8 ივნისს, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, დიდ და წმინდა კრებასთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სრულიადმართლმადიდებელთა კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს დაგეგმილ დროს – 16-26 ივნიის, კუნძლ კრეტაზე.
ალბანეთის ეკლესიის აზრით, კრების გაუქმება ან გადადება ზიანს მიაყენებს მართლმადიდებლობას.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრების მოწვევის გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა შეკრებაზე, რომელიც გაიმართა 2014 და 2016 წლებში, კონსტანტინეპოლსა და შამბეზში. ამიტომ მისი გადაიდება არ უნდა მოხდეს ამ ორგანოს გარეშე, რომელმაც კრების მოწვევის გადაწყეტილება მიიღო.
„სრულიადმართლმადიდებელთა კრების გადადება დაუშვებელია იმ ორგანოს ახალი გადაწყვეტილების გარეშე, რომელმაც კრების მოწვევა განიზრახა. არ შეიძლება, ბოლო წუთს გადაიდოს ის სხვადასხვა მხარეთა გადაწყვეტილებებისა და მიმართვების გამო“ – ნათქვამია ალბანეთის ეკლესიის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კრებაზე ვერ განიხილება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მაინც აუცილებელია მისი ჩატარება.
„აშკარაა, რომ არსებული პრობლემები ბევრია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი წმინდა და დიდი კრების მოწვევა. შეუძლებელია ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ზოგიერთი საკითხი… სჯობს გადაწყდეს ცოტა რამ, ვიდრე, საერთოდ, არაფერი“ – ნათქვამია განცხადებაში.
ალბანეთის ეკლესიის განცხადებით კრების ჩატარება აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
„დაგეგმილი სრულიადმართლმადიდებელთა კრების გადადება დარტყმას მიაყენებს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს და შეარყევს მართლმადიდებლობის ავტორიტეტს“ – აღნიშნავს ალბანეთის ეკლესია და მოუწოდებს სრულიადმართლმადიდებელთა კრების სამდივნოს, რომელიც იკრიბება ხვალ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა კრების ყველა მონაწილემ ერთად იზეიმონ სულთმოფენობის საღმრთო ლიტურგიაში, რაც ერთიანობის უმნიშვნელოვანესი დასტური იქნება.
ალბანეთის ეკლესია ყველას მოუწოდებს, რომ არ დაიშურონ სურვილი და ძალისხმება კრების მშვიდობიანად ჩატარებისთვის.
„… უნდა ვიზრუნოთ კრების უმწიკვლოდ და მშვიდობიანად ჩატარებისთვის, თუნდაც ამისთვის სხვადასხვა მიზნებისა და ინტერესების მსხვერპლად შევწირვა დაგვჭირდეს… „ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის, მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ“ (ეფეს. 3, 20-21[*]), – ნათქვამია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებულ დოკუმენტში.
მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო