ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსები ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებენ, რომელმაც გეი-წყვილის დაქორწინების ცერემონია ჩაატარა
აშშ-ს კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციაზე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. კრიტიკის საბაბი მისი ქმედება გახლავთ. ბაიდენმა გეი-წყვილის დაქორწინების ცერემონიალი ჩაატარა, რასაც საკუთარ ტვიტერზე ემოციური კომენტარიც დაურთო :„მეამაყება, რომ დღეს ორი მაგარი ბიჭის დაქორწინების ცერემონიას გავუძეხი“.
„როდესაც ცნობილი კათოლიკე პოლიტიკოსი სახალხოდ და განზრახ ატარებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ცერემონიალს, მაშინ საგრძნობლად იზრდება გაურკვევლობა კათოლიკური სწავლების მიმართ ქორწინებასა და კათოლიკეთა ზნეობრივი მოვალეობების შესახებ“ – ნათქვამია კონფერენციის ხელმძღვანელის ჯოზეფ ქურცის, ბუფალოს ეპისკოპოსის რიჩარდ მელოუნისა და მაიამის არქიეპისკოპოს თომას ვენელის განცხადებაში.
დეტროიტის სემინარიის კანონიკის სპეციალისტმა ედვარდ პიტერსმა განაცხადა, რომ ჯოზეფ ბაიდენს, რომელიც რეგულარულად ესწრება მესას, უნდა აეკრძალოს ზიარება.
ჯო ბაიდენის კრიტიკა ამა წლის მარტშიც გაისმა, ის ფორტ-უენის (ინდიანას შტატი) ეპარქიის წინამძღვარმა, კევინ როდსმა ადგილობრივი კათოლიკური უნივერსიტეტის ნოტრ-დამის გადაწყვეტილების მიღებისას გააკრიტიკა, რომელთაც სურდათ ჯო ბაიდენისთვის ჯილდოდ მედალი გადაეცათ.
იერარქის კრიტიკა პოლიტიკოსის მიმართებით აბორტისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერამ გამოიწვია.
მოამზადა მარიამ მებონიამ
წყარო: religionnews.com; sedmitza.ru