წმინდა მთის
წმინდა კინოტი (საერთობო)
ათონი
კარიესი 12/25 მაისი 2016
ოქმის ნომ. .2/7/1085
მის ღვთივყოვლადუწმინდესობას, ყოვლადღირს მამასა და მეუფეს,
უ.უ. ბართლომეს
ფანარისადმი
ყოვლადუწმინდესო მამავ და მეუფევ, ქრისტეში აღმდგარი ძეური ღრმა პატივისცემით ვეგებებით თქვენს ღვთივყოვლაუწმინდესობას და მსოფლიოსანატრელი სიტყვებით მოგესალმებით
ქრისტე აღდგა!
ჩვენი წმინდა ადგილის წესის თანახმად გავმართეთ საგანგებო ორმაგი წმინდა კრება და კეთილკრძალულად ყურადღება გავამახვილეთ მორიგ საკითხებზე:
1) თქვენი საპატრიარქოს მიერ 2016 წლის 11 მარტს გამოგზავნილი წერილით, ჩვენმა წმინდა კინოტმა შეიტყო წმინდა და დიდი კრების შეკრების შესახებ და გაგვაცნო, კრებამდელი ექვსი დოკუმენტის წინასახე, რომელიც განსახილველად წარდგენილია დიდ და წმინდა კრებაზე.
2) თქვენი, საპატრიარქოსა და სინოდალური, 20 მარტის, „მრგვლივ“ – წერილით, სრულიად მართლმადიდებელი სინოდი უპირველეს და უმნიშვნელოვანეს მიზნად ისახავს იმას,რათა “ნათელი გახდეს რომ მართმადიდებლური ეკლესია არის ერთი, წმინდა, საყოველთაო (კათოლიკე) დ ა სამოციქულო ეკლესია, გართიანებული საიდუმლოებებით და განსაკუთრებულად საღმრთო მადლიგებით (ევქარისტიით), აგრეთვე მართლმადიდებლური რწმენით და ასევე კრებითობით(სინოდალურობით)“ ასევე გვაუწყებთ, რომ: „მართმადიდებელ შეთანხმებული და წმინდა და დიდ კრებაზე წარმოდგენილი დოკუმენტები ვრცელდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი კეთილმოსურნე მორწმუნესათვის, არა მხოლოდ ეცნობოს და ინფორმირებული იყონ, ამავდროულად შეეძლონ მათი აზრისა და მოლოდინების გამოხატვა, წმინდა და დიდი კრების თაობაზე.
ვეხმაურებით თქვენის ღვთივყოვლაუწმინდესობის მამობრივ მოწოდებას, მთელს წმინდა მთაზე, გამუდმებით ვლოცულობთ, ღვთისმოყვარეობით მოღვაწე მამაებთან ერთად, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, მკვდვრეთით აღმდგარი მაცხოვარისადმი, რათა დალოცოს და კეთილად წარმარტოს წმინდა და დიდი კრების ეს აღმატებული საქმე, მისი ეკლესიის საკეთილდღეოდ და საქმეცხადობითაც გამოაჩინოს ჩვენი წმინდა მართმადიდებლური ეკლესიის ერთიანობა, რომელიც თავისთავადაც ერთიანი , წმინდა, საყოველთაო (კათოლიკე) და სამოციქულო ეკლესიაა.
ამ მიმრთებით და კრებაზე გასატანი ტექსტების შესაფერისი ყურადღებით განხილვისა და გამოკვლევის შემდეგ, კეთილმოსაობით წარმოგიდგენთ ჩვენს ქვემორე მოსაზრებებს:
პატივსვცემთ და ფუძემინდობილად ვეთაყვანებით ქრისტეს დიდ დედა ეკლესიას და თქვენ, მსოფლიო (ოიკუმენე) პატრიარქსა და ჩვენს მამას. მოუკლებლად ვლოცულობთ მოწამეობრივი ეკლესიის პირველსაყდარზე და ერთსულად, ბჯენად ვუდგავართ მისი მძიმე ჯვრის ტვირთვას. როდესაც წარმოიშვება საკითხები, რომლებიც წმინდა მართმადიდებლურ ეკლესიის ცნობიერებას პრომლემად ესახება, გადავწყვიტეთ როგორც ჩვენზე უწინარეს მყოფი მამები იქცეოდნენ, ძეური კეთლკრძალვითა და სიყვარულით გამოვთქვათ ჩვენი აზრი და წინადადებები. ვადასტურებთ უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების ღირსებამოყვარე და გულდასმით ძალისხმევას, საერთომართლმადიდებლურ კრებისწინარე თათბირებში დაგეგმარებული, კრებისწინა, ტექსტების მომზადებში, რომლებიც გამოქვეყნდა საპატიო პირველმესაყდრეთა გადაწყვეტილებით (21-28 იანვარი 2016).
