირუსიც პირველად სწორედ აქ, სედარსინაის ჰოსპიტალში აღმოაჩინეს, რამაც გეების სექსუალური თავისუფლების, ე.წ. „გეების ოქროს ხანა”, გაანადგურა. მიუხედავად ამისა, ჰომოსექსუალებმა შექმნეს ალტერნატიული რეალობა და ეს დაავადება ყველა ადამიანისთვის დამახასიათებლად წარმოაჩინეს.  1960-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი სექსუალური ანარქიის კორუფციაში უკვე ღრმად იყო ჩაფლული, სასულიერო პირებს მაინც ეგზავნებოდათ სცენარები მორალური შეფასებისთვის. იმ დროისათვის ამერიკული ოჯახების 75 პროცენტი ქალისა და მამაკაცის წყვილისგან შედგებოდა. ბავშვების უმეტესობა დედისა და მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. შტატების უმეტესობაში მოქმედებდა ანტისოდომური კანონი. კალიფორნიის კანონმდებლობა ჰომოსექსუალიზმს ღვთისა და ხალხის წინაშე ჩადენილ სამარცხვინო დანაშაულად მიიჩნევდა. ახლა კი სირცხვილად ჰომოსექსუალიზმის მსგავს კონტექსტში განხილვა ითვლება. ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჰომოსექსუალიზმი გაუკუღმართებულ, არაჯანსაღ კავშირად მიაჩნდა. დღეს კალიფორნია შეიცვალა. ახლა იქ „ცისარტყელის რევოლუციის” კულტურული აღზევება და მისი პარადიგმული სწავლება მიმდინარეობს. XX საუკუნის შუა ხანებში ლგბტ აქტივისტები ჰომოსექსუალიზმის ლეგიტიმაციის პროცესში სამ ძირითად წინააღმდეგობას წააწყდნენ:

1. კანონს;
2. „მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს” და
3. ეკლესიას.

ამ წინააღმდეგობების დასაძლევად მათ მთელი ძალისხმევა მიმართეს. მათი მოძრაობა მეტად აგრესიული, ორგანიზებული, პარტიზანული ბრძოლის მსგავსი იყო. ისინი მოქმედებდნენ დადგმული სცენარით – საჯარო ადგილებში ერთმანეთს კოცნიდნენ, შლიდნენ წირვა-ლოცვებს ეკლესიებში და ფსიქოლოგების პროფესიულ კონფერენციებს. მათმა აქტივობამ შედეგი გამოიღო – 1973 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიათა სიიდან ამოშალა. 1975 წელს კალიფორნიაში ყველა კანონი ჰომოსექსუალთა ქმედებების წინააღმდეგ გაუქმდა. მას შემდეგ, რაც კანონი და ფსიქოლოგია შეცვალეს, მათ წინააღმდეგობად მხოლოდ ეკლესიასთან დაპირისპირება დარჩათ. სწორედ ეს არის ლგბტ მოძრაობის მთავარი დაბრკოლება.  რომის კათოლიკე ეკლესია, ევანგელისტები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და მორმონები, რომლებიც აშშ-ში რელიგიურ უმრავლესობას წარმოადგენენ, დღემდე ეწინააღმდეგებიან სოდომური ცოდვის ლეგიტიმაციას და მხარს უჭერენ ტრადიციული ოჯახის სახეს. დარწმუნდნენ რა, რომ მორწმუნეებთან ვერაფერს გახდებოდნენ, ლგბტ მოძრაობამ აქტიურად დაიწყო ამერიკული ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელთა მარგინალიზაცია. პიროვნების უგულებელყოფა და მისი სოციალური განკვეთა, ამერიკაში დღემდე არსებული ყველაზე არატოლერანტული მოძრაობის საკვანძო ტაქტიკაა. 1960-იანი წლებში, როდესაც ლგბტ მოძრაობა სცენაზე გამოჩნდა, მათი მთავარი მოთხოვნა სოციალური შემწყნარებლობა იყო. თუმცა ლგბტ მოძრაობის, მათი ცხოვრების სტილის, ლიტერატურის თუ აღლუმების ნებისმიერი გონიერი დამკვირვებელი დაასკვნის, რომ ჰომოსექსუალთა მოთხოვნა შემწყნარებლობაზე – არაგულწრფელია. გეების ნებისმიერი საინფორმაციო წყარო ათობით წლის განმავლობაში ტრადიციულ ოჯახს უწოდებს პატრიარქალურს, სექსუალური ძალადობისა და რელიგიური ფანატიზმის სახეს.  ისინი არ ითხოვენ შემწყნარებლობას, ისინი ოჯახისა და კანონის ტრადიციული, რელიგიური და ცივილური ფორმის სრულ დამსხვრევას ცდილობენ. გეი-აღლუმები იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ ამოვიცნოთ ლგბტ მოძრაობის წადილი. ისინი მსვლელობას მხოლოდ პოლიტიკოსების წინაშე არ აწყობენ, იჭრებიან ტაძრებში, შლიან ლიტურგიებს, შეურაცხყოფენ წმინდა ნივთებს და ერთობლივად ჩადიან მკრეხელობას. არის ეს თქვენთვის შემწყნარებლობის ზეიმი? ეს ექსტრემისტული პროვოკაციებია და სხვა არაფერი.  1976 წელს ლოს-ანჯელესში ოფიციალურად დაარსდა ლგბტ სიამაყის აღლუმი, რაც მათთვის უკვე ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა. მოძრაობას აქვს ასევე საკუთარი „ხატები”. კალიფორნიის საჯაროს სკოლის მაღალ კლასებში ყოველ 22 მაისს ჰარვეის რძის დღეს აღნიშნავენ ჰომოსექსუალი აქტივისტის პატივსაცემად. ამას გარდა, ლგბტ აქტივისტებმა მაღალ კლასებში ლგბტ და ტრადიციულ ორიენტაციის მქონეთა ალიანსები დაარსეს. მათი მიზანია, დაამხონ ტრადიციული ქორწინება, ოჯახი და მოახდინონ ამ ფასეულობებზე დაფუძნებული ტრადიციული საზოგადოების გარდასახვა. მედიაში, სამედიცინო და ფსიქიატრიულ სფეროში, ასევე სასამართლოებსა და სეკულარულ კამპოსებში მიღწეული წარმატების შემდეგ ლგბტ ლობისტები მთელი ძალით ცდილობენ, ჩაახშონ ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერთა აზრი. ახლა ამორალურობა დაკანონებულია და მისი ყველა მოწინააღმდეგე უნდა გაჩუმდეს. გეებისა და ტრადიციული ორიენტაციის მქონე პირების ალიანსი ყველა საჯარო სკოლაში დაშვებულია. