You are currently viewing «ყოველ 5 წუთში მსოფლიოში ერთი ქრისტიანი კვდება თავისი სარწმუნოებისათვის»

«ყოველ 5 წუთში მსოფლიოში ერთი ქრისტიანი კვდება თავისი სარწმუნოებისათვის»

Download article eBook

ეს ციფრი ბოლო წლის მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მასობრივი ხოცვის ფონზე.

  «ყოველ 5 წუთში მსოფლიოში ერთი ქრისტიანი კვდება თავისი სარწმუნოებისათვის»

პირველად, ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში, ეს საშინელი ციფრი „ОБСЕ“-ს თანამშრომელმა, სოციოლოგმა მასიმო ინტროვინემ გამოაქვეყნა.  მან გამოთვალა, რომ ყოველ წლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არანაკლებ 105 ათასი ქრისტიანი კვდება, მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტეს აღიარებენ. „ამ ციფრმა ბოლო წელს მკვეთრად იმატა, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ  ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მასიური ხოცვის შედეგად – გვამცნობს christianpost.com.

«თუ მსოფლიო ყურს არ დაუგდებს ამ საგანგაშო ციფრებს, თუ ეს ხოცვა არ იქნება შეჩერებული, თუ ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რომ ქრისტიანების დევნა – მსოფლიო მაშტაბის ტრაგედიაა, რომელიც გამოიწვეულია ძალადობით და რელიგიური დისკრიმინაციით,  მაშინ რელიგიათა შორის დიალოგი დაიყვანება უაზრო, არაფრის მომცემ კონფერენციებამდე, რომელთაც ფასეული რეზულტატის მოცემა არ შეუძლია» – განაცხადა ინტროვინემ, ქრისტიანულ-იუდეურ-მუსლიმური დიალოგის კონფერენციაზე.

ანალოგიური ციფრები დაასაბუთა ქრისტიანების მხარდამჭერმა საქველმოქმედო ორგანიზაცია ”Caritas Italiana“-მაც, არანაკლებ 100 მილიონი ქრისტიანი იდევნება, სარწმუნოებისათვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში,  სხვა რელიგიურ უმცირესობებთან ერთად. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეაში  50-70 ათასი ქრისტიანი ყავთ  ბანაკებში გამომწყვდეული – აღნიშნა თავის მოხსენებაში ორგანიზაციამ. საერთაშორისო ლოცვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 8 ნოემბერს აღინიშნება, რელიგიური დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა   მხარი დაუჭირეს საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას ქრისტიანების თავისუფლებისათვისათვის.(Christian Freedom International – CFI) ისინი შეუერთდნენ  მსოფლიოს ყველა ეკლესიის ლოცვას  დევნილი ქრისტიანებისათვის.

„ილოცეთ მათთვის – თქვა CFI-ს პრეზიდენტმა ჯიმ იაკობსონმა, – ჩვენ ხომ  მსოფლიოს მაშტაბით ერთი საქრისტიანოს ოჯახის წევრები ვართ. ილოცეთ მათი სიცოცხლეებისთვის და ჯანმრთელობისთვის, რათა მათ  მამაცურად ეტარებინოთ ქრისტეს სიტყვა დევნისა და შიშის მიუხედავად. ილოცეთ რათა მათი მდევარნიც მოვიდნენ ქრისტესთან, დაინახავენ რა მათ მოუდრეკავ სიმტკიცეს სარწმუნოებისათვის“

თარგმნა: დარია ცინცაძემ
წყარო