07/12/2016 კატეგორია: ახალი ამბები,

მერკელმა გერმანიაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

merkelma-germaniashi-faranjisa-da-niqabis
გადმოწერა:

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ესენში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ამგვარი მუსლიმური ტანსაცმლის ტარება უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს სამართლებრივი თვალსაზრისით შესაძლებელია.

„ეს ჩვენი არ არის“,  – აღნიშნა კანცლერმა. მისი თქმით, გერმანიაში ადამიანებს შორის კომუნიკაციის დროს მიღებულია სახის ჩვენება.

„ამიტომ ჩვენთან არ არის მიღებული ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახესა და სხეულს ფარავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის განმარტებით, ფარანჯის ტარება უნდა აიკრძალოს სკოლებში, სასამართლო შენობებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

ანგელა მერკელმა ასევე გაიხსენა თავისი ვალდებულებები, არ დაუშვას ქვეყანში 2015 წლის შემოდგომას შექმნილი ვითარების გამეორება, როდესაც გერმანიაში ასობით ათასი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა.

„ეს იყო და რჩება ჩემს პოლიტიკურ ამოცანად. ამ საკითხზე ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში  ვმუშაობთ“, – განაცხადა მერკელმა.

წყარო: 2030.news

chadri-3_300x199

ხიჯაბი – თავსაბურავი, რომელიც თავს და მხრებს ფარავს, მაგრამ ამავე დრო სახე ღია რჩება.
ნიკაბი – თავსაბურავი, როგორც წესი, შავი ფერის, იფარება სახე, მაგრამ თვალები ღიაა.
ჩადრა – ტანსაცმელი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ყველაფერს ფარავს, სახის გარდა. ჩადრას დროს თავზე შედარებით მცირე ზომის თავსაბურავს იკრავენ.
ფარანჯა – ხალათის მსგავსი, რომელსაც მკლავები არა აქვს, ფარავს არა მხოლოდ სრულიად ტანს, არამედ სრულად სახესაც. ამავე ტიპის ტანსაცმელს მიეკუთვნება თავსაფარი ბურკა, რომელიც ქალის სხეულის ზედა ნაწილს სრულიად ფარავს.

 ფარანჯას ტარება აკრძალულია სამ ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში – ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სენეგალის მთავრობაც აქტიურად, მუშაობს ფარანჯას აკრძალვაზე. რაც შეეხება ევროპას. 2012 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მამაკაცებსა და ქალებს სახის დაფარვა საჯარო ადგილებში აუკრძალა. ფრანგული კანონი ასევე იმ პირის პასუხისმგებლობის საკითს აყენებს, რომლებიც ქალებს აიძულებენ მის ჩაცმას: ისინი დაჯარიმდებიან, ან ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთებათ. 2012 წელს საფრანგეთის მაგალითს ბელგიაც მიჰყვა და ნებისმიერი სამოსი აკრძალა, რომელიც იდენტობის ამოცნობას უშლიდა ხელს. ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ფარანჯას ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ნიკაბისა და ფარანჯას ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ფარანჯა აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენშიც და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში. თურქეთმა თავსაბურავის ტარება 2013 წელს აკრძალა. თუმცა, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა ქალებს სრულყოფილად არ აძლევს ისლამის თაყვანისცემის საშუალებას. ამავე დროს არიან ქვეყნები სადაც დაუშვეს ნიკაბის ტარება. სირიაში 2011 წლიდან მასწავლებლებს უფლება მიეცათ სახის დამფარავი ნიკაბი ატარონ. ადრე ქვეყნის განათლების სამინისტროს აკრძალული ჰქონდა საგანმანათლებლო სივრცეში მისი ტარება. 2011 წელს ტუნისმაც მოხსნა აკრძალვა.

 

 
ნახვა 601