You are currently viewing „ამობრუნებული ეკლესია“

„ამობრუნებული ეკლესია“

Download article eBook

     „ამობრუნებული ეკლესია“    

უკანასკნელ დღეებში ახალი ამბების ზოლში გაჩნდა რიგი შეტყობინებებისა, რომლებსაც აქვთ რაღაც საერთო. ერთი მათგანი მოვიდა შვედეთიდან, სადაც მსოფლიოში პირველი ლესბოსელი – “ეპისკოპოსი“ მიმართავს მეზღვაურთა ეკლესიის (ეკლესია მდებარეობს სტოკჰოლმის საპორტო რაიონში) სასულიერო პირებს, – რომ მოხსნან ტაძრებს ჯვრები, იმისათვის, რომ „არ აწყენინონ მუსულიმებს“. ეს არის საკვირველი აბსურდი – ქრისტიანი მსახური აკეთებს მოწოდებას, რომ ჩამოხსნან ტაძრებს ჯვრები „მუსულმანების გამო“, მაშინ, როცა თავად მუსლიმებს მსგავსი მოთხოვნები არ წამოუენებიათ. და საერთოდ, საეჭვოა, რომ მუჰამედის მიმდევრები ლოცვას მოისურვებენ სახლში, რომლის პატრონი არის დემონსტრაციული ლესბოსელი – ასე, რომ საქმე სულაც არ არის მათში. საქმე მდგომარეობს სურვილში, საბოლოოდ თავიდან მოიშორონ ყველაფერი რაც მოგვაგონებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას.

სხვა შეტყობინება მოვიდა აშშ-დან, სადაც ეპისკოპალური და მეთოდისტური ეკლესიის მსახურებმა, ქალაქ კლივლენდში „აკურთხეს“ შენობა, სადაც კეთდება აბორტები. როგორც ქალაქ კლივლენდში მდებარე ეპისკოპალური საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, ტრეისი ლინდმა, (ასევე განცხადებული ლესბოსელი) განაცხადა: „ვაკურთხებ ამ შენობას! დაე მისმა კედლებმა გაუძლონ ყველა საშინელ თავდასხმებს და სირცხვილს, რომელიც მასზე მოვა. დაე დარჩეს ის იმედის შუქურად ყველასთვის, ვისაც დასჭირდება მისი მომსახურება“.

ამრიგად, გაერთიანება, რომელიც უარყოფს მცნებას „არა კლა“ არანაირი, ყველაზე შემწყნარებლური საზომითაც კი არ წარმოადგენს ეკლესიას. ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ „არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა“- არის ის, რომ ადამიანებმა არ შეიძლება არ იცოდნენ, მიუხედავად იმისა, ქრისტიანები არიან ისინი თუ არა. ბავშვი დედის საშვილოსნოში ადამიანური არსებაა, ის არის უდანაშაულო არსება – ასე, რომ ის არ სჩადის დანაშაულს, რომლის გამოც ეკუთვნის სიკვდილით დასჯა, არც შეიარაღებულ აგრესიას ავლენს, რომელიც უნდა მოიგერიო ძალის გამოყენებით. მისი სიცოცხლის ხელყოფა წარმოადგენს ქიმიურად სუფთა შემთხვევას, რომელიც არღვევს მცნებას „არა კლა“. ეკლესია, ამოწმებს რა ამის შესახებ, ამოწმებს ასევე ღვთის სიყვარულის შესახებ ცოდვილებისადმი, რომელიც გამოვლინდა იმაში, რომ „რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი – არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით“ (1პეტ. 3:18), ღვთის სიყვარული ვლინდება არა ცოდვის გამართლებაში, – არამედ იმაში, რომ ცოდვა გამოსყიდულია ქრისტეს სისხლით და იქნება მიტევებული, როგორც კი ადამიანი მოინანიებს მას. აღთქმა ცოდვათა მიტევებისა – ნებისმიერი ცოდვის- მათთვის, ვინც მოინანიებს, არის მთელ წმიდა წერილში. „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა – თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

