04/12/2016 კატეგორია: ახალი ამბები,

საფრანგეთში სასამართლომ ქ.პუბლიეს მთავრობას ცენტრალური მოედნიდან ღვთისმშობლის ქანდაკების აღება დაავალა

safrangetshi-sasamartlom-q-publies-mtavrobas
გადმოწერა:

 საფრანგეთში სასამართლომ ქალაქ პუბლიეს მთავრობას, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ღვთისმშობლის სკულპტურის აღება დაავალა. მოსამართლის განკარგულების თანახმად, ქალაქის ცენტრში მდგარი სკულპტურა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირების ამკრძალავ კანონს ეწინააღმდეგება.

მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავად ქალაქის მერმა გასტონ ლაკრუამ გაავრცელა. სასამართლომ მოთხოვნის შესასრულებლად ადმინისტრაციას სამი თვე მისცა. ამის შემდეგ ის ყოველი გადაცილებული დღისთვის 100 ევროთი დაჯარიმდება. მერის განმარტებით, ქალაქის მერია სკულპტურის კერძო ტერიტორიაზე გადატანას შეეცდება.

ღვთისმშობლის მარმარილოს ფიგურა მოედანზე 2011 წელს დაიდგა და მაშინვე განხილვის საგნად იქცა. საზოგადოებში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მისთვის საჭირო სახსრები ქალაქის ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.

ქანდაკების აღების გადაწყვეტილება გაკრიტიკებულ იქნა საზოგადოების ნაწილის მხრიდან; ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა გამოხატვის თავისუფლება.

საფრანგეთი სეკურალური ქვეყანაა, სადაც რელიგია და სახელმწიფო მკაცრადაა გამიჯნული. 2010 წელს ის იყო პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მუსლიმური ჩადრის ტარება აიკრძალა.

წყარო: bbc.com

 
ნახვა