You are currently viewing მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინის რადას მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი, მკვეთრი კრიტიკით ეხმაურება

მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინის რადას მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი, მკვეთრი კრიტიკით ეხმაურება

Download article eBook

 მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინის რადას მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი, მკვეთრი კრიტიკით ეხმაურება  

„იმის ნაცვლად რომ თავიანთი პირდაპირი საქმიანობით დაკავდნენ – კანონების მიღებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინელების ღირსების და საზოგადოებრივი თანხმობის დაცვას, რადამ გადაწყვიტა გამხდარიყო ეკლესიათაშორისი ურთიერთობების მართვის თვითმარქვია ორგანოდ“, – ნათქვამია მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივ საშუალებებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარეს, ვლადიმერ ლეგოიდას განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნა მისმა პრესსამსახურმა.

რადის დეპუტატებმა ხუთშაბათს მოუწოდეს პატრიარქ ბართლომეს, გამოეცა უკარინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი? და 1686 წლის აქტი ეცნო ბათილად, რითაც თითქოს “კანონების დარღვევით“ კიევის მიტროპოლია მიუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს.

ვ.ლეგოიდას აზრით, თავისი გადაწყვეტილებით, მოხდა დემონსტრაცია იმისა, რომ „მათ ამოძრავებთ არა განხეთქილების განკურნების სურვილი, არა ზრუნვა ამ ქვეყნის რელიგიური თემების მშვიდობაზე, არამედ სურვილი შექმნან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკის მძევალი, წაართვან ის მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ის თამაშობს სამოქალაქო ურთიერთობებში“.

მან შეხსენება გააკეთა იმისა, რომ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონოფრემ, რადის დეპუტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტს უკრაინის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა უწოდა.

„მიტროპოლიტმა ონოფრემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები რომ არ ერეოდნენ შიდაეკლესიურ საკითხებსა და ეკლესიათშორის ურთიერთობებში,  ერთობისკენ გზები დიდი ხანია მოიძებნებოდა. არ შეიძლება ამ სიტყვების სამართლიანობის არ აღიარება“, – განაცხადა ვ. ლეგოიდამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებული მიმართვა – მცდელობაა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე გავლენის მოსახდენად.

„ყველაფერი ეს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების მაგალითია, რაც იმსახურებს სასამართლო წესით განხილვას“ – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს  წარმომადგენელმა.

თარგმნა მადონა ცეკვავამ
წყარო: interfax-religion.ru