You are currently viewing მათ თავისუფლება კი არა, თქვენი შვილები სჭირდებათ…

მათ თავისუფლება კი არა, თქვენი შვილები სჭირდებათ…

Download article eBook

   2015 წლის 17-18 მაისს, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია World Congress of Families-ის გასვლითი რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა. გთავაზობთ იტალიეილი მომხსენებლის, ევროპაში მილიონიანი საპროტესტო მარშის მომწყობი საზოგაოდებრივი ორგანიზაცია PROVITA-ს დირექტორთა საბჭოს წევრის, ალესანდრო ფიორეს სიტყვას:

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხორციელდება გენდერის თეორიის  დამკვიდრება და მხარდაჭერა, ამ მხრივ არც იტალიაა გამონაკლისი.

რა არის გენდერის თეორია?

თეორიის თანახმად სექსუალური იდენტობა ოთხი ელემენტისგან შედგება:

  • ბიოლოგიური სქესი:  გენეტიკური სქესი, რომლითაც შენ დაიბადე;
  • გენდერული იდენტობა: ქალის, მამაკაცის ან განუსაზღვრელი ბუნების სუბიექტური აღქმა, (a-გენდერი; მესამე გენდერი და ა.შ)
  • სექსუალური ორიენტაცია;
  • გენდერის როლი: ქცევა სოციალურ სფეროში.

„ჩვეულებრივი“ ადამიანის შემთხვევაში (როგორც ჩვენ ვიტყოდით)  ეს ოთხი ელემენტი ერთადაა მოთავსებული: მაგალითად – მე გენეტიკურად ვარ მამაკაცი, თავს აღვიქვამ მამაკაცად, მე მიზიდავს ქალები და ვიქცევი როგორც მამაკაცი.

მაგრამ გენდერის თეორია:

  • ანცალკევებს ამ ელემენტებს ერთმანეთისგან და ისინი ხდებიან დამოუკიდებლები;
  • გენდერულ იდენტობას ანიჭებს პრევალენტობას (უპირატესობას) ბიოლოგიურ სქესზე.

ასე, რომ  მე შეიძლება ვიყო ბიოლოგიურად მამრობითი სქესის და მიუხედავად ამისა ვიყო „ქალიც“ და მივეკუთნებოდე ერთს (ან რამდენიმეს), მრავალი გენდერიდან L, G, B, T, Q, I და ა. შ

მე ბიოლოგიურად ვარ მამაკაცი; მე მიზიდავს ქალები… მაგრამ თუ დაჟინებით აღვიქვამ ჩემს თავს ქალად, მე ვიქნები ქალი –  ლესბოსელი ტრანსგენდერი ქალი.

თეორიის თანახმად: ნებისმიერი სექსუალური ორიენტაცია ნორმალურია; ბიოლოგიური სქესი არარელევანტურია (შეუსაბამოა) ფსიქოლოგიური და სოციალური სქესისა, ქორწინება შეიძლება შედგეს ორ კაცსა და/ან ორ ქალს შორის და ბავშვებს დედა და მამა კი არ სჭირდებათ, არამედ მშობელი N1 და მშობელი N2…

ეს თეორია ებრძვის საღ აზრს: მოზრდილებს შეუძლიათ უარყონ ის მარტივად, მაგრამ LGBT-ს ნამდვილად არ აქვს იმედი, რომ დაგარწმუნებთ თქვენ, თქვენ რომელთაც უკვე ჩამოყალიბებული მორალური ღირებულებები გაქვთ: მათ სურთ დაარწმუნონ ბავშვები. ბავშვები გაცილებით უფრო სუსტები არიან, მათ ბუნებრივი რწმენა აქვთ თავიანთი მშობლებისა  და მასწავლებლების… ისინი ადვილად ზიანდებიან (ირყვნებიან) და ეს ზუსტად ისაა,  რაც LGBT-ს სურს.

აქედან გამომდინარე იტალიაში გენდერის თეორია დანერგილია მრავალი გზით, მაგრამ განსაკუთრებით სკოლებში.

UNAR-ი არის „ანტი-დისკრიმინაციული“ სამთავრობო ოფისი. მან გამოაქვეყნა სტრატეგია (“Strategia nazionale per il contrasto delle discriminazioni basate sull’orientamento sessuale e sull’identità di genere”)  რომელიც უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით სკოლებში.

  • სტრატეგია ნერგავს განათლებას, რომელიც ეფუძნება გენდერული იდენტობის და LGBT-ს „გაძლიერებას“  სკოლებში.
  • რელიგიურ ადამიანებს წარმოაჩენენ ჰომოფობებად.

