მისი უნეტარესობის ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის თეოდორე მეორის სიტყვა ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველისადმი წმინდა და დიდი კრების დასრულებისას
(ფრაგმენტი)
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მარკოზ მახარებლის მიერ დაარსებული ეკლესიის წარმომადგენლები წმინდა და დიდი კრებიდან ვბრუნდებით ჩვენს სამწყსოში, სადაც, ჩვენს სამწყსოს გადავცემთ იმ სულიერი საზრდოს შესახებ რაც აქ მოვიმუშაკეთ, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. ეს პროცესი კი ახალი ძალებით აღგვავსებს, რათა ვიქადაგოთ ქრისტე ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მინდა ჩემმა გულმა ისაუბროს და მოგმართოთ. როცა აქ ჩამოვედით დაგვირიგდა ორი ფურცელი, ერთზე არის საფოსტო მარკა, დიდი და წმინდა კრების შესახებ. რომელსაც გამოიყენებენ ადამიანები როდესაც ექნებათ ურთიერთობა და გაუზიარებენ ერთმანეთს დარდსა თუ სიხარულს. მეორეზე წერია – ბართლომეოსი, 25 წელი საპატრიარქო მსახურებისა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსურს როგორც ძმამ, რომელიც თქვენს გვერდით იკავებს ადგილს, მოგილოცოთ ეს 25 წელი თქვენი მსახურებისა და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს სიხარული, გისურვოთ რომ უფლისგან მრავალი წყალობა და მადლი მოემადლოს თქვენს სამწყსოს.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მინდა შორს წარსულში დავბრუნდე და დავინახო კუნძული სიმვრუ, და ამ კუნძულზე ერთი ახალგაზრდა რომელიც ახალ ჰორიზონტებს დაუსახავს მსოფლიო საპატრიარქოს. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდას თქვენც გყავდათ წინამძღოლი, წმინდა ადამიანი, მელიტონ ხალკიდონელი, რომელმაც დაგანახათ სრულიად ახალი სამყარო, სავსე ადამიანებით, განსხვავებული ხედვებითა და მისწრაფებებით, და თქვენ კი თქვენი მრავალმხრივი ნიჭიერებითა და დიდი შრომისმოყვარეობით, დიდი წყალობითა და მადლით რომელიც მოგემადლათ, მოხდა ისე რომ მსოფლიო საპატრიარქოს საჭეთმპყრობელი აღმოჩნდით, და თქვენ ბრძანდებით ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსურს მცირედი საჩუქარი გადმოგცეთ. საპატრიარქო პანაღია. ერთზე გამოსახულია ეგვიპტეში ლტოლვა – რომელიც თქვენ შეგახსენებთ დევნილებსა და უსახლკაროებს, იმ ადამიანებს რომელთაც თქვენ შეხვდით კუნძულ მიტილინზე არქიეპისკოპოს იერონიმესთან ერთად. მეორე პანაღიაზე წმინდა მარკოზ მახარებელია გამოსახული, რომელიც თქვენ შეგახსენებთ რომ ჩვენი ეკლესია არის ერთი, წმინდა და რაც მთავარია სამოციქულო. და მესამე, ჯვარი, რომელიც შეგახსენებთ რომ საპარიარქო მსახურება ესაა ჯვარი, მაგრამ მას მოსდევს ყველაზე მთავარი, აღდგომა, სიხარული და იმედი.
მრავალჟამიერ თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
წყარო
მასალა აღებულია ვებგვერდიდან: kreba2016.ge