ინგლისში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ქრისტიანი მოსამართლე, ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ, შვილების აყვანის შესახებ, ნეგატიური პოზიციის დაფიქსირებისათვის.
რიჩარდ პეიჯი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც BBC-ს ეთერში ერთნაირ სქესიან წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა. იურიდიული ბიუროს მიერ ჩაატარებული გამოძიების შედეგად, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს სამი შვილის მამა, 68 წლის, სევენოუკის და მეინსტოუნის სასამართლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე რიჩარდ ჰეიჯი. საგამომძიებლო იურიდიული ბიუროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი, მის მიერ ნაციონალურ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადებები გახდა. ეს ისტორია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ბავშვის აყვანის სასამართლო მოსმენის დროს პეიჯმა განაცხადა, რომ ბავშვისთვის უკეთესია დედასთან და მამასთან იყოს, ვიდრე ერთნაირსქესიან „მშობლებთან“. მაშინ პეიჯს უსაყვედურეს იმის გამო, რომ იგი საკუთარი რელიგიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა და არა მტკიცებულებებით. იგი მოიწვიეს BBC-ს თოქ-შოუში თემაზე: „ავიწროვებენ თუ არა ქრისტიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, სადაც რიჩარდ პეიჯმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია ერთნაირი სქესის წყვილების მიერ ბავშვის აყვანის თაობაზე. სწორედ ამის შემდეგ გაანთვისუფლეს თანამდებობიდან. „ლორდ-კანცლერმა და მთავარმა მოსამართლემ ჩათვალეს, რომ ის რაც პეიჯმა ნაციონალურ ტელევიზიაში განაცხადა, არის სერიოზული დანაშაული, რომელიც ჩრდილს აყენებს მოსამართლის რეპუტაციას და ამის გამო ბატონი პეიჯი განთავისუფლებულია მოსამართლის თანამდებობიდან“ – განაცხადა იურიდიული ბიუროს სპიკერმა. მიუხედავად ამისა, პეიჯი კვლავ მტკიცედ დგას თავის აზრზე: „როგორც მოსამართლე, მე უნდა ვიმოქმედო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ არ მოიძებნება მტკიცებულება, რომელიც მე დამარწმუნებს, რომ ბავშვების ცხოვრება ერთნაირი სქესის წყვილებთან ისეთივე კარგია, როგორც ცხოვრება დედასთან და მამასთან, რაც ღმერთის მიერაა ნამცნები”, – განაცხადა პეიჯმა.მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ ბავშვთა აყვანის თაობაზე, არის „სოციალური ექსპერიმენტი დაუცველ ბავშვებზე“. პეიჯის ადვოკატებმა, ქრისტიანული იურიდიული ცენტრიდან, ბიუროს გადაწყვეტილებას „ჩვენი დროის სიგიჟე“ უწოდეს . ქრისტიანული იურიდიული ცანტრის ხელმძღვანელმა, ანდრეა უილიამსმა განაცხადა: „ლორდ-კანცლერმა რიჩარდ პეიჯი თოქ-შოუში საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო გაათავისუფლა. ახალი, ბოროტი იურიდიული წესრიგის ნიღაბი ჩამოხსნილია. საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანებს საკუთარო პოზიციის გამოხატვა ეკრძალებათ და თუ ვინმემ მაინც გაბედა ხმის ამოღება – ისჯება. ასეთი ხალხის განდევნა სასამართლოდან, როგორც არის რიჩარდი, ჩვენი დროის უგუნურებაა. ის მთელი შეგნებული ცხოვრება საზოგადოებას ემსახურებოდა, ის ყოველთვის ქრისტიანული ღირებულებებით, ადამიანების მიმართ ღრმა თანაგრძნობით ხელმძღვანელობს, ამასთან შესანიშნავი ინტელექტუალური შესაძლებლობების პატრონია.
წყარო: telegraph.co.uk
bbc.com