28 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ შტუტგარდში ჩატარდა საპროტესტო აქცია სკოლაში ახალი სასკოლო პროგრამის შეტანის წინააღმდეგ, რაც უშუალოდ ეხებოდა ერთსქესიანთა “ქორწინებას”.
შტუტგარდის ხელისუფლება განზრახული აქვთ განახორციელონ სკოლებში ახალი პროგრამა, სადაც ჩართული იქნება „სექსუალური მრავალფეროვნებები (მრავალსახეობები)”. მათ შორის ბავშვებს მოუყვებიან ერთსქესიანთა „ქორწინების” შესახებაც. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიუღებლად მიიჩნია ასეთ ნოვაციები და ჩაატარეს ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქცია.
4,5 ათასი ადამიანი შეიკრიბა შტუტგარდის ცენტრალურ მოედანზე – დევიზით: „შეაჩერეთ ჩვენი ბავშვების გენდერული იდეოლოგიზირება და სექსუალიზაცია”.
„ლგბტ მოძრაობის წევრები ცდილობდნენ სკოლებში თავიანთი იდეოლოგიის დანერგვას იმისათვის, რომ მისაღები იყოს თავიანთი სხვადასხვა სექსუალური ქცევის იდეები. თუმცა მრავალი მშობელი ეწინააღმდეგება ყოველივე ამას”, – განაცხადა ნორბერტ ნოიხაუსმა, „ოჯახური ფასეულობების” ფონდის წარმომადგენელმა.
„ეს არის საკითხები რომლებიც ეხება მშობლების უფლებებს – ამ კუთხით შვილების განათლება უნდა წარმართონ მშობლებმა და არა სკოლამ და სახელმწიფომ”, – დასძინა მან. აქციისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადნენ ლგტბ-ს აქტივისტები. წარმოიქმნა შეტაკებები პოლიციასთან, რის შედეგადაც დაზარალდა 18 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც.