„კენოზისის” ორგანიზებით,თბილისში, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე „ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” (ფანასკერტელის ქუჩა N14 ), დაიწყო საჯარო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან.
შეხვედრები ჩატარდება: რელიგიის, ფილოსოფიის, მეცნიერების მუსიკის, მხატვრობის, კინო, თეატრის, ისტორიის და პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრები ტარდება ლექციის და კითხვა-პასუხის ფორმატში. პირველ ნახევარში მოწვეული სტუმარი საუბრობს, წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ, მეორე ნახევარი კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
დასწრება თავისუფალია.
პირველი შეხვედრა გაიმართა მუსიკოს მაია ბარათაშვილთან თემაზე: ,, თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები”.
გთავაზობთ შეხვედრის სრულ ვიდეო-ჩანაწერს.