ბელგიაში ხანდაზმულთა კათოლიკური სახლი დააჯარიმეს, რადგან მან უარი განაცხადა თავის პაციენტისთვის ევთანაზია გაეკეთებინა, იუწყება ბრიტანული გამომცემლობა Catholic Herald-ი. ლოვენეს სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ „წმ. ავგუსტინეს სახლს“ არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ევთანაზიაზე რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე. ბელგიური კანონმდებლობით ექიმს უფლება აქვს უარი უთხრას პაციენტს ინექციის სასიკვდილო დოზის გაკეთებაზე, მაგრამ ლონევეს სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებული უფლება ვრცელდება მხოლოდ ცალკეული პირებზე (ექიმებზე) და არა დაწესებულებებზე. პაციენტი, 74 წლის ქალბატონი იყო, რომელიც დაავადებული იყო ფილტვის სიმსივნით. იმის გამო რომ მოხუცთა თავშესაფარში უარი უთხრეს ევთანაზიაზე, მისმა ახლობლებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლში გადაეყვანათ პაციენტი, სადაც მშვიდ გარემოში დაუბრკოლებლად შეუყვანეს წამლის სასიკვდილო დოზა. „წმ. ავგუსტინას სახლს“ კი დაეკისრა ჯარიმა 3000 ევროს ოდენობით. 1000-1000 ევრო პაციენტის სამივე შვილს მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვისათვის.
თარგმნა ნანა ასათიანმა
წყარო: sedmitza.ru
წყარო: sedmitza.ru