You are currently viewing კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I – სიტყვა საეკლესიო ახალ წელს, ბუნების დაცვის დღესთან დაკავშირებით

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I – სიტყვა საეკლესიო ახალ წელს, ბუნების დაცვის დღესთან დაკავშირებით

Download article eBook

 

 

წყალობითა ღმრთისაითა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისაახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი, სისავსეს ეკლესიისა მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველთა ქმნულთა შემოქმედისა, შემწისა და მპყრობელისა, უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან


„ყველა ქმნილება განახლდება წმიდა სამებით, უბრუნდება თავის თავდაპირველ მდგომარეობას“
(აღსავალთა, ხმა 1)

კურთხელ ხარ შენ უფალო, ვინც ყოველ დღე ანახლებ შენს შემოქმედებას“ (წმ.ბასილი დიდი)

უფლისმიერ დალოცვილო ბავშვებო და თანამოზეიმე ძმებო

როგორც ყველასთვისაა ცნობილი, 1 სექტემბერი, მსოფლიო პატრიარქისა და ახლახან რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ, მიჩნეულია ბუნების დაცვისთვის ლოცვის დღედ. ამ დღეს ჩვენ განასკუთრებულად ვევედრებით უფალს რომ გაახაროს მისი ქმნილება, რათა ადამიანის ცხოვრებაც იყოს სიხარულით აღსავსე და ნაყოფიერი. ეს ლოცვა, რა თქმა უნდა, შეიცავს თხოვნას რომ ბუნებრივი კლიმატის გარდაუვალი ცვლილება იყოს ხელსაყრელი როგორც ადამიანის გადარჩენისთვის ასევე მცენარეთა შენარჩუნებისთვის.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ადამიანები-ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად-ვიქცევით ამ თხოვნის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვთრგუნავთ ბუნებას, რასაც მოყვება კლიმატისა და გარემოს მოულოდნელი და არასასურველი ცვლილებები, რომლებიც მათ ნორმალურ ფუნქციონირებაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენენ .საერთო შედეგი გარკვეული ინდივიდებისა თუ სახელმწიფოების ქმედებებისა ბუნებრივი გარემოს მიმართ, იმისთვის რომ საკუთარი სარგებლობისთვის მეტი რესურსი მიიღონ, იწვევს უფლის მიერ კარგად შექმნილის, წონასწორობაში მყოფი ბუნების განადგურებას.

ისინი, ჩვენს შორის, ვინც სწორად ვაფასებეთ კლიმატის შეცვლის საფრთხეს, რომელიც ჩვენს პლანეტაზე დღითი დღე უფრო იზრდება ადამიანის ნამოქმედარიდან გამომდინარე, ვუწევთ ხმას რომ გამოვააშკარაოოთ ეს კრიზისი და ვიწვევთ ყველას, რათა გაამოვიკვლიოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს რომ „სიხარბისთვის სიცოცხლე არ გადაშენდეს“ (გაერთიანებული ერების დეკლარაცია“)

 ჩვენ დავხარჯეთ წლები იმის მცდელობაში, რომ მოგვეხდინა ჩვენი ეკლესიის მრევლისა და ყველა ხალხის ინფორმირება ბუნებრივი რესურსების ენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე.

მართლმადიდებელ ქრისტიანებმა ვიცით თუ როგორ შევზღუდოთ ჩვენი საჭიროებები მაქსიმალურად. კონფორმიზმის სულის საპასუხოდ ჩვენ ვთავაზობთ ასკეტიზმის სულს, ანუ ვიყოთ კმაყოფილი იმითი რაც გვაქვს.

ეს არ ნიშნავს ჩამორთმევას, არამედ რაციონალურ და შეზღუდულ გამოყენებას და ასევე დანაკარგის გამო მორალური განაჩენს გამოტანას. „ასე რომ, თუ ჩვენ გვაქვს საკვები და ტანისამოსი, ამით ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმ. 6.8), როგორც უფლის მოციქული გვარწმუნებს ჩვენ. 5 პურის გამრავლებით 5000 ადამიანის გამოკვებით, გარდა ქალებისა და ბავშვებისა, ქრისტემ თავად უბრძანა მის მოწაფეებს რომ შეეგროვებინათ ნარჩენები „რომ არაფერი დაკარგულიყო“ (იოანე 6.12). საუბედუროდ, თანამედროვე საზოგადოებამ უარი თქვა ამ ცნების გამოყენებაზე, მიეცა მფლანგველობას და არარაციონალურ მიჯაჭვულობას ამაო კეთილდღეობის დასაკმაყოფილებლად.

თუმცა, ამგვარი ქცევა შეიძლება გარდაიქმნას რესურსებისა და ენერგიის უფრო შესაფერისად გამოყენებისთვის.

