You are currently viewing „რატომ არ ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას?“ (ნაწილი II)

„რატომ არ ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას?“ (ნაწილი II)

Download article eBook

  I ნაწილი

„რატომ არ ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას?“

ნაწილი II
იყავი სხვისი ტკივილის თანამონაწილე 

მახსენდება,  მრავალი წლის წინ, ერთი ათონელი ბერის მონათხრობი, რომელიც ყოფილი მუსლიმი და ალპინისტი იყო.  ერთხელაც, როდესაც რომელიღაც მწვერვალის დასაპყრობად გაემართნენ, უეცრად, მის ფეხქვეშ ყველაფერმა ჩამოშლა დაიწყო, ქვემოთ კი დიდი უფსკრული  მოსჩანდა. ის სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რადგანაც გრძნობდა, რომ სიცოცხლეს  ემშვიდობებოდა. მის გვერდში მყოფი მეგობრებიც ვერაფერს აკეთებდნენ,  მათაც ხომ იგივე საშიშროება ემუქრებოდათ. ის მუსლიმი იყო და ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ უცებ  დაიყვირა: „იესო! ვიღუპები!“ ყველა გაოცდა. „იესო ჩემო!’“ – ამას მუსლიმი ყვიროდა! და იცით რა მოხდა? მის გვერდით, კლდეზე, გამოშვერილი ქვის ნაჭერი გამოჩნდა, რომელსაც ხელი ჩასჭიდა და გადარჩა. ეს სასწაული იყო. აქ გასაკვირი ის კი არ არის, რომ ეს ქვა სასწაულებრივად გამოჩნდა საიდანღაც, არამედ ის, რომ მუსლიმი კრიტიკულ მომენტში, სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფი,  ყვირის – „იესო მიშველე!“ რატომ მოუხმო „იესოს“ და არა „ალაჰს“ ან „მუჰამედს?“ იმიტომ რომ იმ წუთს, უიმედო მდგომარეობაში ის მიხვდა, რომ „იესო“-ს გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს!
ამ ადამიანის სხვა არაფერი მოსვლია თავში, გარდა სიტყვებისა: „იესო ჩემო, ღმერთო ჩემო, უფალო შენ ხარ ჩემი იმედი!“220694.p

შენ ოდესმე გითქვამს ეს? არა. იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ ადამიანებზე ამყარებ იმედებს, გგონია, რომ მათგან რაღაცას მიიღებ – ეს იმას ნიშნავს, რომ. სასოწარკვეთილებამდე სულ ცოტა გიკლია, ჯერ კიდევ გზა გაქვს გასავლელი, იმისთვის, რომ შენც აღმოგხდეს სიტყვები: „იესო, ღმერთო ჩემო, მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი შვილის გადარჩენა!’“. ეს არის მეორე წინაპირობა იმისა, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა ახლობლისთვის.

მესამე, რაც  ქანანელი დედაკაცისგან გავიგე არის ის, რომ ქრისტესკენ მიმავალ გზაზე არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში.
შენ იტყვი – კარგი, გავაკეთებ ისე, როგორც მასწავლი. აი მე დავკარგე ყველანაირი იმედი, ვევედრები, შევღაღადებ ქრისტეს, მაგრამ მას ჩემი არ ესმის. ღმერთს ჩემი არ ესმის!

ერთხელ, ერთმა ადამიანმა მითხრა:
-რახან შენ მეუბნები ვილოცებ, მაგრამ შენს ღმერთს ჩემი არ ესმის, არანაირ მნიშვნელობას არ მანიჭებს. რამდენადაც ვუახლოვდები, იმდენად მშორდება. რა ხდება?
ამ ადამიანს, ეკლესია ქანანელი დედაკაცის მიერ პასუხობს:
– უფალი მეც ასე მომექცა. არც მე დამელაპარაკა. ახლა ვიცი ეს, იმიტომ, რომ სასწაული ვიხილე და სიცოცხლე შევიცანი. მე ღმერთს შევიცნობ და მესმის მისი საიდუმლოებანი.
– არ არის ეს სწორი,
– რა არ არის სწორი?
– მასთან მისვლა, როდესაც ის ყურადღებას არ მაქცევს.
– არა, უფრო მტკიცე იყავი და უფრო მეტად მიუახლოვდი.
– კი, მაგრამ მე ხომ მივედი მაგრამ…
– არა, გეუბნები არ არის ასე.
– როგორ დამიმტკიცებ, რომ მისთვის სულერთი არ ვარ?

