2 აგვისტოს ბელგიურ საიტ Memri.fr-ზე გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია ბელგიის ცენტრალური ქალაქის, კერძოდ ვერვიეს ქუჩებში მოხეტიალე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არაბულ ენაზე სიმღერით ალაჰს ყველა ქრისტიანის დახოცვას სთხოვდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ბიჭი იდენტიპიცირებულია, ის 15 წლისაა და იმამის შვილია, რომელიც ამ დროისთვის დეპორტირებულია ჰოლანდიაში (სხვა ინფორმაციას პოლიცია არ ავრცელებს). ბიჭი უკვე შეიყვანეს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანთა სიაში. ბელგიის მთავრობა ცდილობს იმამის ბელგიაში ექსტრადირებას და ამავრდოულად მის 15 წლის ვაჟზე ძებნას აწარმოებს.
ქალაქი ვერვიე უკვე მეორედ იპყრობს ყურადღებას, რადიკალი ისლამისტების აქტიურობით. 2015წლის იანვარში, პოლიციამ შეძლო ტერორისტული აქტის თავიდან აცილება და ქალაქის განთავისუფლება ტერორისტული დაჯგუფებისგან.
მოამზადა მარიამ მებონიამ
წყარო: dailymail.co.uk; interfax-religion.ru