ამ ყველაფერთან ერთად, მიგვაჩნია რომ, ზოგიერთი აღნიშვნა კრებისწინარე ტექსტისა მეტ სიცხადეს მოითხოვს, რათა უფრო აშკარად გამომჟღავნდეს წმინდა მამათა ტრადიციების გარდაუვალობა და ეკლესიაზე დასაცავად მინდობილი კრებითი მემკვიდრეობა. ამდაგვარ შენიშვნებზე გამოვთქვამთ ჩვენ მდაბალ მოსაზრებებს და წინადადებებს, რათა ის სათანადოდ იქნას შეფასებული და გამოყენებული ეკლესიის მიერ.
პირველი შენიშვნა ეხება ეკლესიოლოგიას. განსაზღვრება „მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ერთი, წმინდა, საყოველთაო (კათოლიკე) და სამოციქულო ეკლესია“ სწორად არის წამძღვარებული „მართმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ ტექსტის დასაწყისში, იმ შეგნებითა და მნიშვნელობით, რათა გამოხატოს მისი ერთადერთობა. ამასთანავე, წმინდა და დიდმა კრებამ, როგორც წინაკრებით სათათბიროებზე აღმატებულმა ორგანომ, უნდა დახვეწოს წარმოდგენილი ტექსტი და მოერიდოს იმას, რომ სიტყვა „ეკლესია“ გამოიყენოს სხვადმადიდებლებთან (ეტეროდოქსებთან) მიმათებაში, ხოლო მის ნაცვლად გამოყენებული იქნას „ქრისტიანული დოგმები და აღმსარებლობები“. რათა, უკვე, ამგვარად, სხვადმადიდებლებმა (ეტეროდოქსებმა) განცხადებულად იცოდნენ, რომ გულწრფელი მართლმადიდებლური ურთიერთსაუბრებით ვზრუნავთ მათზეც. ასეთივე წარმართებით, უმართებულესი იქნებოდა რომ, იგივე ტექსტის მეექვსე(6) პარაგრაფის მეორე („ბ.“) ნაწყვეტიდან ამგვარი გამოთქმა: „ეკლესია ადასტურებს (და არა „აღიარებს“) სხვა ქრისტიანული აღმსარებლობების ისტორიულ არსებობობას…“
ამასთანავე დავსძენთ, ეკლესიის ერთიანობის ცნებასაც უფრო მეტი სიცხადე ესაჭიროება. ვთვლით, რომ მას, როგორც ქრისტეს სხეულის ერთიანობას, მიეკუთვნებიან მხოლოდ მართმადიდებლური ეკლესიის წევრები, მისი „დიდების“ თანამოზიარნი(სულიწმინდის განმაღმრთობელი მადლით), რომლთათვისაც ილოცა დიდმა მღვდელმთავარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით (წმ.ათანასე დიდი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. კირილე ალექსანდრიელი), მხოლოდ მათთვის ითქმება: „რათა იყონ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ“. ყველასთვის სასარგებლო იქნება, არა ოდენ მართმადიდებელი სამწყსოს თვითშეგნებისათვის, არამედ სხვადმადიდებლთათვისაც(ეტეროდოქსებისათვის), თუ ვისუბრებთ მათ დაბრუნებაზე, ერთ წმინდა საყოველთო(კათოლიკე) და სამოციქულო ეკლესიაში, ე.ი. ჩვენს წმინდა მართმადიდებеლ ეკლესიაში, რომელსაც შეუძვრელად უპყრია „საიდუმლოებაში ურთიერთობებისა და სწორ რწმენას შორის უწყვეტი კავშირი“, როგორადაცაა გამოთქმული წმინდა მსფლიო კრებებზე.
ერთობის ასეთი ფირმით გააზრებით, ეკლესია: „ხელსუწყობდა მისგან ახლოსა და შორს ჩამოშორებულებთაშორის დიალოგებს, სწორედ ასეთ ჩარჩოშია შესაძელბელი გამოითქვას სამოციქულო ბუნება „ახალ ისტორიულ ვითარებაში“, გაცხადებული მიზნით, გავამარტივოთ მათი დაბრუნებისთვის გზები მის წმინდა სულიერ ერთობაში. კერძოდ გთავაზობთ რომ მეხუთე(5) მუხლში ბოლო ფრაზა „ქრისტიანების დაკარგული ერთობა“ შეიცვალოს ასეთი სახით: „დაუბრუნდნენ ჭეშმარიტებას, ქრისტიანებს რომლებსაც დაშორდნენ“.