UNAR-მა გამოაქვეყნა სამი სახელმძღვანელო დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის: ისინი ეუბნებიან მასწავლებლებს, რომ ჰომოსექსუალიზმი და გენდერული იდენტობა წარმოდგენილი უნდა იყოს ყველგან. მათემატიკის ამოცანებშიც კი! მოცემულია მაგალითი: „მერი მიდის მაღაზიაში თავის ორ მამასთან ერთად და ყიდულობს….“

ზოგიერთ სკოლაში მათ დაიწყეს WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) სტანდარტების დანერგვა განათლებაში: „ევროპის სქესობრივი განათლების სტანდარტები“:

  • 4-6 წელი: ბავშვები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ;
  • 0-4 წელი: ბავშვებმა უნდა შეისწავლონ სხვადასხვა გენდერული იდენტობა და უნდა იქნან ინფორმირებულნი ადრეულ ასაკში მასტურბაციის სიამოვნების  შესახებ.

იტალიაში ასევე არსებობს გეი “ზღაპრები” პატარა ბავშვებისათვის სკოლაში დასარიგებლად:

due-papà_mid“Perché hai due papà?”

nei-panni-di-zaff-felicità
“Nei panni di Zaff”

  • სათაური: “Perché hai due papà?”, რომელიც აღწერს როგორი ჩვეულებრივი და მშვენიერია გყავდეს ორი „მამა“. აქვე აღწერილია, რომ მათ შვილის ასაყვანდ სუროგაცია გამოიყენეს და რომ ესეც ძალიან ნორმალურია (მიუხედავად იმისა, რომ სუროგაცია იტალიაში ჯერ კიდევ კრიმინალად ითვლება!)
  • სათაური: “Nei panni di Zaff”. ტრანსგენდერი ბიჭის ისტორია, რომელსაც უნდა გახდეს პრინცესა. სხვა ბიჭებმა უთხრეს მას, რომ იგი პრინცესა ვერ გახდებოდა,  რადგან მას აქვს პენისი. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ის თავის სასქესო ორგანოს კაბის ქვეშ დამალავს.  საბოლოოდ ის პრინცესა ხდება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის,  თუ „რას გრძნობ შენ“.

ზოგიერთ დაწყებით სკოლაში LGBT ჯგუფები ასწავლიან „უსაფრთხო სექსს“, მათ შორის ისინი აგრეთვე  ასწავლიან (დეტალურად) ჰომოსექსუალურ სექსსაც.

მნიშვნელოვანია: გენდერის თეორია არ შემოდის ქვეყანაში ყვირილით: „შემომხედეთ რა მახინჯი და საშიში ვარ!“ . არა, მას ნიღაბი აქვს სახეზე. ნიღაბი…:

  • ანტი-დისკრიმინაციისა;
  • ანტი-ჰომოფობიისა;
  • სექსუალური განათლებისა;
  • გენდერული თანასწორობისა.

ესენი არიან ის ტროას ცხენები, რომელითაც შემოდის გენდერი.

თუ ზემოაღნიშნულ ფაქტთაგან რომელიმე გაქვთ საქართველოში მტკიცედ დაუპირიპირისპიდით მას. გენდერი, განსაკუთრებით დასაწყისში, მალავს თავის თავს.

იტალიაში LGBT-ის ერთ ერთი საყვარელი არგუმენტია განაცხადოს, რომ „არ არსებობს გენდერის თეორია“.  ისევე, როგორც ეშმაკს სურს დაარწმუნოს ადამიანი, რომ იგი არ არსებობს, რათა მეტად ავნოს მას: რადგან ვერ შეებრძოლები იმას, რისი არსებობისაც არ გჯერა.boy.jpg

LGBT-ს უბრალოდ თავისუფლება კი არ სურთ გეი აღლუმების მოსაწყობად: მათ თქვენი შვილები სჭირდებათ, რომ მომავალი მათ ეკუთვნოდეთ. ბავშვების გარყვნაა მათი მიზანი.

უარი თქვით ყველაფერზე, რაც  ანტიდისკრიმინაციის, ჰომოფობიის, სქესობრივი განათლების სახელით შემოდის. მორალისა და ტრადიციებისთვის გაბედულად იბრძოლეთ და თქვენ შეიძლება გაიმარჯვოთ იმ ბრძოლაში, რომელშიც დასავლეთის ბევრი ქვეყანა უკვე დამარცხდა.

წყარო: zneoba.ge