ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს 20 სირიელი ქრისტიანი, რომლებმაც უარი თქვეს ქრისტიანობის უარყოფასა და ისლამის მიღებაზე სიკვდილით დასჯის წინ, ყველა ქრისტიანი, მუხლმოყრილი ხმამაღლა ლოცულობდა ქრისტიანული დახმარების მისია იუწყება, რომ საშინელი მკვლელობა მოხდა 28 აგვისტოს, სეული, ალეპოს მახლობლად.
7 აგვისტოს სიკვდილით დასჯილთა ნათესავებმა განაცხადეს ისლამისტთა მიერ მათი გატაცების შესახებ დასჯის წინ 12 ქრისტიანისგან შემდგარი ჯგუფები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აწამეს. 12 წლის ბიჭს თითის წვერები მოაჭრეს.
ბიჭი სირიელ ქრისტიანთა ლიდერის შვილი იყო, მან დანარჩენ ქრისტიანებთან ერთად უარი თქვა საკუთარი რწმენის ღალატზე.
დასჯის წინ მებრძოლებმა ჰკითხეს ქრისტიანებს, სიმართლეა თუ არა, რომ მათ დატოვეს ისლამი და მიიღეს ქრისტიანობა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მათ შესთავაზეს ისლამს დაბრუნებოდნენ.
როცა ყველა ქრისტიანმა განაცხადა, რომ არ უარყოფდა ქრისტეს, ისლამისტებმა ბიჭს თითები მოსჭრეს და სასტიკად სცემეს. მათ მიმართეს ბიჭის მამას და უთხრეს, რომ წამებას შეწყვეტდნენ, თუ ყველა უარყოფდა ქრისტიანობასა და დაუბრუნდებოდა ისლამს.
მაშინ ბიჭის მამამ და ქრისტიანთა ერთობის ლიდერმა ყველას სახელით თქვა, რომ ეს შეუძლებელია.
ამის შემდეგ ისლამისტებმა დაიწყეს მისი და კიდევ ორი მამაკაცის ცემა. შემდეგ სამივე მათგანი, ბიჭთან ერთად, ყველას თვალწინ, ჯვარს აცვეს. ამის შემდეგ, ალბათ დანარჩენებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს დაბრუნებოდნენ ისლამს. მორიგი უარის მიღების შემდეგ ყველა დასაჯეს. როგორც Gospel Herald იუწყება, – დასჯის დროს ერთ-ერთმა ქალმა დაიყვირა: „იესო“.
შარიათის თანახმად, ისლამიდან განდგომილის მოკვლის წინ, მას უნდა შესთავაზონ დაუბრუნდეს ისლამს. თუმცა ომის დროს განდგომილის მოკვლის უფლება ყველას აქვს განსაკუთრებული გარჩევის გარეშე.
იმავე დღეს თავი მოჰკვეთეს კიდევ 8 ქრისტიანს, – იუწყება DailyMail. სიკვდილის წინ მათ საჯაროდ დაუსვეს იგივე კითხვები. ორი ქალი კი (29 და 33 წლის) დასჯის წინ გააუპატიურეს.
როგორც Christian aid იუწყება, – დასჯის წინ რვავე ქრისტიანი მუხლმოყრილი ხმამაღლა ლოცულობდა.
დასჯის შემდეგ მათი გვამები ჯვრებზე ჩამოჰკიდეს.