ძმებო და დებო, შვილებო ჩვენი საერთო უფლისა და შემოქმედისა,

ადამიანებმა საკუთარი გაუმაძღრობით გავანადგურეთ სამყარო. ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყანასა და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ზრუნვით ვართ დაკავებულნი, დროსთან ერთად ვცდილობთ რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ და ეს პროცესი მუდმივი გავხადოთ. როგორც იქცეოდა „მდიდარი სულელი“ სახარებისეული იგავიდან(ლუკა12; 13-21). ჩვენ უგულებელვყოფთ სულიწმინდას, რომელთან ერთადაც ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ და ვმყოფადობთ. ეს მკვეთრად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ პასუხი იმ ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დედამიწა დგას, ჩვენ შეგვიძლია სულიწმინდის საშუალებით ვიპოვოთ, რომლის მადლითაც ჩვენი ადამიანური ძალისხმევაა დალოცვილი და ყველა ქმნილება განახლებული. ვუბრუნდებით რა საწყის წერტილს, სამყარო იყო ღვთის მიერ შექმნილი და განზრახული – როგორც „ძალიან კარგი“. ეს არის მიზეზი ადამიანური პასუხისმგებლობისა, რადგან იგი როგორც ღვთის თანაშემოქმედი დაჯილდოვდა თავისუფალი ნებით, ეს კი შესანიშნავი პასუხია ჩვენი ეკოლოგიური პრობლემების გამოწვევასთან დაკავშირებით.

ეს ქვეყანა „ტალახის დიდ გროვას“ ჰგავს (პაპი ფრანსისი, წიგნიდან: Laudato Si’2015) და ეს სიბინძურე მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მატერიალური სამყაროა . იგი უპირველესად სულიერებას მიემართება. არსებობენ ისეთი სიბინძურეები, რომლებიც ძირითადად ადამიანური ვნებებისგან წარმოიშობა. ჩვენ, მართლმადიდებლები, ჩვენი შემოქმედისადმი მტკიცე რწმენით მოწოდებულნი ვართ შევასრულოთ დავალება მახარებლებისა და მისიონერებისა, სამყაროს დაცვისა და მასზე მზრუნველობის მიზნით. სწორედ რომ ვთქვათ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ რომ აღვძრათ იმედი დღევანდელ სამყაროში, რომელიც უდიდეს პრობლემებშია ჩაძირული და განვავრცოთ მახარებელთა სიტყვა მასზე. გავაღვიძოთ მიძინებული სულიერება, ადამიანებში რომლებიც ამრიგად შეწუხებულნი არიან სხვადასხვანაირი უბედურებით. ჩვენი გზავნილი კი მათთვის უნდა იყოს – იმედი, მშვიდობა და ჭეშმარიტი სიხარული – მშვიდობა და სიხარული ქრისტეში.

ეს არის რისიც ჩვენ გვჯერა და ვაცხადებთ წმინდა სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ეკლესიის სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას სიფხიზლით ცხოვრებას, ბილწი აზრებისგან გათავისუფლებას და სულიერ მღვიძარებას საკუთარი სულიერების გაძლიერების მიზნით. რის შედეგადაც შესაძლებლობა გვექნება მშვიდობიანად ვიცხოვროთ მეზობლებთან და ყველა დანარჩენ ღვთის ქმნილებებთან. და ბოლოს ვილოცოთ ბასილი დიდის სიტყვებით „რომელმაც განადიდა ბუნება“: „ნეტარ ხარ შენ, უფალო, შემქმნელო სინათლისა და სიბნელის და მათი ერთმანეთისაგან განმაცალკვებელო. ნეტარ ხარ შენ, უფალო, რომელმაც შექმენი ყველაფერი და გვაჩვენე სიკვდილის აჩრდილი დღის ღამით შეცვლით. ნეტარ ხარ შენ, უფალო, რომელმაც შექმენი კაცობრიობა შენს ხატად და მსგავსად. რომელმაც ადამიანთათვის დააწესე დღე- მუშაობისთვის, ხოლო ღამე- მოსვენებისთვის.“ (ფსალმუნთა და ლოცვათა წიგნი, ათონი 2004)

ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ დავარწმუნოთ და ვუქადაგოთ ყველა თქვენგანს. მოდით დავგდეთ მყარად. მოდით დავდგეთ კრძალული შიშით ღვთის წინაშე.

მადლი და უსაზღვრო წყალობა ჩვენი უფლისა და ყოვლადშემოქმედისა, ხილულისა და უხილავისა, მყოფობდეს თქვენთან და მთელს მსოფლიოსთან , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 1 სექტემბერი, 2015 წელი

ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა: ანა გოგოლიშვილმა

წყარო