ცოდვის გამართლებაში ვლინდება რაღაც სხვა, – უფრო სწორედ ვიღაც სხვა, ვისაც საერთოდ არ სურს, რომ ადამიანებმა შეინანონ, მიეტევით და მიენიჭოთ მარადიული გადარჩენა…

სახარების მქადაგებლები ადამიანებში აღძრავენ მონანიების სურვილს, რათა მათ მოიპოვონ მიტევება და გადარჩნენ; „ლიბერალური“ და „პროგრესული“ „ქრისტიანობის“ გზავნილი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამას – ის აბრკოლებს ადამიანებს მონანიებისგან, ახდენს მათ წაქეზებას და წახალისებას, რომ დარჩნენ ცოდვებში.

ამგვარი ლიბერალური გაერთიანებები – არა ეკლესიები, დაზიანებულიც კი, მაგრამ ფაქტიურად ეკლესიათა შემცვლელები, ეკლესიის მოწინააღმდეგენი, ქადაგებენ სახარების წინააღმდეგ.

მაგრამ როგორ გადაიქცნენ გაერთიანებები, რომლებიც ოდესღაც ქრისტიანული იყო, სადაც იქადაგებოდა წმიდა წერილი და იდიდებოდა ქრისტეს სახელი, თავისსავე მოწინააღმდეგედ?

საერთოდ როგორ მიიღეს მათ ასეთი უცნაური სახე? არსებობს თუ არა კავშირი ქალთა მღვდლობასა ( და ეპისკოპატს) და შემდგომ გამოვლინებებს – ჯერ ჰომოსექსუალიზმის, შემდეგ კი აბორტების გამართლებას შორის?

ერთმნიშვნელოვანი დამთხვევა აქ არ არის. არსებობს პროტესტანტული გაერთიანებები, რომლებიც ახდენენ ქალთა ხელდასხმას, მაგრამ არ თანაეზიარებიან სოდომის უფსკრულებს. არსებობენ ისინიც, რომლებიც უკვე ჩაცვივდნენ სოდომის უფსკრულებში, თუმცა აბორტებისაგან თავს იკავებენ – და ჯერ კიდევ მიიჩნევენ მათ ცოდვად. იმედია მრავალი პროტესტანტი მსახურს ექნება მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შვედი და ამერიკელი „ეპისკოპოსების“ ქმედებების მიმართ.

მაგრამ არსებობს გარკვეული კანონზომიერება. თუ რომელიმე გაერთიანება უშვებს ქალის მღვდლობას, შეიძლება ველოდოთ – უკვე არსებულ მაგალითებზე დაყრდნობით – რომ მომდევნო ნაბიჯი იქნება ჰომოსექსუალიზმის გამართლება, შემდგომ კი აბორტებისაც. რა არის იმის მიზეზი, რომ მოვლენები ასე ვითარდება?

ნებისმიერ ქმედებაში შეიძლება გამოიყოს ქმედების შინაარსი და მისი მოტივები. შეიძლება განხორციელდეს სწორი ქმედება სწორი მოტივებით – მაგალითად ლიტურგიის ჩატარება ღვთის მორჩილებით, რათა განვადიდოთ ქრისტე და ვიყოთ თანამოქმედნი ადამიანთა გადარჩენის საქმეში. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ სწორი ქმედებები განხორციელდეს არასწორი მოტივებით – მაგალითად, ჩატარდეს ლიტურგია რომელიღაც საერო საქმის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფარგლებში. შეიძლება განხორციელდეს არასწორი ქმედებები სწორი მოტივებით – მაგალითად, იქადაგებოდეს მცდარი სწავლება, შეცდომით (თუმცა გულწრფელად), ვფიქრობდეთ რა, რომ ამით სათნო ვეყოფით ღმერთს. შეიძლება განხორციელდეს არასწორი ქმედებები არასწორი მოტივებით – მაგალითად, გაკეთდეს აბორტები გამდიდრების მიზნით.