ისევ  ქანანელი დედაკაცი  პასუხობს:
აი რას გეტყვი: მტვერში ამოგანგლული, გაწეწილი და ღონემიხდილი მივსდევდი მას, რომ დავწეოდი.. ხალხის უკან ვიყავი, როდესაც მისი თვალები დავინახე და მივხვდი, რომ მის თვალებში  ბოროტება და ჩემი ტკივილის მიმართ გულგრილობა არ იყო.  მე მას ვუყვარვარ. ის განზრახ არ მაქცევდა ყურადღებას და თითქოს ვერ მამჩნევდა. როდესაც მაწანწალა ძაღლი მიწოდა და თავიდან მომიშორა, ვიგრძენი, რომ  მან ეს ძალდატანებით გააკეთა და მსუბუქად და გულგრილად  არ უთქვამს, მივხვდი, რომ ვუყვარდი! უნდა მომეთმინა,  საკუთარი „მე“ გამეთელა და მიმეღო იგი. როდესაც უფალს მიმართავ, უნდა დაემორჩილო მას, შესთხოვე მშვიდად და  იგრძენი, რომ მაწანწალა ძაღლი ხარ. არ იფიქრო: „იცი მე ვინ ვარ, ასე რომ მომმართავ?!“ ყველაფერში ვემორჩილები. ის  მარცხვენს, ყველა მიყურებს, მე კი ვფიქრობ: „არაუშავს, მიყურონ. დიახ მიყურეთ!. ის ჩემზე საუბრობს“. 

შენც ასე გააკეთე. მოითმინე, განიკითხე საკუთარი თავი. სწორედ ამაზე ამბობდნენ წმინდა მამები. „მე განვიკითხავ, ვადანაშაულებ საკუთარ თავს და ვამბობ: შენ ვინ ხარ და ვინ გგონია საკუთარი თავი?“ აქ გჭრიდება მოთმინება.

როდესაც ახლობელი ადამიანისთვის ლოცულობ, ყველაფერში და ყველნაირად მდაბალი იყავი, შინაგანად, გარეგნულად, სამოსში და ა.შ. მე ამაზე ადრე უკვე გესაუბრე. ჩემო ძვირფასო (მე არ გადანაშაულებ, უბრალოდ გიხსნი, იქნებ არც ვარ მართალი)  შენ ხომ, გაპრანჭული. მაკიაჟწასმული და  სამკაულებით შემკული, არ მოხვალ და მეტყვი: „მამაო, ჩემი შვილი იღუპება, ილოცეთ მისთვის!“ სად არის შენი თავმდაბლობა?  შენ დარდობ შენს შვილზე, აფორიაქებული ხარ… „დიახ მე მინდა ჩემი შვილი გამოსწორდეს“. მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ქანანელი დედაკაცი, დილით ნახევარი საათი მჯდარიყო სარკის წინ, გაეკეთებინა მაკიაჟი, ვარცხნილობა და შემდეგ როცა მოიცლიდა და ძალას მოიკრებდა ეთქვა: „ეხლა, წავალ ღმერთს შევხვდები“ – ჩემი შვილი დემონისგან იტანჯება, მაგრამ ეს არაფერი, მაკიაჟს გავიკეთებ, სუნამოს დავისხავ და წავალ…?“
ქანანელი დედაკაცი ყველაფერში მდაბალი იყო.  ქრისტე მას ყველას წინაშე ამდაბლებს  და ისე აკეთებს, რომ ამ ქალმა სულის სიღრმეში საკუთარ ეგოისტურ „მე“-ს გადააბიჯოს და თქვას: „უფალო, მაპატიე!“356477_original

რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ საკუთარ თავს ყურადღება არ მიაქციო, რა თქმა უნდა, არა! მაგრამ როდესაც ქრისტესთან შეხვედრა გსურს, უნდა განიცადო საკუთარი ტკივილი ყველა დონეზე. გაიღე მსხვერპლი, დაიწყე ბრძოლა, იღვაწე ახლობელი ადამიანისთვის. ცოტა მოიკელი და მაშინ მიიზიდავ უფლის წყალობას. ღმერთი დაინახავს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გაქვს, რომ არ ცხოვრობ სიყალბეში, ცდუნებაში და ფანტაზიაში, არამედ რეალურად აღიქვამ ყველაფერს. ეცადე ქრისტესთან მიხვიდე და მდაბლად ითხოვო და როდესაც აღმოაჩენ, რომ მას თითქოს არ ესმის შენი, თქვი: „არაუშავს, მაინც შევთხოვ და შევევედრები. ერთხელაც, ის აუცილებლად შეისმენს. ეხლა თავს მაჩვენებს, თითქოს არ ესმის“.

ქანანელი დედაკაცი უახლოვდება და დაჟინებით ითხოვს: „დიახ, უფალო ძაღლი ვარ, მაგრამ ერთი ნამცეცი მაინც გადმომიგდე, მხოლოდ ერთი ნამცეცისთვის გევედრები!“ ეს დედაკაცი “თავხედია“, ის თავხედურად, დაჟინებით მოითხოვს, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს. მაგრამ უფალი პასუხობს: „ყოჩაღ“. მისი “თავხედობა“ ქებას იმსახურებს!.

ასეთი კადნიერება უნდა გქონდეს ღვთის წინაშე. უფალიც სწორედ ამას გვიჩვენებს: „არ შეწყვიტოთ ლოცვა, ხელები არ ჩამოუშვათ, იმედი არ დაკარგოთ, არამედ იყავნით მტკიცენი და მეძებეთ მე“. „ითხოვეთ და მოგეცეს თქუენ, ეძიებდეთ და ჰპოოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქუენ“(მათე. 7:7)
აკაკუნეთ კარებზე:
– ღმერთო,შენს წყალობას ვითხოვ, არ შეისმენ ჩემს ვედრებას?
– მესმის, მესმის, მაგრამ ახლა მინდა, რომ მე  შემომხედო.  ახლა, როდესაც ახლობელი ადამიანისთვის სასწაულის მოხდენას ითხოვ ჩემგან, მინდა, რომ მე დამინახო და თუ დამინახავ, მიხვდები, რომ მე ვარ ყველაზე დიდი სასწაული, იმაზე მეტი, რასაც შენ ითხოვ. ეს თვალები, რომელსაც ხედავ – ჩემი თვალებია. ჩემი – უფალი იესუ ქრისტესი, ჭეშმარიტი ღმერთის. დაიწყე ჩემთან ურთიერთობა და მერე ითხოვე, რაც გინდა და მე მოგცემ. ოღონდ, იმედი არ დაკარგო.

გვეთამაშება?

არა, მას უბრალოდ სიკეთე სურს, მრავალმხრივი სიკეთე:  შენი შვილის კარგად ყოფნა, შენი ქმრის დაბრუნება, შენი გამოსწორება და სიმდაბლებდე მიყვანა, მადლიერების და ლოცვის სწავლება.

ის არავის ივიწყებს და არ ერთობა ჩვენით. არა.  ღმერთი მთელი სერიოზულობით გვიყურებს და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ქრისტესმიერი აღზრდა ჰქვია. ის გვზრდის და აქედან გამომდინარე ყურადღებასაც გვაქცევს. ქრისტე – აღმზრდელია, პედაგოგია და როდესაც ის თითქოს არ ისმენს ჩვენსას სწორედ მაშინ გვაქცევს ყველაზე მეტ ყურადღებას.

ამიტომ ლოცვა არ შეწყვიტო, იმედი არ დაკარგო! რამდენი წელია, რაც შენი შვილისთვის ლოცულობ? 6, 16, 30? – ასე გააგრძელე. ამბობ, რომ არაფერი მიგიღია, იმიტომ, რომ არაფერი შეცვლილა? არა, სინამდვილეში მიიღე – შენ ლოცვა ისწავლე, მჭიდროდ ჩაეჭიდე მის წმინდა სამოსს, მის წინაშე მუხლებზე დაემხე და ცრემლებით დაუსველე ფეხები.01405-A-600x535

ხედავ, ღმერთმა უკვე რამდენი რამ მოგცა?! სანამ იმ დიდ სათხოვარს აგისრულებდა, მან უდიადესი, ყველაზე დიადი საჩუქრები მოგცა, რაზეც არც კი გიფიქრია, რომ გეთხოვა.

ეს ასეა. ქრისტესთან ეს ასეა. ის მაშინ გვაძლევს იმას, რასაც ვითხოვთ, როდესაც მას მუხლმოდრეკილნი, სასოწარკვეთილნი, მხოლოდ მის იმედად მყოფნი, მშივრები, შემუსვრილები,  სიმტკიცით, მოთმინებით და საკუთარი ცოდვილობის გამცნობიერებელნი მივეახლებით. აგრეთვე, იმ განწყობით, რომ არ ვიმსახურებთ იმის მიღებას, რასაც ვითხოვთ. მდაბლად უნდა შევთხოვოთ და არა ისე თითქოს აუცილებლად გვეკუთვნოდეს.

ერთხელ, ჩემი პარალიზებული მეგობარი, კუნძულ ეგინაზე, წმინდა ნექტარიოს ეგინელის მონასტერში ჩამოვიდა. მეუფე იეროთეოსმა შესთავაზა წმინდა ნექტარიოსისთვის მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ეთხოვათ. მან კი უპასუხა:
– თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, არ ილოცოთ ჩემი გამოკეთებისთვის, არ ვარ იმის ღირსი. მრცხვენია, წმინდანს ჩემი გამოჯანმრთელება შევთხოვო, უბრალოდ ილოცეთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა, როგორც ღმერთს უნდა. როგორი მდაბალი თხოვნაა და არა ასეთი:  „მინდა!’’, „ამის უფლება მაქვს!’’, „დავიმსახურე!’’  „იცი ვინ ვარ?!’’ „ღმერთი ვალდებულია შეისმინოს, მე ხომ სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია!’’ და სხვა…

ჩვენ არაფერს არ ვიმსახურებთ! ეს საჩუქარია, გესმის? საჩუქარი! თუ ამას, როგორც საჩუქარს ისე მიიღებ, პრეტენზიების გარეშე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამბობ: „ღმერთო, როგორც შენ გსურს… არ ვიმსახურებ იმას, რომ ჩემი შვილი ისე იყოს, როგორც მე მინდა, არ ვიმსახურებ, რომ ჩემი ცოლი ან ქმარი ისე იყოს, როგორც მე მინდა. მე უბრალოდ საჩუქარს გთხოვ, სიმდაბლით გევედრები!“

არ გაქვს პრეტენზიების უფლება, ის რაც გინდა – ღვთის საჩუქარია.

