You are currently viewing 30 დეკემბერს გაიმართა საჯარო შეხვედრა მამა თეოდორესთან თემაზე – „მართლმადიდებლობა“

30 დეკემბერს გაიმართა საჯარო შეხვედრა მამა თეოდორესთან თემაზე – „მართლმადიდებლობა“

Download article eBook

  30 დეკემბერს, კულტურულ-საგანმანათლებლო სახლ „კენოზისის“ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართა საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, თემაზე – „მართლმადიდებლობა“.
შეხვედრა მიეძღვნა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მამათმთავრობის 39 წლისთავს.

შეხვედრა წარიმართა მონოლოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში. პირველ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნებაზე, მის მისიონერულ მოღვაწეობაზე.
ასევე ისაუბრა მართლმადიდებლობაზე. თუ რა არის მართლმადიდებლობა, როგორია ღმერთი და როგორ უნდა გვქონდეს მასთან ურთიერთობა და სხვადასხვა სულიერ საკითხებზე.
მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად შეხვედრას არაერთი სასულიერო პირი დაესწრო.

უახლოეს მომავალში ჩვენს გვერდზე განთავსდება შეხვედრის სრული ვიდეო-ჩანაწერი.

2

4 3   11

141 13   19

166  18

12

7