„ქალთა მღვდლობის“ შემთხვევაში არის თავად ქმედება – ქალთა ხელდასხმისა სამღვდელო ხარისხში, და ის თავისთავად, წმიდა წერილის და საღვთო გარდამოცემის გადმოსახედიდან არასწორია. მაგრამ მთავარი პრობლემა – მოტივია, რომელიც დგას ასეთი გადაწყვეტილების უკან.

პროტესტანტმა რეფორმატორებმა თავის დროზე ბევრი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მათ, ყოველ შემთხვევაში ჰქონდათ ღვთის მსახურების და მისი ნების აღსრულების განზრახვა. ქალთა მღვდლობა თავიდანვე შემოდის არა საღვთისმეტყველო, არამედ გარეგნული, ამ სოფლიური მოსაზრებებით – ერში კორპორაციებმა სახელმწიფოს ზეწოლის გამო, უარი თქვეს სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე, ეს სოფელი მტრული განწყობით უყურებს იმას, რომ ეკლესიაში მამები – აუცილებლად მამაკაცები არიან და სწორდ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი განკითხვა ერისაგან, შემოაქვთ ქალთა მღვდლობა, შემდგომ კი ეპისკოპოსობაც.

როცა ანგლიკანურ ეკლესიას შემოჰქონდა ქალთა ეპისკოპატის ცნება, პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი თავისი ბოლშევიკური პირდაპირობით ხსნიდა ამის მიზეზებს: „მე მინდა ვთქვა ძალიან ნათლად, რომ მოვიდა ქალი ეპისკოპოსების დრო. ის უკვე დიდი ხანია მოვიდა. ეკლესიამ უნდა მიიღოს ეს… ვფიქრობ, რომ ინგლისის ეკლესიისათვის მნიშვნელოვანია იყოს დღევანდელ საზოგადოებასთან კონტაქტში მყოფი თანამედროვე ეკლესია, და ვფიქრობ, რომ ეს არის ის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“.

ამრიგად მოტივებს, რომლებითაც ანგლიკანებმა შემოიღეს ქალთა ეპისკოპატი, არანაირი შეხება არ ჰქონდათ წმიდა წერილთან, ან გარდამოცემასთან – არამედ ნაკარნახევი იყო სურვილით – ინგლისის ეკლესია ყოფილიყო „დღევანდელ საზოგადოებასთან კონტაქტში მყოფი თანამედროვე ეკლესია“. ამრიგად ქალთა „მღვდლობის“ – ისევე როგორც „ ეპისკოპატის“ შემოღება აღნიშნავს ერთ ფუნდამენტალურ ძვრას – ამ სოფელს ეძლევა უფლება თავისი წესები და კანონები უკარნახოს ეკლესიას.

ეს სოფელი კი, იღებს რა ასეთ უფლებას, ბუნებრივია, არც კი ფიქრობს გაჩერდეს ქალთა ეპისკოპატზე – ვითომ რატომ უნდა გაჩერდეს. ის ბოლომდე ზეწოლით ეცდება მიაღწიოს სრულ თანხმობას ყველაფერში – რათა ქრისტიანულ ღვთისმსახურთა კოსტიუმებში გამოწყობილმა ხალხმა, დაუმოწმოს მას, რომ მისი საქმეები კეთილია. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა, აქვს და მეორედ მოსვლამდე ექნება კონფლიქტი ამ სოფელთან. ამის შესახებ პირდაპირ არის დაწერილი სახარებაში.

ეკლესია, რომელიც მთლიანად ეთანხმება ამ სოფელს – ეკლესია აღარ არის.

და დასკვნა, რომელიც აქედან გამომდინარეობს – ეკლესია „თანამედროვე“ კი არა, „მარადიული“ უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს თანამედროვე საზოგადოებასთან ისეთ კონტაქტში, რომ ამ უკანასკნელმა უკარნახოს თავისი კანონები. ის უნდა იყოს კონტაქტში ღმერთთან და მის წმინდანებთან. არ შეიძლება ამ სოფელს მიეცეს უფლება, რომ უკარნახოს ეკლესიას, რადგან ის არ დაწყნარდება, სანამ არ ამოატრიალებს მას.

სერგეი ხუდიევი

წყარო