კიდევ ერთი რამ დამავიწყდა ქანანელ დედაკაცზე და ახლობელი ადამიანისთვის ლოცვაზე. როდესაც სხვისთვის ლოცულობ, შენი სული უნდა იწვოდეს, მისი ტკივილი შენს  საკუთარ ტკივილად უნდა აქციო, მისი პრობლემა – შენს პრობლემად. ეს ისე ძლიერად უნდა გწვავდეს, რომ განიცადო ის, რასაც წმინდა მოციქული პავლე ამბობს: „ ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?“ (2 კორ. 11:29[1])
რა თქვა დედაკაცმა სახარებაში?
„შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან“ (მათე, 15:22[2])
როდესაც საკუთარი შვილისთვის ლოცულობს, ის არ ამბობს: „უფალო, შეიწყალე ჩემი შვილი!’’, არამედ – „უფალო, შემიწყალე მე!’’
– შენ შეგიწყალო? შენი შვილი არ არის ავად?
– დიახ, უფალო, მაგრამ ისე აღვიქვამ მის პრობლემას, როგორც საკუთარს, „შემიწყალე მე’’ და „შეიწყალე’’  – ერთი და იგივეა. ის ჩემს სულშია და ვგრძნობ, რომ ერთნი ვართ და ამიტომაც გთხოვ – „შემიწყალე მე!“  საკუთარი თავისთვის არ გთხოვ – ჩემი შვილისთვის გთხოვ, ისე მიყვარს, ისე ვარ მისი პრობლებით მოცული, რომ მეც ვიწვი ჩემ შვილთან ერთად, უფალო გევედრები, განკურნე!

სიყვარულს მივყავართ ამ ერთობისკენ, თანაგრძნობისკენ.  აი როგორ ხდება ლოცვით სასწაულები, როდესაც თანაუგრძნობ და სხვის ტკივილს გაითავისებ, როდესაც სხვისი გულისთვის იღწვი.

როგორი ღვაწლი? მაინც როგორი?  ამბობ, რომ შენი შვილი აქეთ-იქით დაეხეტება, არადა  შენ თავადაც დაეხეტები: ტელევიზორი, სეირნობები, გართობა, სატელევიზიო სერიალებს უყურებ 100 საათი გადაბმულად და ცოტა დროსაც კი არ გამოყოფ იმ დროიდან, რომელსაც ტელევიზორისთვის ხარჯავ, რომ შენი შვილისთვის ილოცო.

როგორ შემიძლია ვიწვოდე ჩემი შვილის ტკივილისგან და ამავდროულად სინდისი მყოფნიდეს და ვერთობოდე, ვინტრიგნობდე, წვეულებებზე დავდიოდე და სხვა ათასგვარ უაზრობას ვაკეთებდე. ამით ხომ ვერ დავეხმარები მას?
ღმერთი, რომელიღაც ოჯახში სნეულებას მარტო იმის გამო კი არ უშვებს ვინც ავადაა, არამედ დანარჩენებისთვისაც, რათა ყველამ თავისი გაკვეთილი მიიღოს და ყველა გამოსწორდეს.

გაოგნებული ვიყავი, როდესაც ერთი ახალგაზრდა მღვდლის დასაფლავებაზე ერთი ბებია დავინახე. მისი ნათესავი არ იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა. გამოვიდა ქუჩაში და მეუბნება:
– მამაო, ისე ვდარდობდი მასზე, რომ ღმერთს შევევედრე: „მე წამიყვანე, ოღონდ ამ ახალგაზრდამ იცოცხლოს!“

ეს რომ გავიგე შემრცხვა. გაიგეთ რა თქვა? „მე წამიყვანე, რომ მან იცოცხლოს!“ ეს ხომ სიყვარულმა ათქმევინა. სწორედ ეს არის: „შემიწყალე უფალო, ჩემი შვილი იტაჯება! წვალობს ჩემი შვილი, შემიწყალე მე, უფალო!“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – მეც რაღაცას გავწირავ, იმ ტკივილისთვის, რასაც ჩემი შვილი განიცდის.

