You are currently viewing საბერძნეთში იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საბერძნეთში იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

Download article eBook

   „საბერძნეთში იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა“

 1 ივნისს ციკლის –„ეკლესიის თანამედროვე მოღვაწეები“ ფარგლებში ქალაქ ვერიაში ჩატარდა ათონელი ბერის იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა და იოსების ისიხასტის შესახებ აღნიშნა: „თავისი მოთმინებისა და მორჩილების წყალობით ბერი იოსები  დედამიწასა და ზეცას შორის ცხოვრობდა.  მრავალი ადამიანისთვის ის გახდა სანდო სულიერი გზაკვლევი“.

მოხსენებით გამოვიდნენ:
საღამოზე მოხსენებიით გამოვიდნენ ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე –„მონაზვნური ასკეზის ძირითადი პრინციპები ბერი იოსების სწავლებით, მისი მოსწავლეების ზეპირი გადმოცემის მიხედვით“;

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი – „ბერი იოსებ ვატოპედელი – ბერ იოსებ ისიხასტის მორჩილი“;

სიმონა-პეტრას წინამძღვარი, არქიმანდრიტი ელისე – „ძირითადი ნიშნები იოსებ ისიხასტისა და ბერ ემილიან სიმონა-პეტრელის სწავლებაში“.

ვერიის ეპარქიის არქიმანდრიტი, ქრიზოსტომოსი – „სიმკაცრე და სითბო იოსებ ისიხასტთან“

ასევე, ნაჩვენებ იქნა ვიდეო-ჩანაწერი ბერ ეფრემ ფილოთეველის მოგონებებიდან იოსებ ისიხასტის ნეტარი აღსასრულის შესახებ, რომელიც არიზონაში, წმინდა ანტონი დიდის მონასტერში იქნა გადაღებული (სადაც მამა ეფრემი 20 წელზე მეტია მოღვაწეობს).

02GerontasIosif2016-102 (1) 02GerontasIosif2016-124 02GerontasIosif2016-104 02GerontasIosif2016-105 02GerontasIosif2016-108 02GerontasIosif2016-111 02GerontasIosif2016-113 02GerontasIosif2016-118 02GerontasIosif2016-119 02GerontasIosif2016-120 02GerontasIosif2016-121 02GerontasIosif2016-122 02GerontasIosif2016-123

მოამზადა მადონა ცეკვავამ
წყარო: agionoros.ru