You are currently viewing ქ. გორში გაიმართა მორიგი საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“

ქ. გორში გაიმართა მორიგი საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“

Download article eBook

 ორშაბათს, 13 თებერვალი, ქალაქ გორში, ჩატარდა მორიგი საჯარო შეხვედრა, ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“.
შეხვედრა გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილთან, თემაზე – „იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება“
რამდენიმე დღეში განთავსდება შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერიც.

შეხვედრები ტარდება თვეში ერთხელ, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრის დარბაზში (საკათედრო ტაძართან).
ლექციებს ატარებენ გორის ეპარქიის მღვდელმსახურები და სხვადასხვა ეპარქიებიდან მოწვეული სტუმრები.

შეხვედრების ორგანიზატორები არიან: „გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრი“ და „წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი – კენოზისი“.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია