You are currently viewing თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მართლმადიდებლობა მიიღო და საჯაროდ დაამოწმა თავისი რწმენა

თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მართლმადიდებლობა მიიღო და საჯაროდ დაამოწმა თავისი რწმენა

Download article eBook

 თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა, უმსხვილესი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან სელინ ბოკემ (Selin Saye Böke) მართლმადიდებლობა მიიღო.
თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე: ,,არის თუ არა ქრისტიანი“, ქალბატონმა სელინმა უპასუხა, რომ მან ნამდვილად მიიღო მართლმადიდებლობა.

სელინი წარმოშობით ხატაის პროვინციის ქალაქ იზმირიდან (ბერძ. სმირნა) არის, რომელიც სამხრეთ თურქეთში მდებარეობს.  ამ რეგიონში სახლობენ ტრადიციული არაბულენოვანი მართლმადიდებლები, რომელთაც თურქეთის ხელისუფლების ზეწოლისა და რეპრესიების გამო უხდებათ საკუთარი რელიგიური კუთვნილების დამალვა.

turqetis-parlamentis-deptatma-martladidebloba-miigho

დეპუტატმა ნათლისღება მიიღო ქალაქ ალექსანდრეტეს (ისკენდერუნი) ტაძარში, რომელიც ეკუთვნის ალექსანდრიის საპატრიარქოს.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი კრიტიკული შენიშვნებისა და უარყოფითი რეაქციისა თანაპარტიელთა მხრიდან, არათუ მიიღო მართლმადიდებლობა, არამედ საჯაროდ დაამოწმა თავისი რწმენა.

წყარო: romfea.gr