You are currently viewing სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდი და წმინდა კრების გადადებას ითხოვს

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდი და წმინდა კრების გადადებას ითხოვს

Download article eBook

  სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდი და წმინდა კრების გადადებას ითხოვს 

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ არსებულ პირობებში მისი მონაწილეობა სრულიადმართლმადიდებელ კრებაზე არის პრობლემატური და შესთავაზა მისი გადადება.

9 ივნისს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების ოქმი გამოქვეყნდა.

წმინდა სინოდმა სრულიადმართლამდიდებელთა კრების შესახებ საგანგებო წერილი შეუმუშავა, რომელიც გადაეგზავნა კონსტანტინეპოლის ეკლესიასა და ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

თვით  ამ კრების მომზადების და ჩატარების ფაქტის მისალმების შემდეგ, სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოთქვა მთელი რიგი შენიშვნები ჩატარების ფორმასთან, მონაწილეების შემადგენლობასთან, ეპისკოპოსების მონაწილეობასთან და ხმის მიცემასთან დაკავშირებით. სერბეთის ეკლესიის აზრით, „სრულიადმართლმადიდებელთა კრების ორგანიზაციაში შემოდის წინა კრებებისთვის აქამდე უცნობი პრაქტიკა“

დოკუმენტი ასევე შეიცავს კრიტიკას დიდი და წმინდა კრების დღის წესრიგში ადრევე, სერბეთის ეკლესიის მიერ განსახილველად წარდგენილი ზოგიერთი საკითხების არარსებობისა, ასევე კრიტიკას კრების დოკუმენტების შინაარსის შესახებ, რომლებიც მოითხოვენ დამატებას და დამუშავებას.

კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომესთვის მიმართულ სინოდალურ წერილში, რომელიც ასევე გადაეგზავნ ყველა ადგილობრივ ეკლესიას, ნათქვამია შემდეგი:

„ზედმეტად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, თუ ჩვენი ეკლესია რა იმედით, გულითადი მონდომებით და  წვლილით (ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში) იღებადა მონაწილეობას მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მომზადებაში.

მიუხედავად ამისა, ვითვალისწინებთ რიგ საკითხებს:

1. ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიების უკმაყოფილება და კრიტიკულ შენიშვნები ცალკეული, კრებისწინა პერიოდში მომზადებული დოკუმენტების მიმართ;

2. ანტიოქიისა და ბულგარეთის საპატრიარქოების პასუხის გარეშე დარჩენილი გადაწყვეტილება კრებაზე მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე;

3. ეკლესიებს შორის კავშირების და ურთიერთობების პრობლემები (იერუსალიმი-ანტიოქია ყატარის გამო; ურთიერთობების გამწვავება ჩვენსა და რუმინეთის ეკლესიას შორის, რომლის მოგვარებაც უკვე ძალიან რთულია, უკანასკნელის არაკანონიკური შეჭრის გამო აღმოსავლეთ სერბეთში და იქ პარალელური საეპისკოპოსოს დაარსებით, რასაც მოყვება ლიტურგიკული და კანონიკური ურთიერთობების გაწყვეტა ორი, მეზობელი, ძმური ეკლესიებისა (თუ არ შეწყდება ზემოთაღწერილი ქმედება) და ა.შ.), იმ პერსპექტივით, რომ ეს პრობლემები არ იქნება განხილული და გადაწყვეტილი კრებაზე, არამედ გადაიდება კრებისშემდგომ პერიოდში, თითქოს  რომელიმე კომისია შეიძლება იყოს უმაღლესი, ვიდრე სრულიადმართლმადიდებელი კრება;

4. კონსტანტინეპოლმა და ამავდროულად ჩვენმა დედა ეკლესიამ არ ინება, რათა ჩვენის მხრიდან თუნდაც ერთი შეთავაზება ან წინადადება შეეტანა საკრებო თემებში ანდა რეგლამენტში. მაშინაც კი, როცა ეს დაგვავალდებულა ჩვენი ეკლესიის წმ. სინოდის მღვდელმთავართა კრებითმა პოზიციამ, რომელიც, ორი წლის წინ, ოფიციალურად იქნა ფორმულირებული და გასული მაისის თვის ბოლოსაც.

სამწუხაროდ, მაგრამ ამავდროულად  საკუთარი მწყემსმთავრული და საეკლესიო პასუხისმგებლობის სრული განცდით იძულებულნი ვართ, ვაცნობოთ მის უწმიდესობას და წმინდა სინოდს  რომ, რადგან,  საქმე ამგვარად მდგომარეობს,  ჩვენი ეკლესია მოწვეულ დიდ და წმინდა კრებაში მონაწილეობის პრობლემას ხედავს  და სთავაზობს  გარკვეული დროით მის გადადებას. ისე რომ, ღვთის შეწევნით, კრეტაზე დაგეგმილი  უახლოესი შეკრება, ან ჩაითვალოს კრებისწინა,  მართლმადიდებელთაშორის თათბირად, რომლის მიზანი იქნება,  კრების დოკუმენტების შინაარსის გაუმჯობესება და დამატებითი მომზადება,  ან  მთელი ერთიანი პროცესის ყველაზე  გრძელ საწყის ეტაპად,  რომელიც  გაგრძელდება მის დასრულებამდე, ანუ მომდევნო ეტაპამდე,  მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება უთანხმოება ან მიღწეული იქნება ეკლესიებს შორის ერთსულოვნება და კონსენსუსი.

თარგმნა მადონა ცეკვავამ
წყარო: pravoslavie.ru