You are currently viewing ნიუ-იორკში აღდგომის ღამეს სერბული მართლმადიდებლური ტაძარი დაიწვა

ნიუ-იორკში აღდგომის ღამეს სერბული მართლმადიდებლური ტაძარი დაიწვა

   აღდგომის სადღესასწაულო წირვის დასრულებიდან რამდენიმე საათში, მანჰეტენზე (ნიუ-იორკი) მდებარე სერბულ მართმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.

170 მეხანძრე ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლის დროულად ლოკალიზება ვერ შეძლეს. მთლიანად განადგურდა ნეოგოთიკური ტაძრის სახურავი. არიან დაშავებულებიც, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

ტაძარი 1850 წელსაა აშენებული. ტაძარი 1968 წელს ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: dailymail.co.uk