You are currently viewing ტელეარხ „foxnews“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოჯახთან ერთად მართმადიდებლობა მიიღო

ტელეარხ „foxnews“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოჯახთან ერთად მართმადიდებლობა მიიღო

  ამერიკული ტელეარხ, „foxnews“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეკ ჰანიკმა ოჯახთან ერთად მართმადიდებლობა მიიღო.
 ჯეკ ჰანიკმა და მისმა ოჯახმა, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ნათლობამდე გაიარეს კატეხიზაცია, იმარხულეს დიდი მარხვა და დიდ შაბათს მოინათლნენ.
ნათლობის საიდუმლო მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ წმ. ტატიანას სახელობის ტაძარში აღესრულა. „ ეს იყო დიდი და ხანგრძლივი მოგზაურობა, მოგზაურობა ღმერთისკენ…. მე ვხედავ თუ როგორ მიდის ხალხი ლიტურგიაზე, ცდილობენ აღსარების ჩაბარებას  და ზიარებას. ე. ი. მიდიან მაცხოვართან ისე, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ “ – განაცხადა ჟურნალისტმა.
syn_djacka3 svyachennik5 supruga_djacka3 w925

მოამზადა ნანა ასათიანმა