ინგლისში პირველი ქრისტიანების ნეშტებს მიაკვლიეს
ინგლისში არქეოლოგებმა იპოვეს კუნძულზე მცხოვრები პირველი ქრისტიანების დაახლოებით 1400 წლის წინანდელი ნეშტები. დეტალური გამოკვლევების შემდეგ, რომელიც საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ჩატარდა, ისინი წმინდა ეიდანის სახელობის ტაძრის გვერდით არსებულ სასაფლაოზე გადაასვენეს. 1998-2007 წლებში ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ბამბურგის ციხე-სიმაგრესთან აღმოაჩინეს 100-მდე ჩონჩხი. არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობდნენ პროექტზე „Bamburg Research Project-ზე“ და იკვლევდნენ ამ სიძველეებს, განაცხადეს, რომ „ეს იყო დაუვიწყარი აღმოჩენა. გავხსენით საფლავები და მივხვდით, რომ ჩვენ წინაშე იყო ძველი სასაფლაო „boul houli“. აღმოჩენიდან 15 წლის განვალობაში პროექტის ხელმძღვანელები მუშაობდნენ დარემის საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ხალხი მოღვაწეობდა მეფე ოსვალდის, ნორთუმბერლენდის მმართველის (634-642 წლებში) კარზე. ასოციაცია Northumberland Coast AONB-ის თანამშრომელ ჯესიკა ტერნერის განცხადებით, „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ნეშტები შესაბამის ადგილას – წმინდა ედენის სახელობის ტაძრის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ ხალხის ნაწილს საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი წმინდა ეიდანის ქადაგებები იმ ადგილზე, სადაც ეს ტაძარია აგებული 635 წელს“.
მოამზადა თამარ ასათიანმა
წყარო: ინგლისური; რუსული;
მასალა აღებულისა ჟურნალ „საპატრიარქოს უწყებანიდან“