You are currently viewing მიტროპოლიტი ამბროსის განცხადება, საბერძნეთში უკანონო ემიგრაციის შესახებ

მიტროპოლიტი ამბროსის განცხადება, საბერძნეთში უკანონო ემიგრაციის შესახებ

 

საბერძნეთში ფართო რეზონანსი გამოიწვია კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსის განცხადებამ, რომელიც ეხება უკანონო ემიგრაციის პრობლემას.

„არა! ჩვენ არ გვაქს შესაძლებლობა შევიფაროთ მრავალრიცხოვანი მუსლიმი, რომლებსაც ძალადობრივი გზით აგზავნიან საბერძნეთში,  რათა დაიპყრნონ ჩვენი ქვეყანა და  შეცვალონ მისი იდენტობა.

ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, თანავუგრძნობთ, ვეხმარებით საკვებით და ტანსაცმლით, ვიცავთ მათ და ა.შ. მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა, მივცეთ მუდმივი საცხოვრებელი საბერძნეთში.
ჩვენ არ გვსურს თავი დავხაროთ და გავხდეთ მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების გეგმის ნაწილი, რომელთა სურვილიც, როგორც ჩანს  ჩვენი ქვეყანის დაშლაა.

ევროპელები უარს ამბობენ მიიღონ თავის ქვეყნებში ემიგრანტები. ავსტრიამ  და ბალკანეთის სახელმწიფოებმა ჩაკეტეს თავიანთი საზღვრები, გერმანელებმა გააპროტესტეს ლტოლვილთა მიღება,  თურქები კი სულ უფრო და უფრო მეტი ემიგრანტით „ტვირთავენ“ საბერძნეთის კუნძულებს.
ჩვენ არ გვსურს, ევროპელებისაგან,  ლტოლვილთა ჩასახლების  სანაცვლოდ, რაიმე სახის კომპენსაციის მიღება.
არ მივიღებთ ემიგრანტებს პელოპონესში! ხელშეუხებლად შევინარჩუნებთ  ჩვენ ნაციონალურობას. დავიცავთ ჩვენს სარწმუნოებას და  ტრადიციებს. დავიცავთ ჩვენ ენას და კულტურას.

რამდენიმე დღის წინ უცნაური რამ მოხდა. ჩრდილოეთ საბერძნეთში ლტოლვილებმა უარი თქვეს  წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ყუთებზე ჯვრის ნიშანი იყო.

ისინი არ იღებდნენ დახმარებას, არამედ ყვიროდნენ «Not halal» (უწმინდურები არიან) და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყუთებზე ჯვრის ნიშანი იყო.
ამ ტიპის ემიგრანტების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში!

წყარო:Agionoros.ru