You are currently viewing ნიგერიელი ახალგაზრდა ქრისტიანები „ბოკო ჰარამს“ ჰპირდებიან, რომ ქრისტიანთა დახოცვისთვის შურს იძიებენ…

ნიგერიელი ახალგაზრდა ქრისტიანები „ბოკო ჰარამს“ ჰპირდებიან, რომ ქრისტიანთა დახოცვისთვის შურს იძიებენ…

Download article eBook

 „ნიგერის დელტის ახალგაზრდები ჰპირდებიან „ბოკო ჰარამს“, რომ ქრისტიანთა დახოცვის გამო შურს იძიებენ“

გასულ წელს, ტერორისტული დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ ახალმა ლიდერმა – აბუ მუსაბ ალ-ბარნავმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“ და პირობა დადო, რომ გაანადგურებს ყველა ქრისტიანს ვინც კი ტერორისტებს გზად გადაეღობება.

შეიარაღებულმა ქრისტიანულმა დაჯგუფებამ (“მდინარე ნიგერის დელტის რევოლუციონერი ჯვაროსნები)“ (NDRC) განაცხადა, რომ შურს იძიებს მუსლიმურ დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებზე, თუ „ბოკო ჰარამის“ წევრები ქრისტიანებზე თავდასხმას განახორციელებენ.

ნიგერის დელტის ახალგაზრდობის წარმომადგენლის სიტყვებს, გამომცემლობა სიტყვასიტყვით აქვეყნებს:

„ჩვენ, ნიგერის დელტის ახალგაზრდებს გვსურს, გავაფრთხილოთ ბოკო ჰარამი, რომ არ შევეგუებით ქრისტიანთა დახოცვას და ეკლესიების გადაწვას. თუ ისინი შეეცდებიან მოიმოქმედონ მსგავსი რამ ჩრდილოეთ ნიგერიაში ან მის რომელიმე ნაწილში,  ამის შემდგომ, ჩვენ ვეღარ ვიხილავთ მუსლიმებსა და მეჩეთს ნიგერიის დელტაში“.

მისი განმარტებით, ორგანიზაციას სურს „გააფრთხილოს ნიგერიის მოსახლეობა და მთელი სამყარო“ ისლამიზაციის საფრთხის შესახებ, რომელსაც ალ ბარნავის ბოლო განცხადება ადასტურებს.

მოამზადა მარიამ მებონიამ
წყარო: pravoslavie.ru