მეორე ადგილი რომელიც ცვლილებებს მოითხოვს, რათა უკეთესად გამოხატონ ეკლესიის თვითშეგნების გარდაუვალობა, არის ის ადგილები სადაც საუბარია ორმხრივ ან მრავალმხრივ ქრისტიანულ დიალოგებზე. თეოლოგიური დიალოგების მიდგომისა და ჩატარების მეთოდი არ არ აღძრავს სიმშვიდეს ეკლესიის სისავსეში. ჩვენ მიერადაც, წმინდა კინოტისაგან (საერთობოდან) დროდადრო, სხვადასხვა შემთხვევებისას, ოფიციალურად განვაცხადეთ ჩვენი აზრი სხვადმადიდებლებთან (ეტეროდოქსებთან) დადებულ თეოლოგიურ შეთანხმებებზე, გავაპროტესტეთ სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან აღსრულებული ერთობლივი ლოცვები და სხვა უადგილო რწმენათაყვანსაცემი მოქმედებები(მაგ. ლიტურგიული ამბორიყოფა და ას.შ), რაც, მათთან, ყალბი გაერთიანების სურათს ქმნის, როგორც მოხსენებულია (ΕΔΙΣ) 1980წლის 9-22 აპრილის ოქმში, კერძოდ, „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“ დოკუმენტის მეთვრამეტე (18) მუხლში. საჭიროა განიმარტოს, რომ მართმადიდებლური ეკლესია, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ მიიღებს ეკლესიის ერთობას, როგორც განსხვავებული აღმსარებლობების გაერთიანებას, ასევე ლოცვების ერთობლივად ჩატარებას, ან სხვა მსგავსი სახის ლიტურგიულ გამოვლინებას, რომელიც იწვევს აღრევას მართმადიდებელი ეკლესიის სისავსის ცნობიერებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ შეგვიძლია არ გამოხატოთ ჩვენი მძაფრი შეშფოთება და სამართლიანი წინააღმდეგობები, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ (ე.მ.ს) მართლმადიდებლების ზღვარგადასულ მონაწილეობაზე“.
მესამე, რაც შეეხება „მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების გამართვისა და საქმიანობის რეგლამენტს“ გასაგებად გვესმის საორგანიზაციო სირთულეები რომელიც არსებობს, ამიტომ გვერდს ვუვლით ზოგად არსებულ პრობლემებს ორგანიზების მეთოდთს და ეპისკოპოსების თანაბარპატივით მონაწილეობას. ამისდა მიუხეადავად, ტექსტის ოცდამეორე (22) მუხლში: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“, სადაც აღნიშნულია: თუ ვინ არის „საბოლოო მსაჯული რწმენის საკითხებში“, შეიძლება ამდაგვარი განმარტებით უფრო ნათელი გახდეს, რომ ეკლესიური სწავლება, რწმენის საკითხებში, გადამწყვეტ მსაჯულად აღიარებს ეკლესიის სისავსის ცნობიერებას, რომლებსაც ზოგჯერ გამოთქვამენ: ცალკეული პიროვნებები, ან იერარქთა კრებები, ანდა მორწმუნე ხალხი, და რაც სინოდალური გადაწყვეტილებებით მტკიცდება.
ასევე, მივიჩნევთ რომ წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებებში ნახსენები უნდა იყოს, VII მსოფლიო კრების შემდგომი დიდი მართლმადიდებლური კრებები, (წმ. ფოტის 879წ. და წმ. გრიგოლი პალამას, 1341-51წ.დროინდელი, და ისინი რომლებმაც გააუქმეს ლიონისა და ფლორენციის უნიატური ცრუ კრებები), რამდგანაც, ამ კრებების მოხსენებით სარწმუნეობრივი და ეკლესიური განსხვავებები(ფილიოკვე, შექმნილი მადლი, პაპის პირველობა და ას.შ) სხვადმადიდებლებთან(ეტეროდოქსებთან) სრულიად ნათელი ხდება.
