You are currently viewing საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თურქეთში ტერორისტული აქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თურქეთში ტერორისტული აქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს

Download article eBook

  საქართველოს საპატრიარქის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცდელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომოსსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, 28 ივნისის ღამით სტამბოლში (კონსტანტინეპოლში) ათათურქის სახელობის აეროპორტში მოხდარი ტერორისტული აქტთან დაკავშირებით, სადაც გარდაიცვალა და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

 მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,
კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსსდა მსოფლიო პატრიარქს 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,
დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც. ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
 


მის აღმატებულებას,
თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს

თქვენო აღმატებულებავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა. სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთოს ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

29 ივნისი, 2016 წელი.

წყარო: patriarchate.ge