You are currently viewing სირია: ქრისტიანები მუსლიმებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ
SYRIA / NATIONAL 14/00129 Emergency help for the families in Marmarita, Vallée des Chrétiens, Homs (October - December 2014) Original photo: ACN-20150225-20890.jpg

სირია: ქრისტიანები მუსლიმებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ

Download article eBook

სირიის ჩრდილოეთ დედაქალაქ ალეპოში გააფთრებული საბრძოლო მოქმედებების დროს სირიელი-იაკობიტები საკვები პროდუქტებით ამარაგებენ ქალაქის ღარიბ მუსლიმურ ოჯახებს. ყოველდღიურად ალეპოს სირიელ-იაკობიტთა ეპარქია სულეიმანიის კვარტლის ყველაზე გაჭირვებულ მუსულმებს სთავაზობს საუზმეს და საღამოს ვახშამს (ვინაიდან ამჟამად მიმდინარეობს რამადანის თვე, მუსლიმები თავს იკავებენ საკვების მიღებისგან მზის ჩასვლამდე). დახმარების ინიციატივით მეზობელი მუსლიმებისადმი, გამოვიდა ალეპოს ეპარქიის სირიელ-იაკობიტთა ეკლესია. ინიციატორები თვლიან, რომ ეს არის სოლიდარობის უბრალო გამოხატულება სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. ქრისტიანები იმედოვნებენ, რომ, როდესაც სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი დამთავრდება, მშვიდობიანი თანაარსებობის ატმოსფეროც დაბრუნდება, მათსა და მუსლიმურ უმრავლესობასთან, როგორც ეს ომამდე იყო. ამჟამინდელმა კონფლიქტის ფონზე ასეთმა ქმედებამ, მრავალ ქრისტიანს და მუსულიმებს „ურთიერთრელიგიური სოლიდარობის განცდა“ გაუღვივა. კერძოდ, მრავალმა უპატრონო მუსულიმმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი საეკლესიო თავშესაფარში, მას შემდეგ, რაც, დაიბომბა მუსულმური თავშესაფარი. ალეპოს სირიულ-იაკობიტური ეპარქიის წინამძღვრად ოფიციალურად კვლავ მიტროპოლიტი გრიგოლი იუხანა იბრაჰიმი ითვლება, რომელიც სამ წელზე მეტია – თავის თანამოძმე მართმადიდებელ მიტროპოლიტ პავლე იაზიჯისთან ერთად გაიტაცეს ბოევიკებმა. მათი ბედი დღემდე უცნობია. თარგმნა ნანა ასათიანმა
წყარო: blagovest-info.ru