სამშაბათს, 31 მაისს გამოქვეყნდა კონსტანტინეპოლის წმინდა სინოდის „კომუნიკე“. კომუნიკე ეხებოდა წმინდა და დიდი კრების საკითხს, რომელიც ივნისში კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს.
კონსტანტინეპოლის სინოდმა, ასევე, განიხილა ყატარის საკითხიც. კომუნიკეს თანახმად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს ყატარის საეკლესიო იურისდიქციის პრობლემის გადაჭრისთვის, სრულიადმართლმადიდებელთა კრების დასრულებისთანავე, საერთო კომიტეტის შექმნა შესთავაზა, რომელსაც კოორდინირებას კონსტანტინეპოლის საპატრიარქო გაუწევს.
თუმცა, კონსტანტინეპოლის სინოდის ამ გადაწყვეტილებაზე, დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გეგმა უშედეგო იქნება, რადგან, ორივე პატრიარქს კრეტაზე გვერდიგვერდ მოუწევს მუშაობა. გამოდის რომ, მათი შერიგება უნდა მოხდეს მხოლოდ კრებაზე ერთობლივი მუშაობამდე.
„ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დიდი კრების წინ“, – განაცხადა ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წლის 4 მარტს იერუსალიმის პატრიარქმა ყატარში თავისი მიტროპოლიტი დანიშნა.
მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: romfea.gr