ჩვენ კი ვამბობთ: „უფალო, სასწაული მოახდინე, ოღონდ ჩვენ არაფერი დაგვემართოს“, სხვა სიტყვებით: „არ შეგიძლია მოახდინო სასწაული ისე, რომ ჩვენ ამისთვის არაფერი გავიღოთ“

ისე უნდა იყო განწყობილი, რომ  თანაუგრძნო. აი შენ მაძლევ ვიღაცის სახელს,  მსახურებაზე მოსახსენიებლად და მეუბნები, რომ სიმსივნე აქვს. არ შემიძლია ფორმალურად წავიკითხო მისი სახელი და ვთქვა: „მოიხსენე, უფალო, მონა შენი…“ კარგი, წარმოვთქვი მისი სახელი, მაგრამ განა ეს ლოცვაა? მხოლოდ ეს? ამბობენ, რომ პროსკომოდიას დიდი ძალა აქვს, მაგრამ როდის?  არა მაშინ, როდესაც ფორმალურად და გარეგნულად აღესრულება, არამედ როდესაც ჩემი გულია თანამონაწილე. რას ამბობს უფალი? „მომეცი შვილო  გული შენი“, „შენი გული მინდა, რასაც ითხოვ, ყველაფერი გულით ითხოვე“. როდესაც სხვისთვის ლოცულობ, შენი სული ტკივილს უნდა განიცდიდეს.

ერთმა გოგონამ, რომლის დედასაც სიმსივნე ჰქონდა, მამა პაისს უთხრა:
– მამაო, ილოცე დედაჩემისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს!
მან კი უპასუხა:
– ვილოცებ, რომ გამონამრთელდეს, მაგრამ ხომ არ გვეთხოვა ღმერთისთვის, რომ დედაშენის  გამოჯანმრთელებისთვის, მისი სიმსივნის ნახევარი შენთვის მოეცა? სიმსივნის რაღაც ნაწილი რომ მიგეღო, ცოტა შენც გეავადმყოფა და დედაშენი გამოკეთდებოდა. გაწყობს?
გოგონა გაოგნდა და უთხრა:
– არა, მამაო, თქვენ ვერ გაიგეთ! დედაჩემი უნდა განიკურნოს.
– დიახ, მაგრამ ასე რომ მოხდეს, საჭიროა, რომ ცოტა ტკივილი შენც იგრძნო.
– არა, არა! ილოცეთ, რომ განიკურნოს დედაჩემი!
– კარგი, ცოტა უკეთესი მოვიფიქრე: მოდი ესე გავიყოთ სიმსივნე – ნახევარი მე, ნახევარიც შენ. გაწყობს? დედაშენიც განიკურნება…
– მაპატიეთ მამაო, მაგრამ, აუცილებელია ჩვენც დავსნეულდეთ?
– კარგი, მაშინ ორ მესამედს ავიღებ, შენ კი გაცილებით მცირეს.
– განა  არ შეგიძლიათ, უბრალოდ ილოცოთ, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინოს და განიკურნოს დედაჩემი? თავგზა ამიბნიეთ, ვერაფერს ვხვდები..
– მინდოდა შენთვის მესწავლებინა, რომ როდესაც სხვისთვის ლოცულობ და მისთვის რაღაცას ითხოვ, შენც უნდა გტკიოდეს და მის ტკივილს თანაუგრძნობდე.
დიახ, შენ არ შეგიძლია სიმსივნე სხვას გადასცე, იმიტომ, რომ ადამიანი ხარ და ძალიან რთულია ითხოვო: „უფალო, დაე ის განიკურნოს და მე დავსნეულდე!’’ ჩვენ არ ვამბობთ ამას. მხოლოდ წმინდა ადამიანები იქცეოდნენ ასე. ეს სულიერი რისკია და ამისთვის საჭიროა ძალიან წმინდა იყო.  მაგრამ შენ თანაუგრძნე მაინც, იგრძენი ტკივილი და ცოტა ცრემლი დაღვარე.220701.p

ბერმა პორფირიმ ერთ ადამიანს უთხრა:
– როდესაც შენთვის ვლოცულობ კი არ ვამბობ: „უფალო იესუ ქრისტე, შეიწყალე მონა შენი’’, არამედ: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! იცი, რას ნიშნავს „შემიწყალე მე?“ ეს ნიშნავს იმას, რომ მე და შენ ერთნი ვართ და ისე ძლიერ მიყვარხარ, რომ თუ ღმერთმა წყალობა მომანიჭა, ის აუცილებლად შენზეც გადმოვა. სწორედ იმისთვის მინდა რომ ღმერთმა მადლი მომცეს რათა შენ მიიღო.

