2016 წლის 15-17 მაისს საქართველო მასპინძლობს ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რიგით მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესს. საქართველოში კონგრესის პარტნიორია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“.
მსოფლიო საოჯახო კონგრესი მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა აშშ-ში 1997 წელს და აერთიანებს, 80 ქვეყნის 200-ზე მეტ ოჯახური ღირებულებების დამცველ ორგანიზაციასა და ასოციაციას, სულ მოიცავს დაახლოებით 50 მილიონამდე ადამიანს.1997 წლიდან დღემდე ცხრა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა: პრაღაში (1997), ჟენევაში (1999), მეხიკოში (2004), ვარშავაში (2007), ამსტერდამში (2009), მადრიდში (2012), სიდნეიში (2013), სოლტ ლეიქ სითიში (იუტას შტატი, აშშ, 2015), მეათე კონგრესი კი ტარდება – თბილისში.
კონგრესია სამი დღე გრძელდება: 15 მაისს, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ აღიარებულ „ოჯახის საერთაშორისო დღეს“, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში (Radisson Blu Iveria). გაიმართა კონგრესის, პირველი, გახსნითი პლენარული სესია – „განათლება და ოჯახი გზაჯვარედინზე“. პირველ ნაწილის თემა იყო: „გენდერის თეორია და განათლების სისტემაში მისი დანერგვა“. 16 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მსოფლიო მეათე საოჯახო კონგრესის მთავარი პლენარული სხდომა: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“.
17 მაისს, 09:30-დან სასტუმრო რედისონში დაიწყება, კონგრესის მესამე, დასკვნითი სასესიო დღე. მოხსენებების თემა იქნება: „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: სიცოცხლის კულტურა თუ სიკვდილის კულტი?!“
გაიმართება სამი პარალელური სესია: ოჯახის, ქორწინების, დემოგრაფიის, აბორტის საკითხებზე.
დასწრება თავისუფალია.
19:00 – რუსთაველის თეატრში გაიმართება მეათე მსოფლიო საოჯახო კონგრესის საზეიმო დახურვა.
გთავაზობთ აშშ-ს 43-ე პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის მისასალმებელი სიტყვას მსოფლიო მეათე საოჯახო კონგრესის მონაწილეებისა და მასპინძელი ქვეყნის (საქართველო) მოსახლეობისადმი:
„მივესალმები თბილისში მე-10, მსოფლიო საოჯახო კონგრესზე შეკრებილ საზოგადოებას. როგორც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტისთვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ დაფასების და ენთუზიაზმის დანახვა, რომელიც 2005 წელს თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა. გავიმეორებ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მე ხალხს მივმართე: „საქართველო არის თავისუფლების შუქურა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. თქვენს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის გზა არ არის იოლი, მაგრამ თქვენ არ იქნებით მარტო ამ გზაზე, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა“.
მთელს მსოფლიოში სწორედ ოჯახები გვევლინება თავისუფლების შუქურად და დახმარების, იმედის და სტაბილურობის წყაროდ ადამიანებისა და ერებისათვის. როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი საყრდენი და თავისუფლების შუქურა – ოჯახის სიძლიერე, უნდა შენარჩუნდეს და ჩვენ უნდა დავიცვათ ის. ლორას და მე ყოველთვის გვჯეროდა, რომ უნდა წაგვეხალისებინა როგორც შვილად აყვანა, ასევე მხარი დაგვეჭირა კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრების პროგრამისთვის – ეს იქნებოდა დახმარება სიცოცხლის კულტურის მშენებლობის პროცესისათვის.
მივესალმები თქვენს ძალისხმევას – აღიაროთ ოჯახის მნიშვნელობა ნებისმიერი ერის წინსვლის საკითხში. თქვენი საქმიანობა ხელს უწყობს ბევრ სიცოცხლეს და მსოფლიოს უკეთესს ხდის. ლორა მიერთდება ჩემს მოკითხვაში საუკეთესო სურვილებით“, – ნათქვამია ჯორჯ უოლკერ ბუშის მისასალმებელს სიტყვაში.