You are currently viewing კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II:„ანკარას კვიპროსის რესპუბლიკის ლიკვიდაცია სურს“

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II:„ანკარას კვიპროსის რესპუბლიკის ლიკვიდაცია სურს“

 „სამწუხაროდ, ანკარას კვიპროსის რესპუბლიკის ლიკვიდაცია სურს, მაგრამ, ჩვენ მათ ასეთ სამსახურს ვერ გავუწევთ“ – განაცხადა კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, თავის 75 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ კვიპროსელ ხალხს, უდავოდ, სურს პრობლემის მოგვარება, მაგრამ, სწორედ მოგვარება და არა რესპუბლიკის ლიკვიდაცია.

„ ჩვენი ეროვნული საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ჩვენს ხალხს სურს. თუ ანკარას სურს, რომ კუნძულზე იყოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა და არა ფსევდო სახელმწიფო, მაშინ, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ნამდვილი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, როგორც ბერძენის, ასევე თურქისაც. თუ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ კვიპროსელი თურქები, განსაკუთრებით კი ანკარა, მაშინ კვიპროსზე იქნება კვლავ დაძაბულობა, კონფლიქტი და კვლავ ორი დაპირისპირებული სუბიექტი: ფსევდო-სახელმწიფო და კვიპროსის რესპუბლიკა“, – განაცხადა კვირპოსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს ΙΙ.

 შეგახსენებთ რომ კვიპროსის პრობლემა წარმოიშვა და განვითარდა უშუალოდ ბერძნებსა და თურქებს შორის ისტორიულად არსებული წინააღმდეგობების საფუძველზე. კვიპროსი ორად არის გაყოფილი  1974 წლიდან, როცა ანკარამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. 1983 წელს შეიქმნა ე.წ. „ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, დღემდე თურქეთის გარდა ამ ტერიტორიას, როგორც სახელმწიფოს არავინ სცნობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს კვიპროსელი თურქების ლიდერებს, კუნძულზე ჯარი ჰყავს ჩაყენებული. 2003 წელს „საერთაშრისო საზოგადოება“ ცდილობდა დაპირისპირებულ მხარეთა გაერთიანებას. მიიღეს გეგმა კვიპროსის გაერთიანების შესახებ, თუმცა კვიპროსის ბერძნულმა ნაწილმა, რომელიც საერთაშორისო სამართლით აღიარებულია როგორც სახელმწიფო, უარი თქვა აღნიშნულ გეგმაზე. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსის ბერძნული ნაწილი შევიდა ევროკავშირში. ყოველივე ამან მოვლენათა გამწვავებას შეუწყო ხელი, რადგან თურქეთი 1983 წლიდან უშედეგოდ ცდილობს საერთაშორისო აღიარებას და ევროკავშირში შესვლას.  „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას” კვიპროსელი ბერძნები არაკანონიერად მიიჩნევენ. თურქები კი თავისმხრივ აცხადებენ, რომ თურქეთი „ნაბიჯსაც არ მოიცვლის” კვიპროსიდან.

წყარო: www.romfea.gr