ვებგვერდი romfea.gr ასაჯაროვებს 8 მარტით დათარიღებულ, კალაბრიტისა და ეგიალიის მიტროპოლიტ ამბროსის წერილს ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმესა და ათენის სინოდის თავჯდომარეების მიმართ, სადაც ვრცლადაა ჩამოაყალიბებული ის მიზეზები რის საფუძველზეც ელადის ეკლესიის წარმომადგენლობა არ უნდა დაესწროს „წმინდა და დიდ კრებას“. მისი აზრით კრებაზე დამსწრეთა მონაწილეობა და კრების მსვლელობა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული კრების წესების უგულებელყოფით.
მიტროპოლიტი უკმაყოფილებას გამოთქვამს კრების დოკუმენების წვდომაზე და იმ გარემოებაზე, რომ წინამოსამზადებელმა კომისიამ ელექტრონული სახით, მხოლოდ გასაცნობად დააგზავნა დოკუმენტები და ისე, რომ სასულიერო პირებს ვერ მიეცათ მათში ჩართვის საშუალება და შენიშვნების გამოთქმა,ხოლო აღნიშნული თემები კი ზედაპირულადაა განხილული და მართლმადიდებლების ყველა ნამდვილ საჭიროებას არ პასუხობს. მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიშობს, რომ ფანარიოტელების პოლიტიკა მანიპულირებს, ცდილობს ხმა მიიღოს და ყველაფრი გათვლილია მის ახალ განდიდებაზე. მისი თქმით, ცნობილი ღვთისმეტყველები და მღვდელმთავრები შენიშნავენ, რომ კრების მსვლელობა ხმებს ითვლის აქამდე გაუგონარი და არნახული წესით, რაც არათუ მიუღებელია, არამედ უკიდურესად საშიში პრეცედენტია და საეკლესიო საკითხებს, ყოველთვის იმიტირებული ერთობით, არასწორად და არასამართლინად შეაფასებს. ასევე დასძენს, რომ დღემდე მისი ყოვლადუწმინდესობა, მისივე საქციელებით, არ იცავს მართლმადიდებელი ეკლესიის უმანკოებას და მიუღებელ ფორმებით უღებს კარს: მწვალებლობას, ისლამს და იუდაიზმს… უკვე ისმის ფანარიოტელების მოწოდება და დაიწერა კიდეც, თურმე მსოფლიო პატრიარქი არ ყოფილა პირველი თანასწორთა შორის, არამედ უპირატეს პირველობას ფლობს მართლმადიდებლობაში, რაც ეკლესიის სწავლებასა და ერთობას დიდ საშიშროებას უქმნის. ამ მიზეზით, სერბულმა ეკლესიამ 439 /24.07.2015 წერილით მიმართა მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს, რათა ეკლესიის პირველის სტატუსი და გაგება საჯაროდ განისაზღვროს, შედეგად ნათლად და სწორად აისახოს დოკუმენტებში. მეუფე ამბროსი შენიშნავს ასევე, რომ დოკუმენტებში სხვა ეკლესიების მოხსენება ისეთი სახითაა, რომ ისინი ძმურ ეკლესიებად აღიქმება. მწყემსმთავარი შეახსენებს, რომ მოსაგვარებელია კრეტის ეკლესიის სტატუსი და კუთვნილება, აუცილებლად გასათვალისწინებლია სერბული ეკლესიის შენიშვნები ავტონომიურ და ავტოკეფალურ ეკლესიების განსაზღვრებისას, რათა დაცული იყოს ეპარქიული საზღვრები და შეხორცდეს განხეთქილებები. „დასასრულს, ამ მიზეზთა გამო, ჩვენი ეკლესიის საპატივცემულო იერარქიას უმორჩილესად ვთხოვთ, საბერძნეთის ეკლესიამ არ მიიღოს მონაწილეობა სრულიად მართლმადიდებლურ კრებაზე, რადგან ამ გადაწყვეტილებებით შემოვა არეულობა ჩვენ სარწმუნოებრივ სინდისსა და სულებში და საფრთხე შეექმნება ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ქრისტეს ეკლესიას.
დაე-აბა, გავბედოთ არწასვლა!
უმცირესი ქრისტესმიერ ძმათაგანი
კალაბრიტისა და ეგიალიის
მიტროპოლიტი
ამბროსი“
მოამზადა: მღვლდემონაზონმა მიქაელ ბრეგვაძემ
წყარო: romfea.gr