„კენოზისის“ ორგანიზებით, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში (ქალთა საპატიმრო) დაიწყო შეხვედრათა ციკლი: „ საჯარო შეხვედრები მოძღვრებთან საპატიმროებში“
შეგახსენებთ, რომ შეხვედრები ტარდებოდა სამ საპატიმროში: რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ორთაჭალის მე-12. ამჯერად დაემატა მეოთხე საპატიმროც.
პატიმრებთან სტუმრად იმყოფებოდა მღვდელმონაზონი დიონისე გვიმრაძე. შეხვედრა წარიმართა ლექციის და კითხვა-პასუხის რეჟიმში.
სასიხარულოა, რომ მათაც გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ მთარგმნელობით საქმიანობაში, რაც, ყველაფერთან ერთად, მათი რესოციალიზაცისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
შეხვედრები ტარდება ყოველთვიურად თითოეულ საპატიმროში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული