†
მისი უნეტარესობა, მიტროპოლიტი ტიხონის სამღვდელმთავრო ეპისტოლე
აღდგომა 2016
ყოვლადუსამღვდელოესნო იერარქნო, ღირსო მამანო, ბერ-მონაზვნებო, რჩეულო მამასახლისნო და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანო ოჯახო,
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
მოგესალმებით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დიდი სიხარულით.
„აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ გალობა მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად აღმობრწყინებული.“ (აღდგომის საგალობელი)
დღეს ჩვენ ვიღვიძებთ სიხარულით ახალ და საღმრთო რეალობაში. დღეს, ჩვენი ცხოვრება გრძელდება იმავე იმედით ჩვენს უფალსა და მაცხოვარ იესუ ქრისტეში რომელიც გვქონდა გუშინ მაგრამ განახლებული სულითა და მიზნით. ეს გამომდინარეობს უფლისგან ჩვენდამი ნაჩუქარი სიცოცხლით, უფლისგან რომელმაც ჩვენთვის ხორცი შეისხა, ავიდა ჯვარზე, ჩავიდა საფლავში, მესამე დღეს აღდგა და ამაღლდა რათა გვქონდეს სიცოცხლე და უფრო მეტი ვიდრე სიცოცხლე (იოანე 10:10).
ისევე როგორც სახარების ერთ-ერთ იგავში მსახურები მოწოდებულნი იყვნენ მათდამი მოცემული ტალანტის გამრავლებისკენ, ასევე თითოეულ ჩვენთაგანს მოცემული გვაქვს ტალანტი (ნიჭი) რომელიც უნდა გავამრავლოთ. ეს არის ნიჭი იმისა რომ ვიყოთ კეთილნი, მოსიყვარულენი, მზრუნველნი, მომთმენნი, ნიჭი იმისა რომ ვიყოთ კარგი და ჭეშმარიტად მორწმუნე მშობელი, შვილი თუ დედმამიშვილი. ეს ნიჭები გამრავლდება და აყვავდება მეტი სისავსით ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში, რადგან იგი გვაძლევს შესაძლებლობას რომ დავიბრუნოთ საჩუქარი მარადიული სიცოცხლისა ჩვენს ყოველდღიურ განსაცდელებშიც კი.
ბოლო წლებში ჩვენ გვესმის ადამიანებისგან რომ „სიცოცხლე მნიშვნელოვანია” (ეს ფრაზა გამოყენებულია კონკრეტულ ადამიანების ჯგუფებში ძალადობის წინააღმდეგ – მთარგმნელი). ეს არ არის ახალი იდეა მათთვის ვინც დღეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს რომ სიცოცხლე, რომელსაც ქრისტე დღეს გვთავაზობს გაღებულია მთელი კაცობრიობისთვის. ეს საჩუქარი ჩვენ პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ გამოვიყენებთ უსასრულო სიცოცხლეს რომელიც ჯვრითა და აღდგომით გვებოძა. ავირჩევთ უბრალოდ არსებობას“ თუ ვიცხოვროთ, ვიცოცხლებთ სიცოცხლის სისრულეში რომელიც უხვად გადმოიღვრება სიყვარულში, მოწყალებასა და თანაგრძნობაში.
ჩვენ დღეს აღვსებული ვართ მშვიდი და აღურაცხელი სიხარულით. ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ეს სიხარული და სიცოცხლის სისავსე გავუზიაროთ ჩვენს გარშემო მყოფ საყაროს. ჯვრის მეშვეობით, ჩვენი სასმისი გადმოიღვრება სიცოცხლით (ფსალ. 23:5), საკმარისი სიცოცხლით რომ გავუზიაროთ ჩვენს გარშემო მყოფ ყველა ადამიანს; საკმარისი სიყვარულით რომ აღვავსოთ ყველა ის ვინც მარტოობასა და შიშს განიცდის; საკმარისი მოწყალებით და მშვიდობით, რომ მივუტანოთ სიხარული განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფთ.
მე გულწრფელად მსურს, რომ თქვენ აღდგომის სიხარული გადასცეთ თქვენს შვილებს, თქვენს მეზობლებს, მოყვასს, ყველას თქვენს ოჯახებში და თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს და აგრეთვე იმათ ვინც ჯერ არ იციან, რომ აღდგომა მართლმადიდებელ ეკლესიაში არის დღესასწაულთა დღესასწაული, გამარჯვებათა გამარჯვება, რისთვისაც ვადიდებთ ქრისტეს სამარადისოდ.
ჩემი სამღვდელმთავრო ლოცვითა და აღმდგარი უფლისადმი სიყვარულით
† ტიხონი,
ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსი
სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი
სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა: ლუკა ხუზაურაშვილმა
წყარო: oca.org