You are currently viewing ლესბოსელი ეპისკოპოსი: „ჩამოხსენით ჯვრები ეკლესიებიდან“

ლესბოსელი ეპისკოპოსი: „ჩამოხსენით ჯვრები ეკლესიებიდან“

Download article eBook

 მსოფლიოს ძირითადი ქრისტიანული დენომინაციების პირველმა ლესბოსელმა ეპისკოპოსმა მოუწოდა ზღვისპირა ქვეყნების ეკლესიებს, რომ გამოიტანონ ეკლესიიდან ჯვრები, რათა თავიდან აიცილონ მუსლიმთა თავდასხმები.

როგორც SVT-ს საინფორმაციო გამოშვება იუწყება, შვედეთის ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა ევა ბრუნმა, სიემენის ეკლესიას, (რომელიც Freeport-ის ზღვისპირა რაიონში, მდებარეობს) მოუწოდა, რომ გაიტანონ ეკლესიიდან ქრისტიანული სიმბოლოები, მოხსნან ტაძრებს ჯვრები, რათა უფრო მეტად ეწვიოს მათ სხვადასხვა აღმსარებლობის მეზღვაურები. სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც მიცენ სალოცავი ოთახი ეკლესიაში, რის შედეგადაც მუსლიმი სტუმრები თავაზიანები და არააგრესიული იქნებიან მათ მიმართ.

„ამ ოთახის შექმნა სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი რელიგიისა და რწმენის დამცველები. ჩვენ ამას ყოველდღე და ხალხთან ყოველი შეხვედრის დროს ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძუნწები ვართ სხვა რელიგიის აღმსარებლების რწმენის მიმართ“ – განაცხადა ბრუნმა.

„შვედეთი ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩაბარდა“ – განაცხადა „შეწყდეს ამერიკის ისლამიზაციის“ ავტორმა პამელა გელერმა.„შვედეთმა თავისი მემკვიდრეობა იმ მუსლიმ იმიგრანტებს შესწირა, რომლებიც არ იქნებიან მათნაირი დამთმობნი თავიანთი რელიგიის მიმართ. ეპისკოპოსმა ხელი შეუწყო შვედეთის ისლამიზაციას“- განაცხადა გელერმა

შვედეთის ეკლესია არის ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესია ქვეყანაში და ყველაზე დიდი ლუთერანული დენომინაცია მსოფლიოში. შვედეთის ეკლესიის არქიეპისკოპოსი ანტიე ჯაკელენი (Antje Jackelén) არის შვედეთის პირველი ქალი არქიპისკოპოსი.

,,ეს არის საზოგადოების თვითმკველობა…როგორი მშვენიერი, გულუხვი, ეკუმენური და მულტიკულტურულია ეს ყოველივე“ – წერს, ისლამისტი და საიტ: jihadwatch.org-ის რობერტ სპენსერი. ის ვარაუდობს, რომ იმამები სტოკჰოლმში და ევროპის მასშტაბით დასცინიან ქრისტიანებს, რადგან ისინი ასე ადვილად დანებდნენ მათ. „მუსლიმებიც მეჩეთებიდან გამოიტანენ თავიათ სიწმინდეებს და გააკეთებენ ჯვრებს ქრისტიანთა საამებლად, რათა კომფორტულად შეძლონ მათ ლოცვა“ – სარკასტულად განაცხადა სპენსერმა.

სიემენის მისიის დირექტორი კიკი ვეტერბერგიც არ ეთანხმება ეპისკოპოსის ამ მოსაზრებას.„მე არ მაქვს პრობლემა მუსულმან ან ინდოელ მეზღვაურებთან, მოვიდნენ აქ და ილოცონ, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ეკლესია, ასე რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სიმბოლოები. თუ მე შევალ მეჩეთში, მე არ ვთხოვ მათ ჩამოხსნან თავიანთი სიმბოლოები. ჩემი არჩევანია, რომ მივდივარ იქ“ – წერს ის გაზეთ დეგანში. „შვედეთი არის ქვეყანა სადაც ზოგიერთი პოლიტიკოსი მოუწოდებს ხალხს რომ მისცენ საცხოვრებელი უფასოდ, დაასაქმონ და ყოფაცხოვრება გაუუმჯობესონ აისისის ჯიჰადისტებს“ – წერს ჯოზეფ ვოტსონი, ბრიტანელი მწერალი. ცნობილია, რომ ქვეყნის ისლამოფობიის ექსპერტი მაიკლ ნიკოლაი სკრამო შეუერთდა აისისს.

ჰოლანდიის თავისუფალი პარტიის ხელმძღვანელი გეერტ ვილდერსი არის პოლიტიკოსი, რომელიც არ შეუერთდა ევროკავშირის მულტიკულტურულ უტოპიას. ვილდერსს დიდი ხანია უწოდებენ აგრესიულად განწყობილ ადამიანს ჯიჰადის პროგრამისადმი. ახლა მისი პარტია სიძლიერით მეოთხეა ჰოლანდიის პარლამეტში და მეტად და მეტად ძლიერდება ის.

„ყველა პოლიტიკოსი იგნორირებას უკეთებს ამ პრობლემას. ისინი ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს (ისლამთან დაკავშირებით), ისევე როგორც თქვენი პრეზიდენტი ბატონი ობამა. დასავლეთის პოლიტიკოსები და დიპლომატები, როგორიცაა მაგალითად ჯონ კერი, თითქოსდა ეწინააღმდეგებიან ისლამიზაციას და აისისს, მაგრამ ეს ტყუილია. პრობელმა რომლიც ჩვენ წინაშე დგას, ის არის, რომ ჩვენ მილიონიბით ადამიანი შემოვიყვანეთ ისლამური ქვეყნებიდან თავიანთი წარსულით, კულტურით, იდეოლოგიებით. უნდა შეწყდეს ისლამიზაცია დასავლეთის ქვეყნებში, უნდა შევწყვიტოთ მუსულმანთა იმიგრაცია, რომლებმაც გამოიწვიეს ქრისტიანული ქვეყნების დეგრადაცია (გადაგვარება). ლიბანში უმრავლესობა ქრისტიანი ცხოვრობდა სანამ არ დაიწყო მუსულმანთა იმიგრაცია 1950-1960 წლებში. 1970წლიდან ჯიჰადისტების თავდასხმების შედეგად ქრისტიანები სრულიად დაუცველნი შეიქმნენ. ასევე, ბეირუთი გახდა მესამე მსოფლიო კონფლიქტის ზონა. ევროპა, რომელმაც 180გრადუსით შემოატრიალა თავისი პოლიტიკა, იმავე გზას ადგას“ – განაცხადა ვილდერსმა.

„მე მჯერა, რომ თუ ჩვენ არ გვინდა ჩვენ ქვეყნებში ვნახოთ ის, რაც დღეს სირიასა და ერაყში ხდება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ისლამიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ისლამიზაცია ჩვენი საზოგადოებაში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმიგრაცია ისლამური ქვეყნებიდან. ჩვენ უნდა გავაგდოთ ყველა ხალხი, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან ისლამური სახელმწიფოს მიმართ“ – განაცხადა ვილდერსმა. „ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ჩვენი საზოგადოების ისლამიზაციას. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ისლამურ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ისლამის მონსტრებს ჩვენ საკუთარ თავისუფალ საზოგადოებაში“.

თარგმნა: ანა გოგოლიშვილმა
წყარო