You are currently viewing ქართული ფილმის მორიგი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ქართული ფილმის მორიგი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, ესპანეთში ბუეუს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე  რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა!

 

 

 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა – „დინოლამ“ – ესპანეთში, ბუეუს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო სამეულში მეორე ადგილი დაიკავა. 

 

 

 

 

საუკეთესო სცენარი – მარიამ ხაჭვანი – “დინოლა”

 

საუკეთესო ოპერატორი – კონსტანტინე ესაძე -“დინოლა”

 

საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან კალანდაძე – “დინოლა”

 

 

( წყარო – http://www.ficbueu.com/?p=1412&lang=en )

 

“დინოლა” რეჟისორის პირველი მხატვრული ნამუშევარია და სცენარიც მას ეკუთვნის.
ფილმი ერთგვარი პირველი ნაწილია სრულმეტრაჟიანი ფილმისა ,,დედე”, რომლის გადაღებაც გრძელდება…
ფილმი უშგულში მცხოვრები პატარა გოგონას, დინოლას ისტორიას მოგვითხრობს, ის ასახავს სვანეთის წარსულს, ტრადიციებსა და არსებულ რეალობას.

 

 

დინოლა“

სცენარის ავტორი და რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი
ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა, მამუკა ჩიხრაძე
მსახიობები: ნუცი ხაფთანი, ქეთი ლორთქიფანიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, დათუნა გულედანი
წარმოება: სტუდია „აბეკა”; 20 STEPS PRODUCTIONS

(ფილმის სანახავად გადადით  ლინკზე)