შევხედოთ თანამედროვე საინფორმაციო ტექნილოგიების „სასწაულებს“- ინტერნეტსა და საკომუნიკაციო „გაჯეტებს“, რომელთა მეშვეობით ჩვენი ურთიერთობები გახდა გაცილებით მოსახერხებელი, კომფორტული და ხელმისაწვდომი. მართლაც თითქოსდა ახლა შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში წავიკითხოთ და შევიტყოთ რაღაც საინტერესო, ვესაუბროთ ვისაც გვინდა და რაზეც გვინდა. მყისიერი ინფორმაციის მიღების სიჩქარე და მისი შეუზღუდავი რაოდენობა – განა ეს შესანიშნავი არაა? ან მაგალითად, ინტერნეტში მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეუძლიათ მათ საიტებზე შეაგროვონ შემოწირულობანი ელექტრონული გადახდის საშუალებით. ინვალიდებს ეხლა უკვე შეუძლიათ კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით წაიკითხონ ნებისმიერი წიგნი, შეიტყონ სიახლენი და სახლიდან გაუსვლელად იურთიერთონ გარე სამყაროსთან. განა ეს ყოველივე სასიკეთო საქმე და შედეგი არ არის?
რა თქმა უდნა არის! და მაინც მაგრამ, მაგრამ, მაგრამ…
მოხერხებულობა, კომფორტი – ეს კიდევ ყველაფერი არაა. მეტიც, ზუსტად ამ კომფორტს აქვს ნეგტიური მხარე, ის რასაც შეიძლება ზოგადად ვუწოდოთ – ადამიანის სულის, მისი სიღრმისა და ძალის დასუსტება. კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების სიჩქარე, უკუპროპორციულია ცოდნისა და შთაბეჭდილებების ძალისა და სიღრმისა. ,,აზროვნებისთვის საჭიროა დრო“ – უთქვამს ვიღაცას.
ასევე დროა საჭირო, რომ კარგად დავიმხსოვროთ და გავითავისოთ ესა თუ ის ფაქტი. სოც-ქსელებში კი პოსტების, ფრაზების, რეპლიკებისა და სხვადასხვა ნაწყვეტი ამბების კალეიდოსკოპი წარმოგვიდგება, როგორც სწრაფად მიმავალი მატარებელის ფანჯარაში პეიზაჟის გაელვება. აბა ვცადოთ განვიხილოთ და გავერკვეთ, უსწრაფესად ჩაქროლილ პეიზაჟებში. ეს ის რაოდენობაა, რომელის პირობებში მიუღწეველია ხარისხი. ადრე ადამიანი აუჩქარებლად მოგზაურობდა, ან ფურცლავდა წიგნის გვერდებს და მისი შემეცნებისა და გრძნობის სიღრმე სულ სხვა სიმაღლეზე იყო ვიდრე დღეს. სხვათაშორის, დღეს არამხოლოდ ბავშვებმა მიატოვეს წიგნების კითხვა, არამედ ზრდასრულებმაც. ყურადღება მიაქციეთ, ახლა მეტროში იშვიათად თუ შეხვდები წიგნის მკითხველ ადამიანს, როგორც ადრე. ახლა ყველა მგზავრობს „სმარტფონების“ ციმციმა ეკრანებში ჩაფლული და გარე სამყარო, ირგვლივ მყოფი ადამიანები თითქოს არც არსებობენ.
კომუნიკაციასა და ნებისმიერ ინფორმაციასთან განუზომელ მისაწვდომობას გააჩნია საცდურის მახასიათებელი მრავალი ნიშანი. ის აღძრავს და პროვოცირებს მრავალსიტყვაობისკენ და გაზრიდილი ემოციურობისკენ, ის ითრევს ადამიანს და არ აძლევს საშუალებას თავი დაიხსნა ქსელისგან. ასწავლის შეგრძნებების, აზრებისა და სიტყვების ნაადრევ, მშფოთვარე სისწრაფეს. და რაც ძალზე მნიშვნელოვანია კომუნიკაციური ტექნოგარემო სულ უფრო და უფრო რეცხავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებიდან სულიერი კონცენტრაციის, ყურადრების მოკრებისა და მდუმარების უნარს. ამიტომ ვირტუალურ სფეროში კომუნიკაციისა და ურთიერთობების ხელმისაწვდომობა, მისი სისწრაფე და კომფორტი, უკან გვიბრუნდება, თავიდან შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან სახიფათო სულიერი საცდურის, ბოროტების სახით. ამასთან ხორციელდება იმის გადაფორმატება, რასაც მარქსისტები უწოდებდნენ „საზოგადოებრივ ცნობიერებას“. ცოდნისა და ურთიერთობის სტანდარტები სულ უფრო ორიენტირდება ზედაპირულობაზე, მყისიერ სარგებლიანობასა და კომფორტზე. მოთხოვნა აღარაა და შესაბამისად მივიწყებულია მთლიანობაში ხედვისა და აღქმის საჭიროება. ყველა ეს ნააზრევი, რა თქმა უნდა, უძლურია შეაჩეროს გლობალურ მაშტაბებში მიმდინარე „გაჯეტიზაცია“. ალბათ ახლა საუბარი შეიძლება მხოლოდ პირად მცდელობაზე იცხოვრო საზოგადოებაში და იყო ამისგან თავისუფალი, რათა იბრძოლო სულიერი გაფანტულობისა და კონცენტრაციის დაკარგვის წინააღმდეგ, გქონდეს მცდელობა თუნდაც სუსტი მედია–ასკეზისა. იკითხო წიგნები და თავისუფალ დროს, ინტერნეტთან ჯდომის ნაცვლად – ისეირნო. სოც-ქსელებში შეხვიდე მხოლოდ საქმისთვის და ისიც შეზღუდული დროით და საერთოდ გააცნობიერო, რომ ქრისტიანთათვის ტექნიკასთან დამოკიდებულების საკითხს აქვს პირდაპირი დამოკიდებულება სულიერ ცხოვრებასთან.
სტატიიდან: http://www.pravoslavie.ru/jurnal/81411.htm