„კენოზის“-მა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) დაიწყო საჯარო შეხვედრათა ციკლი, სახელწოდებით – „აზროვნების დრო“.
პირველი შეხვედრა გაიმართა 14 მარტს დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე – „ეკლესია – რა თუ ვინ?“
შეხვედრები გაიმართება სასულიერო პირებთან, თეოლოგებთან, ფილოსოფოსებთან, მეცნიერებთან, ფსიქოლოგებთან, ფილოლოგებთან და სხვადასხვა პროფესიის მქონე საინტერესო და მოაზროვნე პიროვნებებთან.
გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს, 19:00სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია.
P.S. თითოეული შეხვედრის პირდაპირ ეთერს შემოგთავაზებთ ჩვენს facebook-გვერდზე