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ ქრისტიანული კოლეჯები და უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, სანამ ისინი ოფიციალურად არ აღიარებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ბევრი კალიფორნიელი შეეწინააღმდეგა საკუთარი შტატის სოდომიზაციას. კალიფორნიის შტატის მეექვსე, მერვე და ოცდამეორე კანონები ტრადიციული ოჯახის დაცვის მიზნით არის შექმნილი. იმის გამო, რომ მათ დემოკრატიას საყვედური ვერ გამოუცხადეს, ლგბტ საზოგადოებამ ოლიგარქების მხარდაჭერას მიმართა – 2015 წელს გაუქმდა ყველა კანონი, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კრძალავდა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს „სოდომის პროპაგანდის ეროვნული ელჩი ჰყავს” ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო (ასევე ჰუმანიტარული) დახმარება სჭირდება, მათთან მიმართებით ლაკმუსის ქაღალდად ლგბტ დღის წესრიგს იყენებს. ჰომოსექსუალისტების პოლიტიკური დღის წესრიგი თავისი შინაარსით ანტირელიგიური და ანტიცივილურია. ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომელიმე რელიგიას ან ცივილიზაციას ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება დაეკანონებინოს.  დოგმების მსგავსი უხეში დარღვევა ყველა კლასიკურ, რელიგიურ და პოლიტიკურ ფილოსოფიას ეწინააღმდეგება და უფრო მეტიც – თავს ყველა ძველ რელიგიაზე წინ აყენებს. ის იუდაიზმს, ქრისტიანობას, ბუდიზმს და ისმალს უარყოფს. ეს რელიგიები ერთნაირსქესიანთა კავშირებს კრძალავენ. წინაქრისტიანული, ბერძნულ-რომაული საზოგადოებაც კი არ ეგუებოდა სოდომიას, სოკრატეს სძულდა ეს… ქორწინების ნორმატიული განსაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ბერძნულ-რომაულ საზოგადოებაში ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია. ასე რომ, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა შევჩერდეთ და მტკიცედ დავდგეთ. ეს არის წყალგამყოფი. ლგბტ ყველა ტრადიციული რელიგიის წინააღმდეგია. ის უარყოფს მათ კლასიკურ სიბრძნეს… თითქოს მათ არც არასდროს უარსებიათ და ეს სწავლებები მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სწამდეს. მათ სურთ, რომ მთელი ცივილიზაცია მათზე ორი ორიენტირდეს. მათ სურთ, რომ კაცობრიობამ ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა დაივიწყოს… რათა შემდგომ სოდომის სრული ლეგიტიმაცია მოახდინონ და ეს ქორწინების სახელით ჩაიდინონ. მსგავსი კულტურული რედეფინიცია დამღუპველია! დღევანდელი პოლიტიკოსები ყველა რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს, ვინც ჰომოსექსუალიზმსა და მათ ქორწინებას ეწინააღმდეგება, საკუთარი დოგმის შეცვლისკენ მოუწოდებენ. წარმოგიდგენიათ?! – პოლიტიკოსები თეოლოგები აღმოჩნდნენ! თითქოს რელიგიური შეხედულებები ისევე მარტივად იცვლებოდეს, როგორც პოლიტიკოსების შეხედულებები ან მათი მორალური მრწამსი. ეს არის ამპარტავნობის მწვერვალი. ამჯერადაც, ისე, როგორც ყოველთვის, ამართლებს ანდაზების სიბრძნე, კერძოდ კი: „სიამაყე წინ უსწრებს დაცემას” (იგავნი 16:18).  მე ლგბტ რევოლუციის ეპიცენტრში ვიცხოვრე და საკუთარი თვალით ვიხილე ჩემი ერის სირცხვილი და დაცემა ღვთისა და კაცის წინაშე. ეს არის ჩემი მიმართვა ქართველი ხალხის, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და აზიის იმ ხალხების მიმართ, რომლებსაც ჰომოსექსუალების „ხატმებრძოლეობა” მიემართება. მტკიცედ დადექით თქვენს რწმენაში ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ! არ დანებდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქალაქი სან-ფრანცისკოს დაემსგავსება, სადაც ძაღლების რაოდენობა ბავშვებისას 80 000-ით აღემატება. გადაეცით ლგბტ შემწყნარებლობის ტირანებს, ჰომოსექსუალურ მაფიას, ჰომოფაშისტებს, ცისარტყელის რადიკალებს, რომ თქვენ არ მიიღებთ მათ ანტირელიგიურ და ანტიცივილურ პროპაგანდას თქვენს ქვეყანაში. მოგმართავთ ყველას! დაე, ღმერთმა დაიცვას თქვენი ქვეყნები ამ დაცემისაგან! ამინ!