ორშაბათს, 13 თებერვალი, ქალაქ გორში, ჩატარდა მორიგი საჯარო შეხვედრა, ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“.
შეხვედრა გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილთან, თემაზე – „იესო ქრისტე, როგორც ისტორიული პიროვნება“
გთავაზობთ შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერს
[YoutubeVideo url=”https://www.youtube.com/watch?v=atEdoBpWlQw”]
შეხვედრები ტარდება თვეში ერთხელ, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრის დარბაზში (საკათედრო ტაძართან).
ლექციებს ატარებენ გორის ეპარქიის მღვდელმსახურები და სხვადასხვა ეპარქიებიდან მოწვეული სტუმრები.
შეხვედრების ორგანიზატორები არიან: „გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრი“ და „წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი – კენოზისი“.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია