You are currently viewing ,,თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები” (ვიდეო)

,,თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები” (ვიდეო)

  „კენოზისის” ორგანიზებით,თბილისში, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე „ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” (ფანასკერტელის ქუჩა N14 ), დაიწყო საჯარო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან.
შეხვედრები ჩატარდება: რელიგიის, ფილოსოფიის, მეცნიერების მუსიკის, მხატვრობის, კინო, თეატრის, ისტორიის და პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრები ტარდება ლექციის და კითხვა-პასუხის ფორმატში. პირველ ნახევარში მოწვეული სტუმარი საუბრობს, წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ, მეორე ნახევარი კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
დასწრება თავისუფალია.
პირველი შეხვედრა გაიმართა მუსიკოს მაია ბარათაშვილთან თემაზე: ,, თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები”.
გთავაზობთ შეხვედრის სრულ ვიდეო-ჩანაწერს.