განა ეს საოცარი არ არის? თეორიულად მაინც, ხოლო პრაქტიკულ დონეზე  ეს ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელიც ჩვენი განკურნებისთვის ამსოფლის შხამს – წამლად გადააქცევს და მწუხარებას – მალამოდ, მოახდენს სასწაულს. იმედი არ დავკარდოთ და ვილოცოთ!

ასე რომ, ჩემო საყვარლებო, ყველას გისურვებთ განიცადოთ ის, რაც ამ დედაკაცმა განიცადა. რომ მოდრიკო და მიიზიდო მოუდრეკელი ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა მუხლს იდრეკს, რომელსაც ანგელოზები შიშით და ძრწოლით ემსახურებიან, შენი გულის, სიყვარულის, სიმდაბლის, ტკივილის და ცრემლებისკენ. რომ შემოტრიალდეს ის, რასაც „მამაო ჩვენო“-ში ვამბობთ: „იყავნ ნება შენი’’, ასე არ არის? „ღმერთო, დაე იყოს ნება შენი!’’. და აი მოდის უფალი იესუ ქრისტე და დედაკაცი ეუბნება:
– იყოს ნება შენი
– არა, შვილო, ახლა ჩემი ნება – შენი ნებაა. როგორც შენ გინდა ისე იყოს!
– მაგრამ უფალო ჩემი ნებაა, რომ იყოს ნება შენი, რომ განიკურნოს ჩემი შვილი, ჩემი ქმარი გადარჩეს, ჩემი ახლობლები რომლებზეც გთხოვ და გევედრები.
უფალი ეუბნება:
– ახლა, როდესაც ისე ლოცულობ, როგორც საჭიროა, როდესაც მიიღე გაკვეთილი სნეულებაზე და დამდაბლდი, გაიზარდე, შენმა გონებამ ღვთაებრივი სიბრძნე მოიპოვა, უკვე აღარაა საჭირო, რომ თქვა: „იყოს ნება შენი’’: შენი ნება – უკვე ჩემი ნებაა, ხოლო ჩემი კი – შენი.

გისურვებთ საყვარლებო, რომ ეხლა ან  ჩვენი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ღმერთი ინებებს, ჩვენც განვიცადოთ ეს სასწაული, რასაც ჩვენი ახლობელისთვის ვითხოვთ: რომ ტკივილმა, ფარულად დაღვრილმა ცრემლებმა, სულის ტკივილმა თავისი ნაყოფი გამოიღოს; რაღაც მომენტში, ამ ცხოვრებაში იქნება ეს, თუ სამოთხეში, სადაც არ უნდავ ვიყოთ დავინახოთ, რომ ღმერთი ყველაფერს გვაძლევდა, რასაც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითხოვდით.

გისურვებთ ყველას, რომ ღვთაებრივი ძალა ჩაიღვრილიყოს თქვენს გულებში და აღავსოს თქვენი ცხოვრება სასწაულით, რომელსაც უკვე დიდი ხანია ელოდებით, აღვსილიყოს თქვენი სულები სიხარულით და მხიარულებით და დღე და ღამე ამბობდეთ: „გადიდებ შენ უფალო და მიყვარხარ! ყოველთვის მიყვარდი, ყოველთვის გადიდებდი, სნეულების დროსაც და ახლა, როდესაც მაჩუქე ის, რასაც გთხოვდი,  ჩემი ძახილი უფრო მელოდიურია და არასდროს შევწყვეტ გამეორებას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!’’  -არასდროს შევწყვეტ შენს დიდებას!“

არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი
თარგმნა: ნინო ასათიანმა
წყარო: pravoslavie.ru