You are currently viewing მხატვარ-ილუსტრატორთა საერთაშორისო გამოფენა «16-17 აპრილი»

მხატვარ-ილუსტრატორთა საერთაშორისო გამოფენა «16-17 აპრილი»

  

კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი „კენოზისის“ ორგანიზებით, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე „ათონის წმ. მთის სახელობის სახალხო დარბაზში“ (მისამართი:www.atonisdarbazi.ge) ეწყობა მხატვარ–ილუსტრატორთა გამოფენა.

მონაწილეობა/დასწრება თავისუფალია. გამოფენა მოეწყობა 16-17 აპრილს (შაბათ–კვირა), 14:00-დან 20:00-მდე; გაფორმებული იქნება მუსიკით.
გამოფენა მოიცავს როგორც ქართველ ილუსტრატორთა, ასევე უცხოელ მხატვარ-ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენას.

ილუსტრაციის თემა და ტექნიკა: თავისუფალი (გარდა კარიკატურებისა)

==მონაწილეობის პირობები==

1) გამოფენა არ ატარებს კონკურსის ხასიათს; მონაწილე უნდა იყოს 14 წლის ზემოთ.
2) 4 აპრილამდე, მეილზე atonisdarbazi@gmail.com გამოაგზავნოთ:
– სათაურში (subject) ეწეროს „მხატვარ-ილუსტრატორთა გამოფენა“.
– ტექსტში ეწეროს სახელი-გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი.
– იმეილს ერთვოდეს მაქსიმუმ 6 ნამუშევრის ფოტოსურათი, თავიანთი „სახელებით“.
3) რომელთა ნამუშევრებიც შეირჩევა გამოფენისათვის, დადასტურებას მიიღებენ იმეილზე (და მობილურზეც sms-ის სახით), შემდგომ მათ უნდა წარმოადგინონონ ფოტო-ნამუშევარი ამობეჭდილი ან ორიგინალი სახით ( ზომა ავტორის სურვილის მიხედვით, თუმცა არანაკლებ 22 სმ)

====ნამუშევრების შეფასება===

საგამოფენოდ ფოტონამუშევრები შეფასდება ორგანიზატორების მიერ, რომელთა აზრით მონაწილეებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კონკურსის თემას, ტექნიკურ მახასიათებლებს, კომპოზიციას, ორიგინალურობას..

პ.ს. იგეგმება,რომ გამოფენის შემდეგ, საიტზე გამოქვეყნდეს ყველა მონაწილის მიერ გამოგზავნილი ყველა ფოტო ( ჩვენვე ვუზრუნველყოფთ Copyright-ების აღბეჭდვას). თუმცა თუკი არ გაქვთ სურვილი რომ გამოქვეყნდეს, იმეილის SUBJECT-ში ჩაამატეთ ფრაზა „კერძო სურათები“.

წარმატებებს გისურვებთ! 

 

St. Stephen the Confessor cultural – educational house “KENOZISI” and “St. Mount Athos at the People’s Hall”

1th INTERNATIONAL CARTOON, ILLUSTRATION AND calligraphic EXIBITION

* Cartoon theme
– Free: animals, art, Business/Commerce, Children, Weather, Travel/Tourism, Sport, Science, Music, Medical, Food/Drink, Education/Teaching, Dating.

* Deadline: april 4, 2016

* Number of entries: max: 4 works

* Technique: Free, black and white or in colour, subtitles..

*Format: max A4 jpeg format at a resolution of 300 dpi. (e-mail /subject: INTERNATIONAL EXIBITION,/ name, surname, country, age.)

* Results: The results will be informed via e-mail on 8th april 2016.

* Exhibition: 16-17 april.

* All works will publish on site www.atonisdarbazi.ge & Will choose “the best theme 10 picture” for exhibition.

* Prizes: Diplom

* Address to send the artworks: atonisdarbazi@gmail.com

* Web: https://kenozisi.ge/geo/ http://atonisdarbazi.ge

Georgia, Tbilisi

Regards

 T