მეოთხე საკითხი ჩვენს მიერ აღნიშნული პუნქტებიდან დაკავშირებულია დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში“ სულისკვეთებასთან. მოცემული ტექსტი გამოირჩევა სულიერი სისათუთით, თუმცა ჩვენ, მთაწმინდელნი, გახლავართ რა მემყუდროვე (ისიქასტური) ღვაწლის მემკვიდრენი, ვფიქრობთ, რომ იგი შეიძლებოდა სრულიად წარმატებით განვრცობილიყო (გამორჩეულად 6.13 პარაგრაფში) შესაბამისი მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და კოსმოლოგიის მეტად უფრო გაშლილი განმარტებით, რა სახითაც იყო იგი ფორმულირებული, უპირველესად წმიდა გრიგოლ პალამას მიერ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლებოდა გავრცობილიყო ასე:
„ღმერთს ძალუძს გამოეცხადოს ადამიანს და შევიდეს მასთან უშუალო ურთიერთობაში, თუკი ეს უკანასკნელი შეიმოსება ქრისტესმიერი ღვაწლით და გამუდმებით მოიძიებს მას გონიერი ლოცვის მეშვეობით. ამ მკაცრი და საიდუმლოძღვანებული სულიერების მიზანია განღმრთობა, ანუ მლოცველის მიერ ღვთიური ნათლისა და ფერიცვალების პირადი განცდა. ამისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ეს პიროვნული სისრულე, გამოხატული ღმერთთან ურთიერთობასა და მის გამოცხადებაში, ვლინდებოდეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში. ეს განდეგილური ბრძოლა ხორციელდება მხოლოდ ღვთიური მადლმოსილებით და არა მის გარეშე (მით უმეტეს არავითარ შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული მეთოდების გამოყენებით, რაც გვხვდება ძველი დროისა და თანამედროვე ოკულტურ მიდინარეობებში ან ადამიანის გონებისა და ცოდნის დამოუკიდებელი განვითრების გზით).
ამ ჩარჩოებში, ცენტრალური ადგილი უკავია ღვთის არსებისა და ხელთუქმნელ ენერგიებს შორის არსებულ გარჩევას. ღმერთი მიუწვდომელად არაა ადამიანისაგან, არამედ მისი ხელთუქმნელი ენერგიებით უშუალო კავშირში შედის ადამიანთან. ამგვარად, ადამიანი ხდება თანაზიარი ღვთიური ცხოვრებისა და მადლისმიერ განიღმრთობა. ღვთის ენერგია არ წარმოადგენს რაიმე განუსაზღვრელ ძალას ან ზეძალას, იგი არის ცოცხალი სამპიროვნული ღმერთი, რომელიც მისაწვდომი და თანამონაწილე ხდება ადამიანისათვის; ის შემოდის მის ცხოვრებაში და ისტორიაში, რათა ადამიანი „გახდეს ღვთიური ბუნების თანაზიარი“ იყოს „ღვთის ხატების“ მატარებელი და „ღვთის მსგავსებისადმი“ მისწრაფებული: თავდადების, ღვთივსათნო ცხოვრების და ვნებათა აღკვეთის საშუალებით“
ზემოთ მოთხრობილი, ამ საღმრთო გზის მეშვეობით ადამიანის გულში შემოდის ქრისტესმიერი მშვიდობა – „ზეციური მშვიდობა“, რომელიც ურთიერთშეპირსპირებულია იმ მიწიური სამყაროს მშვიდობის ცნებასთან, რომელსაც სარწმუნეობათაშორისი ინიციატივები და ღონისძიებები ესწრაფიან.
უწმიდესო მამავ და მეუფევ,
ღრმად ვაფასებთ რა მათ მცდელობას, ვინც მძიმედ იშრომეს კრებისწინა მოსამზადებელ თათბირებზე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთვათ, რომ კრებაზე გამოსატანი დოკუმენტები, გარკვეულიი სახით, საჭიროებენ გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ უკეთ გამოიკვეთოს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო ცნობიერება. მოგმართავთ ძეური თხოვნით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული შემოთავაზებებიც, რაც გააზრებულად, ყურადღებით და ლოცვით შევადგინეთ, რათა წმიდა და დიდი კრება, სინოდალური სისტემის მუშაობის მეშვეობით, იქცეს ეკლესიის კანონიკური ტრადიციისა და უწყვეტი საეკლესიო მოღვაწეობის ჭეშმარიტ გამომთქმელად. მაშინ დიდი სიხარული იქნება ზეცაში და დედამიწაზე, და აღკვეთილი იქნება შესაძლო უთანხმოებანი და განხეთქილებანი, ხოლო ეკლესიის მთელი სისავსე „ერთითა პირითა და ერთითა გულითა“ განადიდებს ყოვლადწმიდა სამპიროვნულ ღმერთს, ქვეყნიერების მაცხოვნებელ იმედს.
ამით ვასრულებთ, აღვავლენთ რა მთელი გულით მხურვალე ლოცვებს მკვდრეთით აღმდგარი უფლისადმი, თქვენი ღვთივყოვლადუწმიდესობისათვის და მოსაწვევად დანიშნული წმიდა და დიდი კრების კეთილი დასასრულისთვის, ვრჩებით რა ღრმა პატივისცემითა და ძეურ ერთგულებით აღვსილნი თქვენდა მომართ.
საგანგებოდ მოწვეული ორმაგი კრებაში მონაწილე ათონის წმიდა მთის ოცი წმიდა და ღვთივსათნო მონასტრის ყველა ნაცვალპირი (ანდიპროსოპი) და წინამძღვარი(იგუმენი).
წყარო: scribd.com